საბადურის ტყე- ხვალ თებერვალს

ფოტო: Yasuhiro Kojima · CC BY-SA 4.0; Yasuhiro Kojima · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons

მიმართულებათიანეთი
ფასიფასი — მოთხოვნით
ID49544

რა შედის

  • კვება
  • ავიაბილეთები
  • ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება

ტურის შესახებ

მსოფლიოს ულამაზესი ტყე, რომელიც უნდა ნახო!

გაატარე დაუვიწყარი დრო ჩვენთან ერთად, გაერთე, განიტვირთეთ და დაისვენეთ, დატკბით ულამაზესი ბუნებით.

მოსანახულებელი ადგილები:

თოვლიანი საბადურის ტყე

არჩილის მონასტერი

???? სიონის წყალსაცავი

1) მგზავრობა კომფორტული მიკროავტობუსით

2) ფოტოგადაღება

3) გიდი

კვება: ინდივიდუალურია და ყველას მოგვაქვს ჩვენ ჩვენი სამყოფი და ვაწყობთ ერთობლივ პიკნიკს.

გაითვალისწინეთ! გადმორიცხული თანხა ტურის დღემდე, სამი დღით ადრე უკან აღარ დაბრუნდება. (ტური, რომ არ ჩაიშალოს)

დაბრუნების დრო 20:00 საათი ან 21:00 საათი

შეკრების ადგილი: ქ. თბილისი რუსთაველის მეტრო. ველოსიპედის ძეგლი.

ფეხით გასავლელი მანძილი 2 კმ- გასეირნება საბადურის ტყეში

ჩაიცვით თბილად და კომფორტულად!

#განსხვავებულიტური #განსხვავებულისილამაზე #იდეალურიპეიზაჟები #თუესმოგწონს #თოვლიანისაბადურისტყე #წამოდიტურზე #ესტურიშენთვისაა #ჩვენიმაქსიმალურიკომფორტი

#snowlyduriforest #followus

თიანეთი — რა ტურებს გთავაზობთ

თიანეთის მიმართულებით ტური ჩვეულებრივ სიონის წყალსაცავს, უჯარმის ციხესა და ბოჭორმას აერთიანებს — ტრანსპორტით თბილისიდან და გიდით. გინდათ ერთი დღით, გინდათ ღამისთევით — დღეებს თქვენ ირჩევთ, მარშრუტს ჩვენ ვაწყობთ.

როდის წავიდეთ

საუკეთესოა ივნისი–სექტემბერი: დღისით 22–26°, ღამით გრილა — თბილისის სიცხისგან აქ გარბიან.
მაისსა და ოქტომბერში ლამაზი და მშვიდია, მაგრამ საღამოობით ცივა.
ზამთარი თოვლიანია, ზოგჯერ −10°-მდე ყინავს; ბოჭორმისა და სოფლების გრუნტის გზები ამ დროს რთულია.

რა ვნახოთ

  • სიონის წყალსაცავი — დიდი ტბა თიანეთისკენ მიმავალ გზაზე, ზაფხულში ბანაობენ
  • ბოჭორმის ციხე — X–XI საუკუნის ციხე-სიმაგრე მრგვალი ეკლესიით ივრის ხეობაში
  • ერწოს ციხე — სამსართულიანი ციხე-კოშკი სოფელ მელიასხევთან
  • საბადურის ტყე — ფიჭვნარი და წიფლნარი სასეირნო ბილიკებით, თბილისის გზაზე
  • ჯალეთის ბაზილიკა — ძველი ეკლესია ივრის ხეობაში
  • თიანეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი — ფშავისა და ერწო-თიანეთის ყოფა და არქეოლოგია

როგორ მივიდეთ

მანქანით თბილისიდან დაახლოებით 78 კმ-ია უჯარმისა და სიონის წყალსაცავის გავლით, 1,5 საათამდე. მარშრუტკა თიანეთში ისნის (სამგორის) სადგურიდან დადის, მგზავრობა დაახლოებით 2 საათია.

პრაქტიკული ინფორმაცია

გზა: თბილისიდან ვაზიანი–უჯარმა–სიონის გზით; ალტერნატივა — სამხედრო გზა ჟინვალამდე და იქიდან ბაზალეთის გავლით.
სად დავრჩეთ: საოჯახო სასტუმროები და კოტეჯები დაბასა და ახლომდებარე სოფლებში.
რა წავიღოთ: თბილი ტანსაცმელი საღამოსთვის, ზაფხულშიც; ბოჭორმისთვის — მაღალი გამავლობის მანქანა.
კავშირი: დაბაში ინტერნეტი კარგია, შორეულ სოფლებსა და ტყეში — არასტაბილური.

თიანეთი: გზამკვლევი
თიანეთი

ხშირი კითხვები

რამდენი დღე სჭირდება თიანეთს?
სიონი და თიანეთი ერთ დღეში ჯდება. ბოჭორმისა და ერწოს დასამატებლად ერთი ღამე სჯობს.
როგორ მივიდე ბოჭორმის ციხემდე?
ბოლო მონაკვეთი გრუნტის, ადგილ-ადგილ რთული გზაა — სჯობს მაღალი გამავლობის მანქანა ან ადგილობრივი მძღოლი. წვიმის შემდეგ გზა შეიძლება ძნელად სავალი იყოს.
ბავშვებთან ერთად შეიძლება?
კი, ზაფხულში თიანეთი გრილი და მშვიდია: ტყეში სეირნობა, სიონის ტბა და მდინარე ბავშვებს მოსწონთ.
მოითხოვე შეთავაზება

ჩაწერე ქვეყანა, ქალაქი ან სასტუმრო — მაგ. კვიპროსი, ბათუმი, დუბაი.