V I P ტური გუდაურში !
ფოტო: shankar s. from Dubai, united arab emirates · CC BY 2.0; Bernard Gagnon · CC BY 4.0; shankar s. from Dubai, united arab emirates · CC BY 2.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
რაში მდგომარეობს VIP–ის არსი?
???? აუცილებლად მიყევით აღწერას ბოლომდე!
თქვენ იხდით სულ რაღაც , რომლის ფარგლებშიც გემსახურებათ ბიზნეს კლასის თანამედროვე 20 ადგილიანი მიკროავტობუსები, რომლის კომფორტიც აშკარად აღემატება სხვა ყველა ტურისტული კომპანიის ტრანსპორტს
იხილეთ მაგალითი:
არ იქნება არავითარი დამატებითი დასაჯდომები !
ტრანსპორტში იმუშავებს გამართული გათბობის სისტემა
გვექნება კარგი აუდიო ხარისხი!
ინსტრუქტორის მომსახურება, რომელიც ერთჯერადად შეასწავლის ტურის მონაწილე მსურველებს თხილამურებსა და სნოუბორდზე სრიალს (უფასოდ) ????
Atomic, Dynastar, Elan, K2, Rossignol !
ასევე აღსანიშნავია რომ თითოეული წყვილი თხილამური იმყოფება დაზღვევის ქვეშ, რომლის შემთხვევითი დაზიანებისას თქვენ არ გექნებათ ანაზღაურების ვალდებულება!
???? ტურის განრიგი:
დილით 07:00 სთ-დან 07:30-მდე შევიკრიბებით მარჯანიშვილის მეტროს წინ! ასევე ტრანსპორტის გამოსვლა იქნება ქალაქ რუსთავიდან დილის 06:30 საათზე!
(დაგვიანებულებს ველოდებით მხოლოდ 10 წუთით)
საღამოს 17:00 საათზე დაიწყება ინვენტარის ჩაბარება და ტრანსპორტში ჩასხდომა! მონაწილე რომელიც 18:00 საათამდე არ გამოცხადდება თავის ტრანსპორტთან, ავტომატურად დარჩება ტურის ფარგლებს გარეთ!
???? წესები:
არ მოვდივართ ტურზე ნასვამ ან ნაბახუსევ მდგომარეობაში! (ერთად ვსვავთ) ????
ვიცავთ ცენზურას ტურის მიმდინარეობისას!
ტურზე არ მოგვყავს ცხოველები: კატა, ძაღლი, მარტორქა, ლომვეშაპა, ბავარიული კვიცი, ანტილოპაღლუ და სხვა.
მითითებული თანხის გადახდა ხდება ტურამდე მაქსიმუმ 2 დღით ადრე, წინა დღეს გადაფიქრების გამო თანხა უკან არ ბრუნდება!
ტრანსპორტში არ ვეწევით სიგარეტს ????
???? ტურზე ჩასაწერად მოგვწერეთ პირადში ან დარეკეთ:
- თენგო (სოხა)
დუშეთი — რა ტურებს გთავაზობთ
დუშეთი და ბაზალეთის ტბა ერთდღიან გასვლად ჯდება, ხშირად ანანურთან ერთად; ზაფხულში გთავაზობთ ღამისთევასაც ტბის ნაპირზე. ტრანსპორტს თბილისიდან და მარშრუტს თქვენს თარიღებზე დავგეგმავთ.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა ივნისი–სექტემბერი: თბილისზე გრილა, დღისით 24–28°, ბაზალეთის ტბაზე ბანაობენ და ნავით სეირნობენ.
მაისი და ოქტომბერი სასიამოვნოა სასეირნოდ და ანანურისთვის, ღამით უკვე ცივა.
ზამთარში თოვს და ქალაქი მშვიდია; გუდაურისკენ მიმავალი ზოგჯერ აქ ჩერდება.
რა ვნახოთ
- ჩილაშვილების ციხე — ქალაქის ცენტრში შემორჩენილი ციხე-კოშკი, დუშეთის ისტორიის სიმბოლო
- ბაზალეთის ტბა — ვულკანური წარმოშობის ტბა დაახლოებით 900 მ სიმაღლეზე, ზაფხულში ბანაობით და ნავებით
- ანანური — XVII საუკუნის ციხე-სიმაგრე ორი ეკლესიით, ჟინვალის წყალსაცავის ნაპირზე, 15 კმ-ში
- ჟინვალის წყალსაცავი — ფირუზისფერი წყალი და გადასახედები სამხედრო გზაზე
- ფასანაური — არაგვის ხეობის სოფელი ხინკლის სახლებით, გუდაურისკენ გზაზე
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან 50–55 კმ-ია, დაახლოებით ერთი საათი. მარშრუტკები დიდუბის ავტოსადგურიდან გადის, გზაში 1–1,5 საათია; ტბასა და ანანურამდე ადგილზე ტაქსით მიხვალთ.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: სამხედრო გზით მცხეთისა და ჟინვალის მიმართულებით, დუშეთი მთავარ ტრასას რამდენიმე კილომეტრით გვერდზე უდევს; გზა მოასფალტებულია.
სად დავრჩეთ: ქალაქში — რამდენიმე გესტჰაუსი, მეტი არჩევანი ბაზალეთის ტბის ნაპირზეა (კოტეჯები და დასასვენებელი კომპლექსები).
რა წავიღოთ: საღამოსთვის თბილი ტანსაცმელი ზაფხულშიც; ზაფხულში — საცურაო ტბისთვის.
კავშირი: მობილური ინტერნეტი ქალაქსა და ტბაზე კარგად მუშაობს.