national delicacy

გუდაური - 3 თებერვალი, კვირა

  • ID: 48814
  • ნახვები: 1613
complogo
საქართველოს ბილიკებზე
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 03/02/19
    დაბრუნება
    • 03/02/19
დამატებითი ინფორმაცია

,საქართველოს ბილიკებზე" გთავაზობთ ერთ დღიან ტურს გუდაურში ❄

✔ 3 თებერვალი, კვირა.
✔ ტურის ღირებულება - 15 ლარი.

სრიალის მოყვარულთათვის თხილამურები, ციგები, ბურანები, და ა.შ. გადაიღებთ ფოტოებს ულამაზესი ხედების ფონზე.

⏰ ვიკრიბებით:
მეტრო რუსთავლეთან. რედისონი - ველოსიპედის ძეგლთან 07:40 სთ-დან. გავდივართ 8:00სთ-ზე. (გასვლისას ვინც არ იქნება ადგილზე ვერ დაველოდებით)

✔ დღის განმავლობაში გექნებათ თავისუფალი დრო და გაერთობით სურვილისამებრ.
✔ 17:00 საათზე შევიკრიბებით მიკროავტობუსთან და გამოვემგზავრებით.

ტურის ღირებულებაში შედის:
გამყოლი
მგზავრობა კომფორტული მიკროავტობუსით
☕ ყავა, ჩაი, ერთჯერადი ჭურჭელი. ( მიკროავტობუსთან გვექნება პატარა გაზქურა, სადაც მოგიდუღებთ სურვილისამებრ ყავას ან ჩაის)
ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი).

ტურის ღირებულებაში არ შედის :
საბაგიროს ბილეთის ღირებულება
კვება მოგვაქვს ინდივიდუალურად

ჯგუფის სურვილის შემთხვევაში ტურის შემდეგ ვიხინკლავებთ :*

ტურზე იქონიეთ მზის სათვალე  გამოსაცვლელი ფეხსაცმელი წინდა შარვალი 

ტურზე რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში ან დაგვიკავშირდით ნომერზე 555 40 76 50 ანი


ტურის მსვლელობისას ვითვალისწინებთ შემდეგ წესებს:
⌚ არ ვაგვიანებთ
არ ვეწევით მიკროავტობუსში
არ მოვდივართ ტურზე ნასვამ მდგომარეობაში
აკრძალულია ალკოჰოლური სასმლის მიღება ტრანსპორტში.
⚠️ ვემორჩილებით გამყოლს.წინააღმდეგ შემთხვევაში ურჩი მონაწილის წინაშე ვიხსნით ყველანაირ პასუხისმგებლობას.

ტურის გამართვამდე რამდენიმე დღით ადრე დაგიკავშირდებით და მოგაწვდით საბანკო ანგარიშის ნომრებს, რომელზეც უნდა აუცილებლად განახორციელოთ ჩარიცხვა მაქსიმუმ მომდევნო სამუშაო დღის ბოლომდე. ჩარიცხვის შემდეგ, გთხოვთ, აუცილებლად შეგვატყობინოთ სახელი და გვარი, შეტანილი თანხა, ტურის დასახელება და ასევე აუცილებლად შეინახეთ ქვითარი. გაცნობებთ, რომ წამომსვლელთა გარანტირებულ სიაში მოსახვედრად ა-უ-ც-ი-ლ-ე-ბ-ე-ლ-ი-ა მომეცმულ ვადაში განახორციელოთ ჩარიცხვა. წინააღმდეგ შემთხვევაში გადახვალთ სარეზერვო სიაში და შესაძლოა ვერ მოხვდეთ წამომსვლელთა შორის. ჩარიცხული თანხა უკან დაბრუნდება მხოლოდ ისეთ იშვიათ ფორსმაჟორულ სიტუაციაში, როდესაც იძულებული ვიქნებით ტური გავაუქმოთ. თანხასთან დაკავშირებით არ მიიღება პრეტენზიები: "ხელზე მოვიტან", "ბანკში მისვლა მეზარება", "ქუჩაში გასვლა მეზარება", "სამსახურიდან ვერ გამოვალ", "არ ვიცი როგორ დავრიცხო და ვერ მოვახერხებ" და ა.შ. ჩვენი facebook გვერდის მარცხენა მთავარ მენიუში აირჩიეთ სულ ქვედა ღილაკი: ჩანაწერები (Notes) და ნახავთ ჩარიცხვის ძალიან დეტალურ და გასაგებ ინსტრუქციებს სხვადასხვა მეთოდებით. ამასთანავე, თუ ვერ გაერკვიეთ მაინც, მზად ვართ ყველანაირად დაგეხმაროთ გადარიცხვის შესრულებაში.

p.s. ბედნიერ მოგზაურობას გისურვებთ :*

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე15.00
საქართველოს ბილიკებზე
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 03/02/19
    დაბრუნება
    • 03/02/19