ათენი - მეტეორა - სალონიკი დღიანი სრული საგზურის ღირებულება: !
მსგავს ტურს შეგირჩევთ შენს თარიღებზე — მოგვწერე ან დაგვირეკე.
ფოტო: © Stathis floros · CC BY-SA 4.0
ფოტო: © kallerna · CC BY-SA 4.0
ფოტო: © Roberto Faccenda · CC BY-SA 2.0
ფოტო: © Giles Laurent · CC BY-SA 4.0
ფოტო: © A.Savin · CC BY-SA 3.0
ტურის შესახებ
ათენი - მეტეორა - სალონიკი
_______________________
ტურის მარშრუტი :
დღე l – ll – lll - IV
გაფრენა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ათენში,განთავსება 3 ღამით ათენში, ცენტრთან ახლოს მდებარე სასტუმროში ;
რეკომენდაცია - > რა ვნახოთ ათენში: აკროპოლისი და აკროპოლისის მუზეუმი,ათენის ეროვნული მუზეუმი;
_______________________
დღე lV, V, VI, VII
გამგზავრება ქალაქ კალამბაკაში და განთავსება 3 ღამით სასტუმროში, ქალაქის ცენტრში
რეკომენდაცია - > რა ვნახოთ კალამბაკაში: მეტეორას სამონასტრო კომპლექსი, ბიზანტიური ტაძარი , მუზეუმები
_______________________
დღე VII, VlII, IX
გამგზავრება ქალაქ სალონიკში, განთავსება 3 ღამით სასტუმროში, ქალაქის ცენტრში ; ღამისთევა, მეათე დღეს გამომგზავრება ქუთაისში
რეკომენდაცია -> რა ვნახოთ სალონიკში: სალონიკის სიმბოლო - თეთრი კოშკი , ქალაქის უძველესი ციხე - სიმაგრე - აგორა, არქეოლოგიური მუზეუმი, ასტრონომიული ობსერვატორია და ა.შ
_______________________
ავიაბილეთი 2 გზა ( ქუთაისი - ათენი - სალონიკი - ქუთაისი)
3 ღამე ათენის სასტუმროში განთავსება ->
3 ღამე კალამბაკას სასტუმროში განთავსება - >
3 ღამე სალონიკი სასტუმროში განთავსება; ->
საუზმე ყველა სასტუმროში
სამოგზაურო დაზღვევა;
_______________________
დამატებითი ინფორმაციისთვის:
ტურის მენეჯერი:
თეონა ებილაშვილი
2 300-700 (შიდა ნომერი 209)
_______________________
ჩვენთან მუდამ სეზონია ✅
- Tourism Company
მის:ქუჩიშვილის N12 ვერა -
საბერძნეთი — რა ტურებს გთავაზობთ
ტურები საბერძნეთში: კრეტა, ჰალკიდიკი, კორფუ, როდოსი, სანტორინი და ათენი — ფრენით, სასტუმროთი, ტრანსფერით და დაზღვევით. ვიზის გარეშე.
როდის წავიდეთ
საზღვაო სეზონი: მაისის ბოლოდან ოქტომბრამდე.
საუკეთესოა ივნისი და სექტემბერი: თბილი ზღვა (23–26°), ნაკლები სიცხე და ხალხი.
ივლისი–აგვისტო: 32–38°, ყველაზე ძვირი; კუნძულებზე ქარი (მელტემი) იცის.
ათენი და ექსკურსიები: აპრილი–ივნისი და სექტემბერი–ნოემბერი.
რა ვნახოთ
- აკროპოლისი და პართენონი — ათენის სიმბოლო
- სანტორინი — ოიას მზის ჩასვლა და კალდერა
- კნოსოსის სასახლე — მინოსური ცივილიზაცია კრეტაზე
- მეტეორა — მონასტრები კლდეების წვერებზე
- ათონის მთა — ქართული ივერთა მონასტერი (მხოლოდ მამაკაცებისთვის; ნავით შეიძლება ნაპირიდან ნახვა)
- როდოსის ძველი ქალაქი — შუა საუკუნეების ციხე-ქალაქი
როგორ მივიდეთ
თბილისიდან ათენამდე პირდაპირი რეისი დაახლოებით 2,5–3 საათია. სეზონზე დაფრინავს ჩარტერები სალონიკში (ჰალკიდიკისთვის) და კრეტაზე. სხვა კუნძულებზე — ათენის გავლით, შიდა რეისით ან ბორნით.
პრაქტიკული ინფორმაცია
ვიზა: საბერძნეთი შენგენის ზონაა — საქართველოს მოქალაქეს ბიომეტრიული პასპორტით ვიზა არ სჭირდება (90 დღე 180-დან). გამგზავრებამდე გადაამოწმეთ ETIAS-ის მოთხოვნა.
ვალუტა: ევრო; ბარათი ყველგან.
ენა: ბერძნული; ტურისტულ ადგილებში — ინგლისური.
დრო: თბილისზე 1–2 საათით უკან (ზაფხულში 1, ზამთარში 2).
სხვა: ბორნები კუნძულებს შორის — ჯობს წინასწარ დაჯავშნა ზაფხულში.