national delicacy

სათხილამურო ტურები

  • ID: 47154
  • ნახვები: 6325
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 05/12/18
    დაბრუნება
    • 28/02/19
დამატებითი ინფორმაცია

გთავაზობთ სათხილამურო ტურებს საქართველოში: გუდაური ბაკურიანი , მესტია:  

ტურის პერიოდი: თავისუფალი (ნებისმიერ დროს)

რაოდენობა : 3 დან 50 ადამიანამდე

ჩვენი სერვისები: ტრანსპორტირება (მაღალი გამავლობის ავტომობილებით) სასტუმრო (კვებით და კვების გარეშე) სათხილამურო ეკიპირების დაქირავება(სრულად).

გუდაური — სამთო-სათხილამურო კურორტი ყაზბეგის მუნიციპალიტეტშიკავკასიის სამხრეთ ფერდობებზე, თბილისიდან 120 კმ-ში, ზღვის დონიდან 2196 მ სიმაღლეზე.დღესდღეობით მოქმედ სამ და ოთხ ადგილიან საწეველებს მოთხილამურეები 2000 მეტრიდან 3006 მ. სიმაღლეზე (მთა კუდებზე) და 3270მ. სიმაღლეზე (მთა საძელეზე) აჰყავს. ამჟამად სულ 5 საწეველა ფუნქციონირებს. სათხილამურო ტრასების საერთო სიგრძე 16 კმ-ს შეადგენს.

მესტია (ყოფილი სეტი) — მესტიის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი, დაბა 1968 წლიდან,

მდებარეობს მესტიის ქვაბულში, მდინარეების მესტიაჭალასა და მულხრის ნაპირებზე ზღვის დონიდან 1500 მ.

ნოტიო ჰავაა, იცის ცივი ზამთარი და ხანმოკლე ზაფხული. საშუალო წლიური ტემპერატურა 5,7 °C, იანვრის 6,4 °C, ივლისის 16,4 °C. აბსოლუტური მინიმალური - 35 °C, აბსოლუტური მაქსიმალური 35 °C. ნალექები 1035 მმ წელიწადში.

მესტიიდან 8 კილომეტრში მდებარეობს სამთო-სათხილამურო ტრასა ჰაწვალი.

თქვენ მოგემსახურებიან, პროფესიონალი მძღოლები და გიდები რათა თქვენი, დასვენება იყოს მაქსიმალურად უსაფრთხო და კომფორტული. 

ბაკურიანი ცნობილი სამთო-კლიმატური კურორტი და საერთაშორისო მნიშვნელობის სამთო-სათხილამურო ცენტრია. 1932 წელს გაიხსნა პირველი სათხილამურო ბაზა. ბაკურიანიდან კოხტაგორის მთაზე (1,3 კმ) და ცხრაწყაროს უღელტეხილზე (3,5 კმ) გაყვანილია საბაგირო გზები, აგებულია სათხილამურო ტრამპლინები. დიდველის სათხილამურო გზებზე მოქმედებს ხელოვნური გათოოვლიანება. მოქმედებს კინოთეატრი.

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე250.00
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 05/12/18
    დაბრუნება
    • 28/02/19