გუდაურის სეზონის გახსნა დეკემბერს

ფასიფასი — მოთხოვნით
ID47148

რა შედის

  • კვება
  • ავიაბილეთები
  • ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება

ტურის შესახებ

საკონტაქტო ნომერი:
გიორგი
რეზი

იმისათვის რომ ტური იყოს სასიამოვნო აუცილებლად უნდა შეასრულოთ შემდეგი ვალდებულებები!

1)უსიტყვოდ ვემორჩილებით ტურის ორგანიზატორის გადაწყვეტილებებს.
2) ტურზე სასტიკად აკრძალულია მსუბუქ ნარკოტიკული(მწვანე ;) ) და სხვა ნარკოტიკული საშუალებები
3)არ მოვდივართ შეკრების ადგილზე ნასვამ მდგომარეობაში
4)არ ვეწევით ტრანსპორტში
5)არ ვყრით ნაგავს
6)არ ვსაუბრობთ პოლიტიკაზე,სპორტზე მოკლედ ყველა იმ საკითხზე რაც გამოიწვევს კამათს ყაყანს და ასე შემდგომ ...
7)არ ვუხვევთ დაგეგმილ მარშრუტს თვითნებურად

ტურზე დაშვებულია ალკოჰოლი ძალიან მცირე დოზით აუცილებლად გადამოწმდება ჩვენი მხრიდან ალკოჰოლის რაოდენობა ასე რომ გაითვალისწინეთ შეკრების ადგილზე დატოვება რომ არ მოგიწიოთ . .

ჩაიცვით თბილად!

სასურველია თან იქონიოთ:
გამოსაცვლელი ტანსაცმელი,ფეხსაცმელი.
თბილი მოსაცმელი
პირადი აფთიაქი,თუ საჭიროებთ სპეციფიური წამლების მიღებას აუცილებლად იქონიეთ თან!

კარგად აწონ-დაწონეთ შეძლებთ თუ არა მოცემული პირობების შესრულებას და ისე შემოგვიერთდით....

გასვლის დრო: რუსთავი-06:30-შარტავა მადაგონის ტერიტორია
თბილისი-08:00- სპორტის სასახლის მიმდებარე
ტერიტორია სუპერმარკეტ სპართან მეტროს ამოსასვლელთან.
>>>>დამგვიანებელს თუ დაგვირეკავს ან მოგვწერს და შეგვატყობინებს რომ საპატიო მიზეზით აგვიანდება დაველოდებით 20 წთ. <<<<<

მდებარეობა: გუდაური

ტურის ხანგრძლივობა : 1 დღე

ტურის სახეობა: საექსკურსიო,გასართობი

ტრანსპორტირება
გამყოლები

კვება (უკანა გზაზე ავაგროვებთ თანხას 10- და დავსხდებით სახინკლეში)...
ცელოფანი
ერთი ხელი მკარი და ნახე რა დავეშვა
ხელებზე სულის შებერვა გასათბობად

საბანკო რეკვიზიტები:
მიმღების დასახელება: რევაზი შოშიაშვილი
დანიშნულებაში მიუთითებთ: ლაშქრობის საფასური (სახელი, გვარი)....
შეინახეთ ჩარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი იქამდე სანამ არ დაგიდასტურებთ ჩარიცხვას.

გადახდილი თანხა, ტურის ჩატარებამდე 5 დღით ადრე უკან აღარ ბრუნდება.

თუ ტური ჩაიშალა ჩვენი მიზეზით გადახდილი თანხა დაგიბრუნდებათ უკან.

კლუბის წევრების მოქმედება ფორსმაჟორულ სიტუაციებში
მაგ:
>რომელიმე წამომსვლელის ან კლუბის წევრის ჯანმრთელობას ან სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე
>აღნიშნული ბილიკი გახდა საფრთხის შემცველი ოდნავ მაინც
და ა.შ. სხვა ფორსმაჟორული სიტუაციებზე აღარ დავკონკრეტდებით
ლაშქრობის ორგანიზატორს უფლება აქვს ადგილზე შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე იმოქმედოს, შეუძლია შეწყვიტოს ლაშქრობა და ჯგუფი უკან დაგაბრუნოთ თქვენივე უსაფრთოხებისათვის.(ასეთ დროს თანხა უკან არ ბრუნდება)

მოითხოვე შეთავაზება

ჩაწერე ქვეყანა, ქალაქი ან სასტუმრო — მაგ. კვიპროსი, ბათუმი, დუბაი.