რატომ უნდა ვიმოგზაუროთ ზამთარში იტალიაში !
მსგავს ტურს შეგირჩევთ შენს თარიღებზე — მოგვწერე ან დაგვირეკე.
ფოტო: Gary Campbell-Hall · CC BY 2.0; PaestumPaestum · CC BY 4.0; This Photo was taken by Timothy A. Gonsalves. Feel free to use my photos, but please mention me as the author. I would much appreciate if you send me an email tagooty@yahoo.com or write on my talk p · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons
ტურის შესახებ
რატომ უნდა ვიმოგზაუროთ ზამთარში იტალიაში?
თუ თქვენ გსურთ შეიგრძნოთ კულინარიული იტალია, იტალიის კულტურული ცხოვრება და იტალიის არქიტექტურა ზამთრის პერიოდი არც თუ ისე ცუდი არის მოგზაურობა იტალიაში!
არა სეზონის პერიოდში ფასები სასტუმროებში და ტრანსპორტზე დაბალია, მუზეუმებში , გალერეებში, რესტორნებში და თეატრებში ნაკლები ხალხია.
ზამთრის პერიოდში პოპულარულია უფრო თეატრი და ოპერა.
გინდათ შეათავსოთ სათხილამურო კურორტები და კულტურული დასვენება?
ამინდი ზამთარში მოგვაგონებს ჩვენს ოქტომბრის ამინდებს, არც ისე ძან ცივა , შესაძლებელია წვიმიანი ამინდი, მაგრამ მზიანი ამინდებიც არ არის იშვიათი.
ყველაზე რბილი და თბილი ზამთარი არის რომში და ნეაპოლში, ვენეციაში და ფლორენციაში უფრო მაღალი ტენიანობა და არც ისე სასიამოვნოა, მაგრამ ეს ხელს არ უშლის ტურისტებს მოგზაურობაში. მსოფლიოს ცნობილ ღირშესანიშნაობის მოსანახულებლად როგორიც არის: უფიცის გალერეა, წმინდა მარკის ტაძარი, ლა ვენეჩე ვატიკანის მუზეუმი, პიაცა დე ვენეცია და სხვები. ყველაზე პოპულარული ზამთარი არის ვატიკანის შობის ღამე.
ტურები ფასი იწყება ! .
ტურის მენეჯერი:
იტალია — რა ტურებს გთავაზობთ
ტურები იტალიაში: რომი, ვენეცია, ფლორენცია, მილანი, ამალფი და სიცილია — ავიაბილეთით, სასტუმროებით, მატარებლებით და ექსკურსიებით. ვიზის გარეშე.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა აპრილი–ივნისი და სექტემბერი–ოქტომბერი: თბილა (20–28°), ნაკლები ხალხი.
ივლისი–აგვისტო: ცხელა (32–38°) და ხალხმრავალია; ზღვისთვის კარგია.
ნოემბერი–მარტი: ქალაქებისა და მუზეუმებისთვის იაფი პერიოდია; დეკემბერში — საშობაო ბაზრობები, ალპებში — სათხილამურო სეზონი.
რა ვნახოთ
- კოლიზეუმი და რომის ფორუმი — ანტიკური რომის გული
- ვატიკანი — წმ. პეტრეს ტაძარი და სიქსტინის კაპელა
- ვენეცია — დიდი არხი, სან-მარკოს მოედანი და გონდოლა
- ფლორენცია — დუომო, უფიცის გალერეა და პონტე ვეკიო
- ამალფის სანაპირო — პოზიტანო, ამალფი და კაპრი
- პიზა — დახრილი კოშკი, ერთდღიანი ექსკურსია ფლორენციიდან
როგორ მივიდეთ
ქუთაისიდან პირდაპირ დაფრინავს დაბალბიუჯეტური რეისები რომში, მილანსა და სხვა ქალაქებში — დაახლოებით 3,5–4 საათი. თბილისიდან — ძირითადად გადაჯდომით (სტამბოლი, ვენა, მიუნხენი).
ქალაქებს შორის — სწრაფი მატარებელი: რომი → ფლორენცია 1,5 სთ, ფლორენცია → ვენეცია 2 სთ.
პრაქტიკული ინფორმაცია
ვიზა: იტალია შენგენის ზონაა — საქართველოს მოქალაქეს ბიომეტრიული პასპორტით ვიზა არ სჭირდება (90 დღე 180-დან). გამგზავრებამდე გადაამოწმეთ ETIAS-ის მოთხოვნა.
ვალუტა: ევრო; ბარათი ყველგან.
ენა: იტალიური; ტურისტულ ადგილებში — ინგლისური.
დრო: თბილისზე 2–3 საათით უკან (ზაფხულში 2, ზამთარში 3).
სხვა: სასტუმროებში ტურისტული გადასახადი ადგილზე იხდება; მუზეუმები (კოლიზეუმი, ვატიკანი, უფიცი) — ბილეთი წინასწარ.