national delicacy

ქანდა, მუხრანი, ბაზალეთი, წილკანი ძალისი მჭადიჯვარი

  • ID: 46797
  • ნახვები: 6756
complogo
საქართველოს ბილიკებზე
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 25/11/18
    დაბრუნება
    • 25/11/18
დამატებითი ინფორმაცია

"საქართველოს ბილიკებზე" გთავაზობთ 1 დღიან ისტორიულ და განსატვირთ ტურს :*

1. ძველი ქანდა, 13 ასურელი მამის სახელობის ტაძარი (უნიკალური სოფელი საქართველოში, რომელიც ქრისტეს ენაზე საუბრობს. აქ მოღვაწეობს სქემარქიმანდრიტი სერაფიმე, რომელიც წირვა- ლოცვას აღავლენს არამეულ ენაზე. თუ მამაო იქნება ტაძარში, ცოტახანს დავესწრებით წირვას). 
2. მუხრანბატონთა საგვარეულო ეკლესია (სადაც ქეთევან წამებულმა დაიწერა ჯვარი). მაცხოვრის აღდგომის სახელობის საკათედრო ტაძარი -მე-16 ს.
3. შატო-მუხრანი (ივანე მუხრანბატონის სასახლე,საჯინიბო,ღვინის სარდაფები, ბაღი) 
4. ძალისის ანტიკური ნაქალაქარი - ძვ. წ. II - ახ. წ. VIII საუკუნეებით.
5. წილკანი - ღვთისმშობლის შობის ტაძარი მე-4 ს.აქ მოღვაწეობდა ერთ-ერთი ასურელ მამა ისე წილკნელი.
6. მჭადიჯვრის მთავარანგელოზთა სახელობის დედათა მონასტერი - 1668 წ.
7. ბაზალეთის ტბა (სურვილის შემთხვევაში გაისეირნებთ ნავებით).

ტურის შემდეგ ბაზალეთის ტბაზე გვექნება პიკნიკი. დავანთებთ კოცონს (სურვილის შემთხვევაში შევწვავთ მწვადებს, ვისაც მწვადი არ ენდომება კარტოფილებს :) ) 

✔ 25 ნოემბერი, კვირა
✔ ტურის ღირებულება: .

⏰ ვიკრიბებით: მეტრო რუსთაველთან. რედისონი - ველოსიპედის ძეგლთან 8:15 სთ-დან. გავდივართ 8:30 სთ-ზე.
(გასვლისას ვინც არ იქნება, ვერ დაველოდებით, რადგან ტური გათვლილია დროში).

ტურის ღირებულებაში შედის:
გამყოლი
მგზავრობა კომფორტული მიკროავტობუსით
ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი).

ტურის ღირებულებაში არ შედის:
ძალისის ნაქლალაქარში შესვლა:
მოზრდილი -
სტუდენტი -
სკოლის მოსწავლე - 0.
პენსიონერი - 0.

კვება მოგვაქვს ინდივიდუალურად.
ერთად ვიპიკნიკებთ ბუნებაში.

ტურზე რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში ან დაგვიკავშირდით ნომერზე ანი

ტურის მსვლელობისას ვითვალისწინებთ შემდეგ წესებს:
⌚ არ ვაგვიანებთ
არ ვეწევით მიკროავტობუსში
არ მოვდივართ ტურზე ნასვამ მდგომარეობაში
აკრძალულია ალკოჰოლური სასმლის მიღება ტრანსპორტში.
⚠️ ვემორჩილებით გამყოლს.წინააღმდეგ შემთხვევაში ურჩი მონაწილის წინაშე ვიხსნით ყველანაირ პასუხისმგებლობას.

ტურის გამართვამდე რამდენიმე დღით ადრე დაგიკავშირდებით და მოგაწვდით საბანკო ანგარიშის ნომრებს, რომელზეც უნდა აუცილებლად განახორციელოთ ჩარიცხვა მაქსიმუმ მომდევნო სამუშაო დღის ბოლომდე. ჩარიცხვის შემდეგ, გთხოვთ, აუცილებლად შეგვატყობინოთ სახელი და გვარი, შეტანილი თანხა, ტურის დასახელება და ასევე აუცილებლად შეინახეთ ქვითარი. გაცნობებთ, რომ წამომსვლელთა გარანტირებულ სიაში მოსახვედრად ა-უ-ც-ი-ლ-ე-ბ-ე-ლ-ი-ა მომეცმულ ვადაში განახორციელოთ ჩარიცხვა. წინააღმდეგ შემთხვევაში გადახვალთ სარეზერვო სიაში და შესაძლოა ვერ მოხვდეთ წამომსვლელთა შორის. ჩარიცხული თანხა უკან დაბრუნდება მხოლოდ ისეთ იშვიათ ფორსმაჟორულ სიტუაციაში, როდესაც იძულებული ვიქნებით ტური გავაუქმოთ. თანხასთან დაკავშირებით არ მიიღება პრეტენზიები: "ხელზე მოვიტან", "ბანკში მისვლა მეზარება", "ქუჩაში გასვლა მეზარება", "სამსახურიდან ვერ გამოვალ", "არ ვიცი როგორ დავრიცხო და ვერ მოვახერხებ" და ა.შ. ჩვენი facebook გვერდის მარცხენა მთავარ მენიუში აირჩიეთ სულ ქვედა ღილაკი: ჩანაწერები (Notes) და ნახავთ ჩარიცხვის ძალიან დეტალურ და გასაგებ ინსტრუქციებს სხვადასხვა მეთოდებით. ამასთანავე, თუ ვერ გაერკვიეთ მაინც, მზად ვართ ყველანაირად დაგეხმაროთ გადარიცხვის შესრულებაში.

✔ ძველი ქანდა 13 ასურელი მამის სახელობის ტაძარი 2013 წ.
- მართლმადიდებლურ სამყაროში ქანდის ცამეტი ასურელი მამის სახელობის მონასტერი ერთადერთია, სადაც წირვა-ლოცვა ქართულ-არამეულ ენებზე აღევლინება. ასურელებს საქართველოში ჩამოსახლება მათი პირველი გენოციდის შემდეგ, 1833 წლიდან დაუწყიათ. ქანდაში ძირითადად ირანიდან, ერაყიდან, თურქეთიდან და სირიიდან გადმოსახლებულან. ამჟამად სოფელში 2000-ზე მეტი ასურელი ცხოვრობს. 

✔ შატო მუხრანი:
მუხრანბატონთა შტო მომდინარეობს ბაგრატიონთა უძველესი სამეფო დინასტიიდან. 1512 წელს ქართლის მეფე დავითმა თავის ძმას, უფლისწულ ბაგრატს, საჩუქრად უბოძა ქსნისა და არაგვის ხეობაში მდებარე მუხრანის მამული. მას შემდეგ მისმა შთამომავლებმა თავიანთი წვლილი შეიტანეს მათი დროის ყველა პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ კულტურულ სფეროში და თავიანთი კვალი დატოვეს ისტორიაში. თავგანწირულმა სულისკვეთებამ შესაძლებლობა მისცა მათ, სამეფო ტახტზე ასულიყვნენ მე-17 საუკუნის დასაწყისში.
ივანე მუხრანბატონი - მე-19 საუკუნის დიდი პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწე. მეღვინეობის დარგში ცოდნა მიიღო საფრანგეთში, მას შემდეგ, რაც წარმატებული სამხედრო კარიერა შეწყვიტა, მან შესანიშნავი ვენახები გააშენა და 1.200.000 ლიტრის წარმადობის ქარხანა ააგო, სადაც პირველად მთელს კავკასიაში თამამად განახორციელა უნიკალური ინოვაციები. მუხრანის ღვინოების შესანიშნავმა რეპუტაციამ ქართულ ვენახებს საქვეყნოდ გაუთქვა სახელი.
1512 წელს მუხრანი მუხრანბატონთა მამული გახდა, რომელსაც ბაგრატიონთა სამეფო ოჯახი ფლობდა.
1873 წელს ივანე მუხრანბატონმა წამოიწყო სასახლის მშენებლობა, რომელიც 12 წლის შემდეგ დასრულდა. სასახლე აგებულ იქნა ფრანგი არქიტექტორების მიერ. სასახლის ბაღი, რომელიც დააპროექტა ვერსალის მებაღემ, მნახველების ყურადღებას იპყრობდა. ეს უზარმაზარი მამული ქართული ელიტისთვის კულტურულ ცენტრად იქცა. ივანე მუხრანბატონი მასპინძლობდა უამრავ სტუმარს, მათ შორის ისეთ ცნობილ ქართველ საზოგადო მოღვაწეებს, მწერლებსა და პოეტებს, როგორებიც არიან: ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი და სხვები. მუხრანის მამულს რუსეთის იმპერატორიც ეწვია.
მუხრანის სასახლის ერთ-ერთ მთავარ ღირსშესანიშნაობას მისი სარდაფები წარმოადგენს. მისი მთავარი გვირაბი სასახლესა და ქარხანას აკავშირებს. დღეს მუხრანის სასახლის სარდაფების თავდაპიველი იერსახე სრულად არის აღდგენილი და ის წელიწადის ყველა დროს, მუდმივ 15 გრადუსზე 60, 000 კასრ ღვინოს იტევს.

✔ წილკანი - ღვთისმშობლის ტაძარი მე-4 ს. აქ მოღვაწეობდა ერთ-ერთი ასურელ მამთაგანი, ისე წილკნელი.კომპლექსში ტაძართან ერთად შედის ციხე-გალავანი. ტაძრის ეზოში გაითხარა კერამიკული ფილებით შედგენილი გვიანდელი ანტიკური ხანის სამარხი.წილკანში ეკლესია ქართლში ქრისტიანობის გავრცელების პირველ პერიოდში აუგიათ. ლეონტი მროველის ცნობით ეკლესია ააგოს მირიანის ძემ, ბაკურ II-მ.ქართველ მღვდელმთავართა შორის წილკნელს მე-19 ადგილი ეჭირა. კათედრალს დიდ დახმარებას უწევდნენ ქართველი მეფეები და დიდგვარიანი ფეოდალები. წილკნის ტაძარი მნიშვნელოვანი ლიტერატურულ-მწიგნობრული კერაც იყო. VI საუკუნის მეორე ნახევარში წილკანში მოღვაწეობდა იოანე ზედაზნელის ერთ-ერთი მოწაფე, ასურელი მამა ისე წილკნელი. ის იქვეა დასაფლავებული. მისი საფლავის ქვა გუმბათქვეშა ჩრდილო-აღმოსავლეთის ბოძთან დევს. XIX საუკუნის დასაწყისში წილკნის საეპისკოპოსო გაუქმდა.
სხვადასხვა დროს წილკანში მოღვაწეობდნენ კალიგრაფები, მწიგნობრები და პოეტები: ეფრემ წილკნელი, კალიგრაფი ბასილი (XVI ს.), იოსებ სამებელი, ქრისტეფორე წილკნელი (XVIII ს.), ამბროსი მიქაძე, იოანე ქარუმიძე (XVIII-XIX სს.)
ტაძრის ხელახალი იკურთხა და ამოქმედდა 1988 წელს. 1992 წელს ტაძრის ეზოში აშენდა საეპისკოპოსო რეზიდენცია. ტაძარში განსაკუთრებით ზეიმობენ 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულს. ტაძარში დაცული ლუკა მახარებლის მიერ შექმნილი ღვთისმშობლის ხატი, გადმოცემის თანახად, სასწაულმოქმედი იყო. 1926 წლიდან ხატი ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში.იგი საქართველოში ჩამოსვენებულ იქნა ქრისტიანობის გარიჟრაჟზე, მეფე მირიანის ძის – ბაქარის დროს ბიზანტიიდან. სავარაუდოა, რომ ხატი თავიდანვე მეფე ბაქარის მიერ წილკანში აშენებულ ეკლესიაში დასვენდა, სადაც იგი უამრავ სასწაულებს ახდენდა და საიდანაც მიიღო ხატმა თავისი სახელწოდებაც.

✔ ძალისის ნაქალაქარი თარიღდება ძვ. წ. II - ახ. წ. VIII საუკუნეებით. მოსახლეობა პირველად მდინარე ნარეკვავის მარჯვენა ნაპირზე მდებარე ძალისის გორაზე დასახლებულა. როგორც ჩანს არისტოკრატთა უბანს წარმოადგენდა.გათხრებით მოპოვებული მასალების მიხედვით შეიძლება დავასკვნათ, რომ ქალაქმა ძვ. წ. II საუკუნიდან ახ.წ. VIII საუკუნის 30-იან წლებამდე იარსება. განვითარების უმაღლეს დონეს ახ. წ. I-III საუკუნეებში მიაღწია. IV საუკუნეში განადგურდა და მის ტერიტოტრიაზე ცხოვრება დროებით შეწყდა. VI-VII საუკუნეებში აქ უღიმღამო ცხოვრება კვლავ გაგრძელდა, ხოლო VIII საუკუნის 30-იან წლებში ქალაქი საბოლოოდ განადგურდა მურვან ყრუს ლაშქრობის დროს.ნაქალაქარზე გაითხარა ტაძარი, სასახლე, აფსიდიანი ნაგებობა, საცურაო აუზი და აბანო.დიონისეს ტაძარში აღმოჩნდა III საუკუნის იატაკის მოზაიკური მხატვრობა. 
ბერძნული მითოლოგიის თანახმად დიონისე ზევსისა და ულამაზესი სემელეს ვაჟი ნაყოფიერების, კერძოდ, მევენახეობისა და მეღვინეობის ღმერთი იყო. მოზაიკა თორმეტი ფერის სხვადასხვა ქვის ნამსხვრევებისგანაა შესრულებული. იატაკზე შემორჩენილია ვაზის მრავალი ორნამენტული ელემენტი და გამოსახულება. წარწერები ბერძნულ ენაზეა და დიონისეს გამოსახულებაც ყველაზე ოსტატურადაა შესრულებული. დიონისეს მარჯვნივ არის მისი მეუღლე არიადნე, ლეგენდარული მინოსისა და პასიფეას ქალიშვილი. მათ ფერხთით გამოსახულია მშვიდი და მხიარული ღმერთი პანი. მოზაიკის გამოსახულებებს შორის ძალიან შთამბეჭდავია მუზები, უმშვენიერესი ქალბატონები და ფრთებიანი ღმერთები, ისევე როგორც ფრთიანი მშვენიერი ახალგაზრდა მამაკაცი ხილით სავსე კალათით. ისინი ნაყოფიერების ღმერთებს განასახიერებენ

✔ მჭადიჯვრის მთავარანგელოზთა სახელობის დედათა მონასტერი - ეკლესიაზე არის სამშენებლო წარწერა. წარწერის მიხედვით, ეკლესია 1668 წელს აუგია დომენტი კათოლიკოსს, ხოლო ციხე-გალავანი - კონსტანტინე მუხრანბატონს 1746 წელს.
ეკლესიის აგებიდან მოკლე ხანში, ქართლის ერთ-ერთი დარბევის დროს ლეკებმა სოფელი მჭადიჯვარი ააოხრეს, თუმცა ეკლესია დანგრევას გადაურჩა. 1746 წელს კონსტანტინე მუხრანბატონმა აღადგინა სოფელი და ააშენა მჭადიჯვრის ეკლესიის გარშემო ციხე-გალავანიც. ეკლესიას 2006 წელს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია.

✔ ბაზალეთის ტბა - ზღვის დონიდან 879 მ. ზედაპირის ფართობი 1,22 კმ², მაქსიმალური სიღრმე 7 მ, წყლის მოცულობა დაახლოებით 4 მლნ. მ³. ტბის ქვაბული წარმოიშვა ბაზალეთის ვაკის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილის მულდისებრი გაღუნვის შედეგად.ბაზალეთის სასტუმრო კომპლექსი 27 ჰექტარზეა გაშენებული, სადაც ულამაზესი ხეივნები სასტუმროს კოტეჯებსა და კორპუსებს ერთმანეთისაგან ჰყოფს და ჰარმონიულად აკავშირებს მათ. კომპლექსს განსაკუთრებულ ლაზათს ტერიტორიის შუაგულში მდებარე შადრევანი და ხეივნის პირას გაშენებული თეთრსვეტებიანი კოლონადა ანიჭებს.

p.s. ბედნიერ მოგზაურობას გისურვებთ :*

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
საქართველოს ბილიკებზე
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 25/11/18
    დაბრუნება
    • 25/11/18