national delicacy

უფლისციხე, ქვახვრელი, ნადარბაზევის ტბა, ატენი

  • ID: 46753
  • ნახვები: 6963
complogo
საქართველოს ბილიკებზე
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 08/12/18
    დაბრუნება
    • 08/12/18
დამატებითი ინფორმაცია

"საქართველოს ბილიკებზე" გთავაზობთ ერთ დღიან ტურს შიდა ქართლში.

1. ქვახვრელი - კვირაცხოვლის სახელობის გამოქვაბულში ნაკვეთი ეკლესია. ადრინდელი ფეოდალური ხანა.
2. უფლისციხე - კლდეში ნაკვეთი ქალაქი, კავკასიის ერთ-ერთი უძველესი დასახლება. ძვ. წ. მე-6-4 სს.
3. ატენის სიონი - მე-7 ს. ტაძრის კედლებზე შემორჩენილია სხვადასხვა დროის ქართული ასომთავრული უნიკალური წარწერები.
4. ატენის ციხე (საცივის ციხე, ორბელიანის ციხე) – მე-10-11 სს.
5. ნადარბაზევის ტბა - კვერნაქის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, ზღ. დ. 856 მ.

✔ 8 დეკემბერი, შაბათი.
✔ ტურის ღირებულება: 20 ლარი.

⏰ ვიკრიბებით: მეტრო რუსთაველთან. რედისონი - ველოსიპედის ძეგლთან 7:45 სთ-დან.
გავდივართ 8:00 სთ-ზე.
(გასვლისას ვინც არ იქნება, ვერ დაველოდებით, რადგან ტური გათვლილია დროში).

ფეხით სასიარულო ჯამში ანუ მთელი დღის განმავლობაში 1კმ. ატენის ციხეზე.

ტურის ღირებულებაში შედის:
გამყოლი
მგზავრობა მიკროავტობუსით 
ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი).

ტურის ღირებულებაში არ შედის:
უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალში შესასვლელი ბილეთის ფასი: უფროსებისათვის - 7 ლ, მოსწავლეებისა და სტუდენტებისათვის - 1 ლ. გიდის მომსახურება ჯგუფზე - 25 ლ.

კვება მოგვაქვს ინდივიდუალურად. 
ერთად ვიპიკნიკებთ ბუნებაში.

ტურზე რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში ან დაგვიკავშირდით ნომერზე 555 40 76 50 ანი

ტურის მსვლელობისას ვითვალისწინებთ შემდეგ წესებს: 
⌚ არ ვაგვიანებთ
არ ვეწევით მიკროავტობუსში
არ მოვდივართ ტურზე ნასვამ მდგომარეობაში
აკრძალულია ალკოჰოლური სასმლის მიღება ტრანსპორტში (მგზავრობისას).
⚠️ ვემორჩილებით გამყოლს.წინააღმდეგ შემთხვევაში ურჩი მონაწილის წინაშე ვიხსნით ყველანაირ პასუხისმგებლობას. 

ტურის გამართვამდე რამდენიმე დღით ადრე დაგიკავშირდებით და მოგაწვდით საბანკო ანგარიშის ნომრებს, რომელზეც უნდა აუცილებლად განახორციელოთ ჩარიცხვა მაქსიმუმ მომდევნო სამუშაო დღის ბოლომდე. ჩარიცხვის შემდეგ, გთხოვთ, აუცილებლად შეგვატყობინოთ სახელი და გვარი, შეტანილი თანხა, ტურის დასახელება და ასევე აუცილებლად შეინახეთ ქვითარი. გაცნობებთ, რომ წამომსვლელთა გარანტირებულ სიაში მოსახვედრად ა-უ-ც-ი-ლ-ე-ბ-ე-ლ-ი-ა მომეცმულ ვადაში განახორციელოთ ჩარიცხვა. წინააღმდეგ შემთხვევაში გადახვალთ სარეზერვო სიაში და შესაძლოა ვერ მოხვდეთ წამომსვლელთა შორის. ჩარიცხული თანხა უკან დაბრუნდება მხოლოდ ისეთ იშვიათ ფორსმაჟორულ სიტუაციაში, როდესაც იძულებული ვიქნებით ტური გავაუქმოთ. თანხასთან დაკავშირებით არ მიიღება პრეტენზიები: "ხელზე მოვიტან", "ბანკში მისვლა მეზარება", "ქუჩაში გასვლა მეზარება", "სამსახურიდან ვერ გამოვალ", "არ ვიცი როგორ დავრიცხო და ვერ მოვახერხებ" და ა.შ. ჩვენი facebook გვერდის მარცხენა მთავარ მენიუში აირჩიეთ სულ ქვედა ღილაკი: ჩანაწერები (Notes) და ნახავთ ჩარიცხვის ძალიან დეტალურ და გასაგებ ინსტრუქციებს სხვადასხვა მეთოდებით. ამასთანავე, თუ ვერ გაერკვიეთ მაინც, მზად ვართ ყველანაირად დაგეხმაროთ გადარიცხვის შესრულებაში.

1. ქვახვრელის გამოქვაბულების კომპლექსი თარიღდება ადრინდელი ფეოდალური ხანით. კომპლექსი ქვიშაქვის კლდეშია გამოკვეთილი. კომპლექსში შედის კლდის სიღრმეში ნაკვეთი ეკლესია, კორიდორები, სადგომები, სამრეკლო. სამრეკლო უკავშირდება ბნელ კორიდორს (სიგრძე 19 მ. სიგანე 2 მ. სიმაღლე 2,5 მ.) ძირითადი კორიდორის აღმოსავლეთ კედელში გაჭრილი შესასვლელიდან შესაძლებელია მოვხვდეთ კვირაცხოვლის სახელობის ეკლესიაში.კვირაცხოვლის სახელობის გამოქვაბულში ნაკვეთი ეკლესია სიმაღლით 7,6 მ-ია. საკურთხეველი კანკელით ყოფილა გამოყოფილი, რომელიც კლდეში ნაკვეთი მცირე ნაწილებია შემორჩენილი. ამჟამად აღდგენილია.

2. უფლისციხე - კლდეში ნაკვეთი ქალაქი, კავკასიის ერთ-ერთი უძველესი დასახლება. ძვ. წ. VI-IV სს. მუზეუმ-ნაკრძალი მოიცავს: კლდეში ნაკვეთ ქუჩებს და მოედნებს, წარმართულ ტაძრებს, სასახლეებს, სარიტუალო ქვაბულებს, დეკორირებულ კლდოვან დარბაზებს, პურის საცხობებს, საიდუმლო გვირაბს, აგრეთვე უძველესი სამნავიანი ბაზილიკის ფრაგმენტებს, ნაქალაქარის ცენტრალურ ნაწილში, წარმართული ტაძრის ადგილას აღმართულ უფლისწულის ეკლესიას (ადრეშუასაუკუნეები), შუა საუკუნეების სახლებს და დარბაზებს. მუზეუმში წარმოდგენილია უფლისციხის ნაქალაქარსა და მის გარეუბნებში მოპოვებული არქეოლოგიური მასალა: მცირე პლასტიკის უნიკალური ნიმუშები, სამკაულები, საბრძოლო და სამეურნეო იარაღები, საკულტო-სარიტუალო ნივთები.ძველად, ანტიკურ პერიოდში, აქ დაახლოებით 700-მდე გამოქვაბული იყო. დღესდღეობით 150 გამოქვაბულია შემორჩენილი. უფლისციხეში იყო თამარის დარბაზიც.უფლისციხეში არის წმიდა გიორგის სახელობის ბიზანტიური სტილის სამნავიანი ბაზილიკა. ეკლესია ყოველგვარი საძირკვლის გარეშე კლდეზეა აგებული.ეკლესიის გარეთ შესაწირი ქვევრებია. ოჯახში ბავშვი რომ იბადებოდა, ღვინოს ქვევრში ასხამდნენ და როცა მას 16 წელი შეუსრულდებოდა ეკლესიაში მოჰქონდათ და ქვევრსაც აქვე ტოვებდნენ.
გვირაბი უფლისციხის ერთ-ერთ შესასვლელს წარმოადგენდა. იგი კლდეშია ნაკვეთი 41 მეტრია სიგრძეში.
უფლისციხე ადგილობრივ ტომთა ბელადის უფლის სადარის რეზიდენციას წარმოადგენდა ასე იმიტომ უწოდებდნენ, რომ ტომის ბელადს დიდი ძალაუფლება ჰქონდა. სახელწოდებაც აქედან მომდინარეობს. უფლის სადარის ციხე, ანუ შემოკლებით უფლისციხე.სახელი უფლისციხე ჯერ კიდევ კერპთაყვანისმცემლობის დროს ეწოდა, ამიტომ ტომის ბელადის უფლის სადარობა, ძალაუფლების აღმნიშვნელი ტერმინია და არა რელიგიურის.
ლეგენდის მიხედვით უფლისციხე მონების მიერ არის აგებული. მონას წერაქვს აძლევდნენ, რომლის ნახევარი რკინით იყო დაფარული რითაც გამოქვაბულებს გამოკვეთდნენ და მეორე ნახევარი კი ოქროთი. მონას ისე უნდა ემუშავა, რომ უბრალო ლითონი გაეცვითა, რის შემდეგაც საჩუქრად თავისუფლებას და ძვირფას ლითონს ანუ ოქროს იღებდა.

3. ატენის სიონი — VII საუკუნის I ნახევრის ჯვარ-გუმბათოვანი ტაძარი. ტაძრის კედლებზე შემორჩენილია სხვადასხვა დროის ქართული ასომთავრული უნიკალური წარწერები და მინაწერები, რომლებშიც მოხსენებული არიან ისტორიული და სხვა პირები, მოცემულია თარიღები და ცნობები. ტაძრის ინტერიერი მთლიანად მოიხატა XI საუკუნისის II ნახევარში.

4. ატენის ციხე, საცივის ციხე, ორბელიანის ციხე – X-XI საუკუნეების ციხესიმაგრე. X საუკუნეში ატენის ციხე კლდეკარის ძლიერ ერისთავებს ეკუთვნოდა. რატი ერისთავთ-ერისთავმა საქართველოს გაერთიანებისათვის მებრძოლ ბაგრატ III-ს თუმცა საკმაოდ დიდი წინააღმდეგაა გაუწია, მაგრამ ბოლოს იძულებული გახდა ციხე მეფისათვის გადაეცა. შემდეგ წლებში, როგორც ეტყობა, ციხე ქართველ მეფეთა საკუთრება იყო.XI საუკუნის შუა ხანებში ბაგრატ IV-ს ბრძოლა უხდებოდა ხან გარეშე მტრებთან და ხან განდგომილ ფეოდალებთან. განსაკუთრებით ხანგრძლივი ბრძოლა ჰქონდა მას კლდეკარის ერისთავ ლიპარიტთან. ერთ-ერთი ბრძოლის დროს ლიპარიტმა ბიზანტიელებისა და კახელების დახმარებით სცადა ატენის ციხის აღება, მაგრამ ვერაფერს გახდა. მოკავშირეებს იმედი ჰქონდათ, რომ მეციხოვნეები მათ მხარეზე გადმოვიდოდნენ, მაგრამ ასე არ მოხდა. ძალით კი ციხე ვერ აიღეს.
XVI საუკუნის დასაწყისში ქართლში მეფობდა სუსტი ნებისყოფის დავით X. მას არა ერთხელ დაესხა თავს დიდი ჯარით კახეთის მეფე, მამის მკვლელი ავ-გიორგი. ერთხელ მან დავითი ატენის ციხეში შეიმწყვდია. ბრძოლა რამდენიმე დღეს გაგრძელდა, მაგრამ ციხის აღება შეუძლებელი გახდა. ბოლოს ავ-გიორგი იძულებული შეიქნა გასცლოდა ციხეს და ნაძარცვით შინ გაბრუნებულიყო.
1554წ. ლუარსაბ მეფეს ებრძოდა შა თამაზი და ატენის ციხეში თავს აფარებდნენ მეფის დედა და სხვა თავადთა ოჯახის წევრები.მიუხედავად ალყისა, შეუპოვარი ბრძოლისა და მრავალი მსხვერპლისა, ციხის აღება გაძნელდა. საქმე ის იყო, რომ ციხე ისეთ მოხერხებულ ადგილზე იდგა და კედლებიც ისეთი მაგარი ჰქონდა, რომ ვერსაიდან ხვრელი ვერ გაუკეთდებოდა.ასეთი გამოუვალი მდგომარეობიდან მტერმა გამოსავალი მოძებნა. დაიჭირეს მეფის დედის ფარეში, ვინმე კავთისხეველი ბეთიაშვილი და აიძულეს გაეთქვა ციხის საიდუმლოება. უვნებლობის ფიცის მიცემის შემდეგ, გამცემმა მოუთხრო. „ჭის წყალი დალევიათო და ჩრდილოეთისკენ მომცრო წყალი ჩამოუდისო და იმ წყაროს მისაპარავი გზა აქვსო, გასწავლიო და ის დაუჭირეთო და ღონე გაუწყდებისო, და ციხეს მოგცემენო“. ყიზილბაშებმა დარიგება შეასრულეს, წყალსადენი გადაუკეტეს, უწყლოობამ მეტად შეაწუხა ციხის მცველები, მშველელიც არსაიდან ჩანდა. ღონემიხდილნი შეაწყდნენ მტერს. ციხე დაეცა.
ძლიერი, თითქმის გამანადგურებელი დარტყმა მიიღო ატენის ციხემ XVII საუკუნის ოცდაათიან წლებში. როსტომ ქართლის მეფეს აუჯანყდნენ მეფე თეიმურაზის მომხრე თავადები. შეთქმულთა ჯგუფში იყვნენ ისეთი ძლიერი ფეოდალები, როგორიც იყო ზაალ არაგვის ერისთავი, იოთამ ამილახვარი, ნოდარ ციციშვილი, გიორგი გოჩაშვილი და თვით კათალიკოსი ევდემოზ დიასამიძე. როსტომ მეფე სწრაფად მოქმედებდა. მან შეკრიბა ჯარი და გაემართა ციციშვილისაკენ. მეფის მოახლოება რომ გაიგო, ნოდარმა გაცლა ამჯობინა. მეფე უკან დაედევნა. ნოდართან მყოფი ძმები ჩხეიძეები შეებნენ მეფეს და შეაკვდნენ, ნოდარი კი ატენის ციხეში შეიკეტა. მეფე მოადგა ციხეს. ნოდარი აქაც ვერ გამაგრდა და ზემო ქართლში, საათაბაგოში გადავიდა. როსტომმა აიღო ციხე და გაანადგურა იგი. შემდეგში მეფე დანარჩენ განდგომილებსაც მისწვდა. კათალიკოსი შეიპყრო, ქალაქის ციხეში გააგზავნა და შემდეგ იქვე დაახრჩობინა. გოჩაშვილს თვალები დასთხარა. ზოგს მამული წაართვა, ზოგი ქვეყნიდან გააძევა. კარგად სწერს მემატიანე იოთამ ამილახორზე: იოთამი არ დასაჯაო მეფემ იმიტომ, იმიტომ, რომ იგი „საითკენაც დრო დაიხელის, იქითკენ იყვისო“.
როგორც ეტყობა, როსტომს ატენის ციხე ძალზე დაუნგრევია. შემდეგში მას დიდი მეპატრონე აღარც ჰყოლია. მართალია, მომდევნო საუკუნეებში იგი მაინც იხსენიება, მაგრამ თვალსაჩინო ციხე უკვე აღარაა.

5. ნადარბაზევის ტბა (ნადარბაზევის წყალსაცავი) — კვერნაქის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე,ზღვის დონიდან 856 მ. ზედაპირის ფართობი 1,18 კმ², უდიდესი სიღრმე 1,8 მ, მოცულობა 3 მლნ. მ³.

p.s. ბედნიერ მოგზაურობას გისურვებთ ❤

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე20.00
საქართველოს ბილიკებზე
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 08/12/18
    დაბრუნება
    • 08/12/18