ტრაპიზონი-უზუნგოლის ტბა-სუმელას მონასტერი- ნოემბერი

ამ ტურის თარიღები გასულია

მსგავს ტურს შეგირჩევთ შენს თარიღებზე — მოგვწერე ან დაგვირეკე.

მოქმედი შეთავაზებები

ფოტო: Moonik · CC BY-SA 3.0; Benh LIEU SONG · CC BY-SA 3.0; Biologg · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons

მიმართულებათურქეთი
სეზონიმაისი, ივნისი, სექტემბერი, ოქტომბერი
ფრენა2 სთ
ვიზაარ სჭირდება
ფასიფასი — მოთხოვნით
ხანგრძლივობა3
ID46557

ტურის შესახებ

გაატარეთ უქმეები ზღაპრულ გარემოში!????????????
ეწვიეთ ტრაპიზონის აია სოფიას ულამაზეს ტაძარს, სუმელას მონასტერს და იშოპინგეთ ,,ტრაპიზონის ფორუმში"
უზუნგოლის ულამაზესი ტბა, რომელიც მოქცეულია ზღაპრულად ლამაზ მთებში, დასვენებისა და განტვირთვისათვის იდეალური ადგილია.????????

✔საკონტაქტო: Viber/ WatsApp ნატა
Viber/ WatsApp: ნუგზარი

✔მგზავრობა კომფორტული მიკროავტობუსით
✔ კვალიფიციური გიდის მომსახურება
✔1 ღამისთევა 3* სასტუმროში (უზუნგოლის ტბაზე keles Hotel 3* )
✔ 1 ღამისთევა 3* სასტუმროში (ტრაპიზონში, ქალაქის მეიდანზე Trabzon Maydan Nazar Hotel 3* )
✔ ჩაი+ყავა (შეუზღუდავად გზაში და სასტუმროებში)
✔ საჩუქრად! ფოტო/ვიდეო მასალა თქვენი მოგზაურობის ამსახველი კადრებით.

ტურის მიმართულება:
I დღე
✔ საბაჟო პროცედურები – 14:00-15:00 სთ ზე
✔ ასვლა უზუნგოლის ტბაზე
✔ დაბინავება სასტუმროში ტბასთან –
✔დასვენება/ თავისუფალი დრო - ტბის გარშემო მოწყობილია საკურორტო ინფრასტრუქტურა ,სადაც განთავსებულია ,კაფეები, რესტორნები და მაღაზიები.
✔გასეირნება უზუნგოლის ტბის სანაპიროებზე და ულამაზესი ფოტოების გადაღება.
✔ თავისუფალი დრო
✔ ვახშამი სასტუმროს რესტორანში.
ღამისთევა სასტუმროში keles Hotel 3*

II დღე
✔ 08:00 -09:00 საუზმე
✔10:00 საათზე გავდივართ ტრაპიზონის მიმართულებით.
✔დილიდან გავემართებით ტრაპიზონის ულამაზესი ნაკრძალისაკენ
✔ვიზიტი სუმელას მონასტერში
✔დღის მეორე ნახევარში ✔შოპინგ ტური ,,ტრაპიზონის ფორუმში“
✔დაბრუნება სასტუმროში, ვახშამი მეიდანის რესტორანში
✔ღამისთევა ტრაპიზონში

III დღე: (კვირა)
✔08:00 საუზმე სასტუმროში
✔09:00 ვიზიტი მცირე აია სოფიას ტაძარში-XIII საუკუნის ბიზანტიური ტაძარი აგებულია კომნენოსთა გვარის წარმომადგენლის- მანუელ კომნენის მიერ. მე-16 საუკუნეში ტაძარი გადაკეთდა მეჩეთად. I მსოფლიო ომის დროს ის გამოყენებული იყო იარაღის საწყობად და სამხედრო ჰოსპიტალად. ამჟამად აია სოფიას ტაძარი კვლავ მეჩეთად აქციეს. ვიზიტორებისათვის შესვლა უფასოა!
✔გაჩერება 1 საათით ,,ქემალ ფაშაში“ (აქ შეგიძლიათ შეიძინოთ თურქული თეთრეული საბითუმო ფასად! თავისუფალი დრო)
✔გამომგზავრება ბათუმის მიმართულებით
✔გადმოსვლა სარფის საბაჟოზე
✔გვიან ღამით დაბრუნება თბილისში.

საჭირო ინფორმაცია:
✔თურქეთის საზღვარი შეგიძლიათ გადმოკვეთით როგორც პასპორტით ასევე პირადობით (ახალი ID ბარათით)
✔18 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის საზღვარზე საჭიროა დაბადების მოწმობა და ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა დედისაგან ქართულ ენაზე.
ქ. თბილისი, პეკინის 44 (გაგარინის მოედანი)

თურქეთი — რა ტურებს გთავაზობთ

ტურები თურქეთში: ანტალია, ალანია, კემერი, ბელეკი, ბოდრუმი, სტამბოლი და კაპადოკია — ფრენით, all inclusive სასტუმროთი და ტრანსფერით. ვიზის გარეშე, ID ბარათითაც.

როდის წავიდეთ

საზღვაო სეზონი: მაისის ბოლოდან ოქტომბრამდე. საუკეთესოა ივნისი და სექტემბერი–ოქტომბრის დასაწყისი: თბილი ზღვა, ნაკლები სიცხე.
ივლისი–აგვისტო: ყველაზე ცხელი (35°+) და ძვირი პერიოდი, თუმცა სკოლის არდადეგებისთვის ყველაზე პოპულარული.
სტამბოლი და კაპადოკია: საუკეთესოა აპრილი–ივნისი და სექტემბერი–ნოემბერი.

რა ვნახოთ

  • სტამბოლი — აია სოფია, ცისფერი მეჩეთი, ტოპკაპის სასახლე და კრუიზი ბოსფორზე
  • კაპადოკია — ჰაერის ბუშტები გამთენიისას და გამოქვაბულის სასტუმროები
  • პამუკალე და ჰიერაპოლისი — თეთრი ტრავერტინის ტერასები და ანტიკური ქალაქი
  • ეფესო — რომაული ქალაქის ნანგრევები კუშადასთან ახლოს
  • ანტალიის კალეიჩი — ძველი ქალაქი, ნავსადგური და ადრიანეს კარიბჭე
  • ბოდრუმი — თეთრი სახლები, ციხე და იახტები

როგორ მივიდეთ

თბილისიდან სტამბოლამდე პირდაპირი რეისი მთელი წლის განმავლობაშია, დაახლოებით 2 საათი. ზაფხულის სეზონზე პირდაპირ დაფრინავს ანტალიაშიც (დაახლოებით 2,5 საათი). სხვა კურორტებზე — სტამბოლის გავლით.
ხმელეთით: სარფის საბაჟოდან ტრაპზონამდე და შავი ზღვის სანაპიროზე.

პრაქტიკული ინფორმაცია

ვიზა: საქართველოს მოქალაქეს ვიზა არ სჭირდება; შეიძლება როგორც პასპორტით, ისე ID ბარათით.
ვალუტა: თურქული ლირა (TRY). ბარათით გადახდა თითქმის ყველგანაა; კურორტებზე იღებენ ევროს და დოლარსაც.
ენა: თურქული; კურორტებზე — ინგლისური და რუსული.
დრო: თბილისზე 1 საათით უკან.
სხვა: ქართული ნომრის როუმინგი შეიძლება ძვირი იყოს — გამოიყენეთ ადგილობრივი SIM ან eSIM.

თურქეთი: გზამკვლევი
თურქეთი

ხშირი კითხვები

შეიძლება თუ არა თურქეთში ID ბარათით წასვლა?
კი, საქართველოს მოქალაქეს ვიზა არ სჭირდება და შეუძლია იმოგზაუროს როგორც პასპორტით, ისე ID ბარათით.
როდის არის საზღვაო სეზონი?
მაისის ბოლოდან ოქტომბრამდე. ყველაზე კომფორტულია ივნისი და სექტემბერი; ივლისი–აგვისტო ყველაზე ცხელი და ძვირია.
რომელი კურორტი ავირჩიო?
ანტალია და ლარა — ქალაქთან ახლოს; კემერი — მთები და სუფთა ზღვა; ბელეკი — ლუქს სასტუმროები; სიდე და ალანია — ფართო პლაჟები და ხელმისაწვდომი ფასები; ბოდრუმი — ეგეოსის ზღვა და ბუტიკ სასტუმროები.
რამდენი ხანი მიფრინავს?
თბილისიდან სტამბოლამდე დაახლოებით 2 საათი, ანტალიამდე (სეზონზე, პირდაპირი რეისით) დაახლოებით 2,5 საათი.
რა შედის ტურპაკეტში?
ჩვეულებრივ: ორმხრივი ფრენა, ბარგი, სასტუმრო არჩეული კვებით (ხშირად all inclusive), ტრანსფერი და სამოგზაურო დაზღვევა.
რა ვალუტა გამოვიყენო?
ადგილზე — თურქული ლირა; ბარათით გადახდა თითქმის ყველგანაა, კურორტებზე იღებენ ევროსა და დოლარსაც.
მოითხოვე შეთავაზება

ჩაწერე ქვეყანა, ქალაქი ან სასტუმრო — მაგ. კვიპროსი, ბათუმი, დუბაი.