მილანი - კომოს ტბა სათავგადასავლო და რომანტიული ტურის სინთეზი!

ამ ტურზე ახლა მოქმედი შეთავაზებაა

საშობაო სამხრეთ იტალია — ბარი, ოსტუნი, ალბერობელო, პოლინიანო, მატერა

შეთავაზების ნახვა

ფოტო: FeaturedPics · CC BY-SA 4.0; This Photo was taken by Wolfgang Moroder. Feel free to use my photos, but please mention me as the author and send me a message. This image is not in the public domain. Please respect the copy · CC BY-SA 3.0; Gary Campbell-Hall · CC BY 2.0 · Wikimedia Commons

მიმართულებაიტალია
სეზონიაპრილი, მაისი, ივნისი, სექტემბერი, ოქტომბერი
ფრენა3,5 სთ
ვიზაარ სჭირდება
ფასიფასი — მოთხოვნით
ხანგრძლივობა5
ტურის ტიპისათავგადასავლო ტურები
ID46200

ტურის შესახებ

მილანი - კომოს ტბა

------

მოინახულეთ მილანი, ყველაზე გლამურული ქალაქი და იტალიის სიდიდით მესამე ტბა - კომო, უამრავი ისტორიული ციხე-სიმაგრითა და თანამედროვე ვილებით. ტბას უამრავი ცნობილი ადამიანი სტუმრობს.

ტური იდეალურია წყვილთათვის, რომლებსაც სურთ სათავგასავლო მოგზაურობას რომანტიზმიც შეუხამონ.

--------

მომსახურებაში შედის:

▪️ორმხრივი ავიაბილეთი (ქუთაისი - მილანი - ქუთაისი)
▪️სასტუმროში განთავსება
▪️მილანი - (2 ღამე) Hotel Des Etrangers 3*

▪️კომოს ტბა - (2 ღამე) Hotel Lario 3*

▪️საუზმე
▪️სამოგზაურო დაზღვევა
▪️ხელბარგი 10 კგ.

--------

იტალია — რა ტურებს გთავაზობთ

ტურები იტალიაში: რომი, ვენეცია, ფლორენცია, მილანი, ამალფი და სიცილია — ავიაბილეთით, სასტუმროებით, მატარებლებით და ექსკურსიებით. ვიზის გარეშე.

როდის წავიდეთ

საუკეთესოა აპრილი–ივნისი და სექტემბერი–ოქტომბერი: თბილა (20–28°), ნაკლები ხალხი.
ივლისი–აგვისტო: ცხელა (32–38°) და ხალხმრავალია; ზღვისთვის კარგია.
ნოემბერი–მარტი: ქალაქებისა და მუზეუმებისთვის იაფი პერიოდია; დეკემბერში — საშობაო ბაზრობები, ალპებში — სათხილამურო სეზონი.

რა ვნახოთ

  • კოლიზეუმი და რომის ფორუმი — ანტიკური რომის გული
  • ვატიკანი — წმ. პეტრეს ტაძარი და სიქსტინის კაპელა
  • ვენეცია — დიდი არხი, სან-მარკოს მოედანი და გონდოლა
  • ფლორენცია — დუომო, უფიცის გალერეა და პონტე ვეკიო
  • ამალფის სანაპირო — პოზიტანო, ამალფი და კაპრი
  • პიზა — დახრილი კოშკი, ერთდღიანი ექსკურსია ფლორენციიდან

როგორ მივიდეთ

ქუთაისიდან პირდაპირ დაფრინავს დაბალბიუჯეტური რეისები რომში, მილანსა და სხვა ქალაქებში — დაახლოებით 3,5–4 საათი. თბილისიდან — ძირითადად გადაჯდომით (სტამბოლი, ვენა, მიუნხენი).
ქალაქებს შორის — სწრაფი მატარებელი: რომი → ფლორენცია 1,5 სთ, ფლორენცია → ვენეცია 2 სთ.

პრაქტიკული ინფორმაცია

ვიზა: იტალია შენგენის ზონაა — საქართველოს მოქალაქეს ბიომეტრიული პასპორტით ვიზა არ სჭირდება (90 დღე 180-დან). გამგზავრებამდე გადაამოწმეთ ETIAS-ის მოთხოვნა.
ვალუტა: ევრო; ბარათი ყველგან.
ენა: იტალიური; ტურისტულ ადგილებში — ინგლისური.
დრო: თბილისზე 2–3 საათით უკან (ზაფხულში 2, ზამთარში 3).
სხვა: სასტუმროებში ტურისტული გადასახადი ადგილზე იხდება; მუზეუმები (კოლიზეუმი, ვატიკანი, უფიცი) — ბილეთი წინასწარ.

იტალია: გზამკვლევი
იტალია

ხშირი კითხვები

სჭირდება თუ არა ვიზა იტალიაში?
არა, იტალია შენგენის ზონაა და საქართველოს მოქალაქეს ბიომეტრიული პასპორტით ვიზა არ სჭირდება (90 დღე 180-დან). გამგზავრებამდე გადაამოწმეთ ETIAS.
როგორ მივფრინავთ იტალიაში?
ქუთაისიდან პირდაპირი დაბალბიუჯეტური რეისებით რომში, მილანსა და სხვა ქალაქებში (დაახლოებით 3,5–4 საათი); თბილისიდან — გადაჯდომით.
რომელი მარშრუტი ავირჩიო პირველი მოგზაურობისთვის?
კლასიკა: რომი (3 დღე) + ფლორენცია (2 დღე) + ვენეცია (1–2 დღე), მატარებლით.
როდის ჯობია წასვლა?
აპრილი–ივნისი და სექტემბერი–ოქტომბერი: კომფორტული ამინდი და ნაკლები ხალხი.
სად ვისვენოთ ზღვაზე?
ამალფის სანაპირო და კაპრი — ხედები; სიცილია და სარდინია — პლაჟები; რიმინი — საოჯახო და ხელმისაწვდომი.
მოითხოვე შეთავაზება

ჩაწერე ქვეყანა, ქალაქი ან სასტუმრო — მაგ. კვიპროსი, ბათუმი, დუბაი.