national delicacy

ზედაზენი, შიომღვიმე, საგურამო შემოდგომის ფერებში

  • ID: 46157
  • ნახვები: 9719
complogo
საქართველოს ბილიკებზე
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 03/11/18
    დაბრუნება
    • 03/11/18
დამატებითი ინფორმაცია

,,საქართველოს ბილიკებზე" გთავაზობთ ერთ დღიან შემეცნებით-განსატვირთ ტურს მცხეთაში.

1. ზედაზნის მონასტერი - იოანე ზედაზნელის (ერთ-ერთი ცამეტ ასურელ მამათაგან) დაარსებული მონასტერი, მე-6 საუკუნე.
2. თბილისის ეროვნული პარკი - ზედაზნის ტყე შემოდგომის ფერებში.
3. საგურამო - ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო მუზეუმი.
4. საგურამო - წმ. ილია მართლის ტაძარი.
5. ბებრისციხე (ნაცხერი, ნაციხვარი, ბელტისციხე) - ადრინდელი შუასაუკუნეები.
6.შიმოღვიმის კომპლექსი - მე-6-12 საუკუნეები.
: შიოს სასაფლაო-ეკლესია
: იოანე ნათლისმცემლის ეკლესია - მე-6 საუკუნე.
: ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი - მე-11-12 საუკუნე.
: ჯვართამაღლების ტაძარი - მე-12 საუკუნე.
: მღვიმე-ეკლესია - მე-11 საუკუნე.

შიომღვიმის გზაზე არის მოწყობილი საქეიფო მაგიდები. ჯგუფის სურვილის შემთხვევაში შევაგროვებთ საჭირო თანხას, დავანთებთ კოცონს და შევწვათ მწვადებს. შესაბამისი დრო დაგვრჩება ტურის ბოლოს.

✔ 3 ნოემბერი, შაბათი
✔ ტურის ღირებულება: 19 ლარი

ფეხით სასიარულო: შიმოღვიმის მონასტერში ქედზე მდებარე ჯვართამაღლების ტაძარზე ასვლის მსურველთათვის ჯამში 2კმ მარტივი.

⏰ ვიკრიბებით: 
მეტრო რუსთავლეთან. რედისონი - ველოსიპედის ძეგლთან 8:15 სთ. გავდივართ 8:30 სთ.
(დაგვიანებულებს ვერ დაველოდებით, რადგან ტური გათვლილია დროში).

შიომღვიმის გზაზე არის მოწყობილი საქეიფო მაგიდები. ჯგუფის სურვილის შემთხვევაში შევაგროვებთ საჭირო თანხას, დავანთებთ კოცონს და შევწვათ მწვადებს. შესაბამისი დრო დაგვრჩება ტურის ბოლოს.

ტურის ღირებულებაში შედის:
გამყოლი
მგზავრობა მიკროავტობუსით 
ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი)

ტურის ღირებულებაში არ შედის:
საგურამოს ილია ჭავჭავაძის მუზეუმში შესასვლელი ბილეთის ფასი: 2 ლ. გიდის მომსახურება - 5 ლ. მთლიან ჯგუფზე.

კვება მოგვაქვს ინდივიდუალურად. 
ერთად ვიპიკნიკებთ ბუნებაში.

ტურზე რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში ან დაგვიკავშირდით ნომერზე 555 40 76 50 ანი

ტურის მსვლელობისას ვითვალისწინებთ შემდეგ წესებს: 
⌚ არ ვაგვიანებთ
არ ვეწევით მიკროავტობუსში
არ მოვდივართ ტურზე ნასვამ მდგომარეობაში
აკრძალულია ალკოჰოლური სასმლის მიღება ტრანსპორტში.
⚠️ ვემორჩილებით გამყოლს.წინააღმდეგ შემთხვევაში ურჩი მონაწილის წინაშე ვიხსნით ყველანაირ პასუხისმგებლობას. 

ტურის გამართვამდე რამდენიმე დღით ადრე დაგიკავშირდებით და მოგაწვდით საბანკო ანგარიშის ნომრებს, რომელზეც უნდა აუცილებლად განახორციელოთ ჩარიცხვა მაქსიმუმ მომდევნო სამუშაო დღის ბოლომდე. ჩარიცხვის შემდეგ, გთხოვთ, აუცილებლად შეგვატყობინოთ სახელი და გვარი, შეტანილი თანხა, ტურის დასახელება და ასევე აუცილებლად შეინახეთ ქვითარი. გაცნობებთ, რომ წამომსვლელთა გარანტირებულ სიაში მოსახვედრად ა-უ-ც-ი-ლ-ე-ბ-ე-ლ-ი-ა მომეცმულ ვადაში განახორციელოთ ჩარიცხვა. წინააღმდეგ შემთხვევაში გადახვალთ სარეზერვო სიაში და შესაძლოა ვერ მოხვდეთ წამომსვლელთა შორის. ჩარიცხული თანხა უკან დაბრუნდება მხოლოდ ისეთ იშვიათ ფორსმაჟორულ სიტუაციაში, როდესაც იძულებული ვიქნებით ტური გავაუქმოთ. თანხასთან დაკავშირებით არ მიიღება პრეტენზიები: "ხელზე მოვიტან", "ბანკში მისვლა მეზარება", "ქუჩაში გასვლა მეზარება", "სამსახურიდან ვერ გამოვალ", "არ ვიცი როგორ დავრიცხო და ვერ მოვახერხებ" და ა.შ. ჩვენი facebook გვერდის მარცხენა მთავარ მენიუში აირჩიეთ სულ ქვედა ღილაკი: ჩანაწერები (Notes) და ნახავთ ჩარიცხვის ძალიან დეტალურ და გასაგებ ინსტრუქციებს სხვადასხვა მეთოდებით. ამასთანავე, თუ ვერ გაერკვიეთ მაინც, მზად ვართ ყველანაირად დაგეხმაროთ გადარიცხვის შესრულებაში.

1. ზედაზნის მონასტერი - იოანე ზედაზნელის (ერთ-ერთი ცამეტ ასურელ მამათაგან) დაარსებული მონასტერი, მე-6 საუკუნე. ზედაზნის მთას, რომელზედაც მდებარეობს მონასტერი, სახელწოდება მიუღია ოდესღაც აქ აღმართული კერპის — ზადენის სახელიდან. ისტორიული ცნობებით ზედაზენზე ჯერ კიდევ II საუკუნის დასაწყისში (109 წ) მდგარა ციხე-სიმაგრე (არ შემორჩენილა). მეექვსე საუკუნის შუა წლებში სირიიდან საქართველოში ჩამოსულმა „ასურელ მამათა“ წინამძღვარმა - იოანემ შეარჩია „მთაი... მახლობლად მცხეთის აღმოსავ-ლეთით-რე და ცხოველსა ჯუარსა ჩრდილოით კერძო“, „აღვიდა მთასა მას მაღალსა, რომელსა ჰრქვან ზედა-ზადენ“. აქ „პოვა მცირე ქუაბი და შექმნა იგი წმიდად ეკლესიად, და დაემკვიდრნეს მუნ“. ამის შემდეგ ეწოდა იოანეს ზედაზნელი. აქედან იოანეს თავისი მოწაფეები სამოღვაწეოდ გაუგზავნია ქართლისა და კახეთის სხვადასხვა კუთხეში, ხოლო თვითონ ერთ-ერთ მოწაფესთან ერთად დარჩენილა ზედაზენზე. ღრმად მოხუცებული იოანე 573 წელს გარდაიცვალა. მისმა მოწაფეებმა და თანამოღვაწეებმა იოანეს გვამი ჯერ თათას მონასტერში დაკრძალეს, მაგრამ მალე, წმინდანის ანდერძის თანახმად, „დიდითა პატივითა აღიყვანეს ადგილსავე თვისსა და მითვე ლუსკუმითა დაასუენეს ნაწილნი მისნი და შემდგომად მისსა აღაშენეს ეკლესიაი“. იოანე დასაფლავებული იყო მისთვის საგანგებოდ აშენებულ ეგვტერში. მე-8 საუკუნის მესამე მეოთხედში კათალიკოსმა კლემენტოსმა აქ ააგო სამნავიანი ბაზილიკა და იოანეს ეგვტერი მასში ჩართო, როგორც ბაზილიკის ჩრდილოეთ ნავის შემადგენელი ნაწილი. შემდეგ მონასტერი გაშენდა და კეთილმოეწყო. ზედაზნის ციხე და მონასტერი მე-11 საუკუნემდე კახეთის სამეფოს მისადგომებს იცავდა. 1101 წელს დავით აღმაშენებელმა ზედაზნის ციხეში თავშეფარებული თურქ-სელჩუკთა და კახეთის მეფის კვირიკეს ლაშქარი საბოლოოდ გაანადგურა. მან კახთა მეფეს „წარუღო ციხე ზედაზენი“ და თავის თანამებრძოლს ნიანია ბაკურიანს გადასცა. 

2. თბილისის ეროვნული პარკი - ზედაზნის ტყე შემოდგომის ფერებში. თბილისის ეროვნული პარკი პირველი ეროვნული პარკია საქართველოში. იგი 1973 წელს შეიქმნა, თუმცა, მოგვიანებით მან დაკარგა ეროვნული პარკის სტატუსი და 2007 წელს ყოფილი ეროვნული პარკის ნაწილისა და საგურამოს ნაკრძლის ბაზაზე ხელახლა შეიქმნა. იგი კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ კალთების საგურამო-იალნოს ქედებსა და მათ განშტოებათა ფერდებზე ზღ.დ-დან 600-1,700 მ-ის სიმაღლეზე მდებარეობს, განედურად გადაჭიმულია მდ. მტკვრიდან მდ. იორამდე და საგურამოს, გლდანის, მარტყოფის, ღულელებისა და გარდაბნის უბნებისაგან შედგება. მისი ფართობია 21,036.14 ჰა.

3. საგურამო - ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო მუზეუმი. სახლ-მუზეუმის კომპლექსი მოიცავს ცნობილი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის ილია ჭავჭავაძის (1837-1907) საცხოვრებელ სახლს დამხმარე ნაგებობებით და ჭავჭავაძისეულ მამულს ბაღ-ვენახით. მუზეუმის სტაციონარულ ექსპოზიციაში წარმოდგენილია მწერლის მემორიალური ნივთები, მე-19 ს-ის ქართული კულტურის წარმომადგენელთა ფოტოპორტრეტები და ეპოქის ყოფის ამსახველი ფოტომასალები, მწერლის ხელნაწერები, მისივე გამოცემული პერიოდიკის ნიმუშები (”ივერია”, ”საქართველოს მოამბე” და სხვ.), მე-19 ს-ის ქართული და უცხოეთის სახვითი ხელოვნების ნიმუშები: ფრანგი მხატვრის გარნიეს ”ჟაკ დე მოლის მიღება ტამპლიერების ორდენში”, ვერნეს ”მაზეპა მგლების გარემოცვაში”, უცნობი ფრანგი მხატვრის ფერწერული ტილო ”შიში”, ლადო გუდიაშვილის, უჩა ჯაფარიძის, იაკობ ნიკოლაძის ნამუშევრები; XVIII-XIX ს.ს. გერმანული წარმოების დეკორატიული და საყოფაცხოვრებო ჭურჭელი, ავეჯი და სხვა.

4. საგურამო - წმ. ილია მართლის ტაძარი.

5. ბებრისციხე (ნაცხერი, ნაციხვარი, ბელტისციხე) - ადრინდელი შუასაუკუნეები. ბებრისციხე (ნაცხერი, ნაციხვარი, ბელტისციხე) — ადრინდელი შუასაუკუნეების ციხესიმაგრე საქართველოში. მას უძველეს დროს ერქვა ბელტა. აგებულია ანტიკურ ხანაში. ქართულ წერილობით წყაროებში ბებრისციხეს პირველად ახსენებს ლაშა-გიორგის დროინდელი მემატიანე, რომლის თანახმადაც საქართველოს მეფე დემეტრე I (1125-1156 წწ.) გარდაიცვალა ბელტისციხეში, შემდეგ იგი წაასვენეს და გელათში, მისგანვე კურთხეულ ტაძარში დაკრძალეს. ბებრისციხის მშენებლობას მე-18 ს. ისტორიკოსი ვახუშტი ბატონიშვილი არდამ ქართლის ერისთავს მიაწერს, რომლის ზეობა ქართლის სამეფოს ჩამოყალიბების პერიოდს უნდა ემთხვეოდეს. ბებრისციხე-ბელტისციხე მცხეთა ქალაქის ჩრდილოეთიდან ჩამკეტი მცველის როლს ასრულებდა. იმ ადგილას, სადაც იგი დგას, ხეობა მეტად ვიწროა, ამიტომ ციხე მშვენივრად რაზავდა ქალაქს ამ მხრიდან. 2006-2008 წლებში ციხეზე ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილმა მრავალრიცხოვანმა და სხვადასხვა პერიოდის მასალამ ცხადყო, რომ მე-4 ს-დან მოყოლებული ვიდრე მე-18 ს ჩათვლით ბებრისციხე მოქმედი ციხე-სიმაგრე იყო.
ლეგენდა: ოდესღაც ეს მიწა ეკუთვნოდა ვინმე თავად სიმონს. მას აქ ხეობის ვიწროში, აუგია სიმაგრე და შიგ გზისმცველი ჩაუყენებია. თავად ორი შვილი ჰყოლია; ლამაზი მაკრინე და გულქვა მამუკა. მამის გარდაცვალების შემდეგ, მამუკას დიდძალი გადასახადი დაუკისრებია ქვეშევრდომებისათვის. მარინეს შებრალებია ისინი და მამუკას მათი გადასახადისაგან გათავისუფლება სთხოვა. გამძვინვარებულმა ძმამ მაკრინე კოშკში გამოამწყვდია. ერთ დღეს, როდესაც ყმებისათვის წყალ-წყალა საჭმელი მზადდებოდა, გამოჩენილან ყვავები და ქვაბში ჩაცვენილან. ყმებს საჭმელი გადაუსხიათ, ამის შემხედვარე მამუკა გაბრაზებულა და გლეხებს დასაჭერად დადევნებია. უეცრად ქვაბიდან გველები ამოცვენილან და მამუკას შემოხვევიან. სასოწარკვეთილი მამუკა ღმერთს შეევედრა: ოღონდ მიხსენი და ეკლესიას აგიგებო. ამ სურათს ხედავდა თურმე კოშკში დამალული მაკრინე, რომელიც მხურვალედ ევედრებოდა ღმერთს. ღმერთს შეუსმენია მათი ვედრება. და-ძმას ეკლესიურად ცხოვრება დაუწყიათ. და მონაზვნად აღკვეცილა, მამუკა კი ბერად შემდგარა. 70 წლის მაკრინე გარდაიცვალა. დასაფლავების დღეს მისულა თეთრწვერა მოხუცი, რომელიც მიცვალებულს ეამბორა შუბლზე და წარმოსთქვა: „დაო ჩემო, ჩვენ შევასრულეთ ჩვენი აღთქმა“. ამ სიტყვების დასრულებისთანავე იქვე ჩაკეცილა და სული განუტევებია, ამიტომ ეწოდება ციხეს „ბებრის ციხე“. 

7.შიმოღვიმის კომპლექსი - მონასტერი დაარსებულია მე-6 საუკუნის შუა წლებში ერთ-ერთი ცამეტი ასურელი მამის – შიოს მიერ. მამა შიომ თავისი სიცოცხლის უკანასკნელი წლები ბნელ, ღრმა მღვიმეში გაატარა და ანდერძის თანახმად, გარდაცვალების შემდეგ აქვე დაასაფლავეს. მისი საფლავი შიომღვიმეში წმინდა ადგილადაა შერაცხული.
: შიოს სასაფლაო-ეკლესია - წარმოადგენს ერთგვარ მღვიმე-ჭას, რომელშიაც გაატარა შიომ თავისი სიცოცხლის უკანასკნელი წლები. მე-11 საუკუნეში ამ მღვიმეს მონასტრის წინამძღვრის მიქაელის (1072-1123) ინიციატივით ეკლესია დააშენეს.
: იოანე ნათლისმცემლის ეკლესია - თარიღდება მე-6 საუკუნით. მე-11 საუკუნეში შეუერთდა მღვიმე ეკლესიას.
: ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი - ე.წ. ზემო ეკლესია. აშენებულია მე-11-12 საუკუნეების მიჯნაზე, დავით აღმაშენებლის განკარგულებით.
: ჯვართამაღლების ტაძარი - თარიღდება მე-12 საუკუნით. მდებარეობს მონასტრის სამხრეთ-აღმოსავლეთით მაღალ მთაზე, საიდანაც იშლება ულამაზესი ხედები.
: მღვიმე-ეკლესია – დგას გზის მარჯვენა მხარეს, კონცხზე. მღვიმეზე, სადაც პირველად შიო დაბინავდა, მე-11 საუკუნეში ეკლესია დააშენეს.

p.s. ბედნიერ მოგზაურობას გისურვებთ ❤

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე19.00
საქართველოს ბილიკებზე
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 03/11/18
    დაბრუნება
    • 03/11/18
შეიძინე სამოგზაურო დაზღვევა
მსგავსი ტურებიყველა ტურის ნახვა