national delicacy

შემოდგომა რკონში 4 ნოემბერს

  • ID: 46096
  • ნახვები: 6082
complogo
ივერ ტური
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 04/11/18
    დაბრუნება
    • 04/11/18
დამატებითი ინფორმაცია

ტურისტული კომპანია "IVER TOUR"-ი გთავაზობთ 1 დღიან დაუვიწყარ ტურს  რკონში 4 ნოემბერს



• მოსანახულებელი ადგილება:


✔ ერთაწმინდა - წმინდა ევსტათის (ესტატეს) სახელობის XIII საუკუნის პირველი ნახევრის ეს ჯვარგუმბათოვანი ტაძარი დგას კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ერთაწმინდის ცენტრში.


✔ იკვი - XI საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი.


✔ რკონის სამონასტრო კომპლექსი - საუკუნეების მანძილზე იქმნებოდა და მრავალჯერ გადაკეთდა. ძირითადად გაირჩევა მშენებლობის 3 ფენა: VII საუკუნის II მეოთხედი; XIII-XIV საუკუნეების მიჯნა და XVII-XVIII საუკუნეები, რომლებიც სამონასტრო ცხოვრების პერიოდებს უნდა შეესაბამებოდეს. კომპლექსის ტერიტორია 2 მონაკვეთად იყოფა. ერთში განლაგებულია საკულტო ნაგებობანი, მეორეში - საცხოვრებელი და სამეურნეო შენობები. რკონის კომპლექსში შედის:ღვთისმშობლის ეკლესია, კარიბჭე, ეგვტერი, სამლოცველო, სატრაპეზო, კოშკი, სამრეკლო, ნათლისმცემლის ეკლესია კარიბჭით და ხიდი.


✔ თამარის ხიდი - ისტორიული ხიდი მდებარეობს რკონის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე. გადებულია მდინარე თეძამზე. ხიდზე გადიოდა გზა, რომელიც შიდა ქართლს თრიალეთთან აკავშირებდა. ხიდი თარიღდება XII-XIII საუკუნეებით.


• გასავლელი მანძილი ორივე მიმართულებით გახლავთ 8 კმ.
• სირთულე - მარტივი.


ტურის ღირებულება - 20 ლარი.


ღირებულებაში შედის:
• მგზავრობა კომფორტული მიკროავტობუსით.
• გამყოლი/გიდი
• ფოტო გადაღება

• შეკრების ადგილი: რუსთაველი, ვარდების მოედანი, ველოსიპედთან

• შეკრების დრო – 07:30 სთ.
• გასვლის დრო – 08:00 სთ.
• თბილისში ჩამოსვლა – 22:00 სთ ზე.


• დასაჯავშნად მოგვწერეთ ან დარეკეთ ☛ ტელ: 574 33 11 35 ლაშა.

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე20.00
ივერ ტური
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 04/11/18
    დაბრუნება
    • 04/11/18