ბატეთის ტბა შემოდგომით!!! ოქტომბერს შაბათს
ფოტო: GuramGraphy · CC BY-SA 4.0; Armineaghayan · CC BY-SA 4.0; Jaba1977 · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
ოქროსფერი შემოდგომა ძამას ხეობაში
კომპანია Traveler ge გთავაზობთ 1 დღიან ტურს!
ულამაზესი ძამას ხეობა
ერთდღიანი ლაშქრობა ულამაზეს ბატეთის ტბაზე
ადგილი, სადაც ფოთლოვანი და წიწვოვანი ტყე ყველაზე საინტერესოდ ერწყმის ერთმანეთს და ულამაზეს კონტრასტებს ქმნის წყალმცენარეებით დამშვენებულ ტბის ზედაპირზე
ფეხით გასავლელი მანძილი-
5 კილომეტრი, ულამაზეს ხეობაში ვიმოგზაურებთ.
ასევე მოვილოცავთ:
*ყინწვისის ღვთისმშობელის ანსამბლს
*სარკინეთის შიო მღვიმელის
სახელობის კლდეში ნაკვეთ ულმაზეს ეკლესიას
* ორთუბნის დედათა მონასტერს
შემდეგ გავემართებით ბატეთის ტბაზე, მიკროავტობუსებს გავაჩერებთ ტბეთის გადასახვევთან და გავუყვებით გზას ტბისკენ.
გზაში ძალიან სასიამოვნო ადგილებს გავივლით და 1 საათში უკვე ტბაზე ვართ, სადაც გადავიღებთ ფოტოებს განტვირთვისთვის
სასურველია წავიღოთ პარალონები ძირს დასაგებად და ტბის ხედით დავტკბეთ
თან ვიქონიოთ საჭმელი, ან ქარელში ვიყიდით სამწვადეს სურვილისამებრ და პიკნიკს გავმართავთ
გასათვალისწინებელი პირობები:
*არ ვყრით ნაგავს!
*არ ვსვამთ ალკოჰოლურ სასმელს სალაშქრო სვლის დროს!
*ვმოქმედებთ ჯგუფურად და ვითვალისწინებთ ორგანიზატრის მითითებებს!
*არ ვბილწვსიტყვაობთ!
* აუცილებელის სპორტული ფეხსაცმელი!
* ტრანსპორტირება კომფორტული მიკროავტობუსით
* პროფესიონალი გამყოლი
კვება (ინდივიდუალურია) , ყველას მოგვაქვს სახლიდან 1 დღის სამყოფი საკვები.
გასვლის დრო:
დილის 7:00 საათი.
გასვლის ადგილი:
თბილისი, სასტუმრო რედისონი, ველოსიპედის ძეგლთან.
----------------------
დასაჯავშნად დაგვიკვშირდით:
- ბაკური
ნიკა
შიდა ქართლი — რა ტურებს გთავაზობთ
შიდა ქართლის ტური ერთ დღეში ჯდება: ტრანსპორტი თბილისიდან, გიდი, უფლისციხე, გორი და ატენის სიონი, სურვილით — სამთავისი და ყინწვისი. თუ ბორჯომისკენ აგრძელებთ, ორდღიან მარშრუტს შეგიდგენთ თქვენს თარიღებზე.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა აპრილი–მაისი, როცა ბაღები ყვავის, და სექტემბერი–ოქტომბერი — ხილისა და ატენური ღვინის დრო; ტემპერატურა 18–25°-ია.
ივლისი–აგვისტოში გორსა და უფლისციხეში 32–34°-მდეა, ხოლო უფლისციხის კლდეზე ჩრდილი თითქმის არ არის — სჯობს დილით მიხვიდეთ.
ზამთარი ზომიერია, ხშირად ნისლიანი; ძეგლები ღიაა, მაგრამ გუმბათიან ეკლესიებში ფრესკების დასათვალიერებლად შუადღე სჯობს, როცა სინათლე მეტია.
რა ვნახოთ
- უფლისციხე — კლდეში ნაკვეთი ძველი ქალაქი, ძვ. წ. I ათასწლეულიდან; დარბაზები, მარნები, თეატრი და უფლისციხის ეკლესია, გორიდან 12 კმ-ში
- გორის ციხე — შუა საუკუნეების ციხე ქალაქის შუაგულში, მთაზე, საიდანაც მთელი ველი ჩანს
- სტალინის მუზეუმი — საბჭოთა ეპოქის დიდი მუზეუმი, დაბადების სახლი და პირადი ვაგონი, გორის ცენტრში
- ატენის სიონი — VII საუკუნის ტაძარი XI საუკუნის ფრესკებით, ატენის ხეობაში, ვენახების გარემოცვაში; გორიდან 10 კმ
- სამთავისი — XI საუკუნის საკათედრო ტაძარი მდიდრული ქვის ორნამენტით, იგოეთთან, მაგისტრალის მახლობლად
- ყინწვისის მონასტერი — XII–XIII საუკუნეების ფრესკები, მათ შორის თამარ მეფის პორტრეტი, ქარელის მუნიციპალიტეტში
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან გორამდე 85 კმ-ია (1 საათი–1 საათი და 15 წუთი), უფლისციხემდე — დაახლოებით 100 კმ, სურამამდე — 130 კმ-მდე (1,5–2 საათი). გორში ჩერდება ელმატარებელი და დასავლეთის მიმართულების ზოგი მატარებელი (1–1,5 საათი), მარშრუტკები კი დიდუბის სადგურიდან ხშირად გადის.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: აღმოსავლეთ–დასავლეთის ავტომაგისტრალი (E60) გორს, ქარელსა და ხაშურს უერთდება; უფლისციხე, ატენი და მონასტრები მაგისტრალიდან 10–20 კმ-ში, მოასფალტებული გზებითაა.
სად დავრჩეთ: გორში — სასტუმროები და გესტჰაუსები, სურამში — ძველი კურორტის სასტუმროები ფიჭვნარში; ბევრი რეგიონს თბილისიდან ერთდღიან გასვლად ნახულობს.
რა წავიღოთ: კომფორტული ფეხსაცმელი უფლისციხის კლდეზე სასიარულოდ, ქუდი და წყალი ზაფხულში; ეკლესიებისთვის ქალებს — თავსაფარი.
კავშირი: მობილური ინტერნეტი რეგიონში თითქმის ყველგან კარგად მუშაობს.