national delicacy

მზოვრეთი სარკის წმ. გიორგი, ყინწვისი, ორთუბანი, სარკინეთი

  • ID: 45943
  • ნახვები: 16548
complogo
საქართველოს ბილიკებზე
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 17/11/18
    დაბრუნება
    • 17/11/18
დამატებითი ინფორმაცია

,,საქართველოს ბილიკებზე" გთავაზობთ ერთ დღიან ტურს ძამას ხეობაში.

 

1. სარკის წმინდა გიორგის მამათა მონასტერი, მე-9-17 საუკუნეები.

2. ყინწვისის სამონასტრო კომპლექსი, მე-13 საუკუნე.

3. ორთუბნის დედათა მონასტერი, მე-17 საუკუნე.

4. ქალაქი მონაზონთა "მზ(ძ)ოვრეთი", მე-10-21 საუკუნეები.

5. სარკინეთის მამათა მონასტერი - 2008 წელი.

 

✔ 17 ნოემბერი, შაბათი.

✔ ტურის ღირებულება: 20 ლარი

 

ტურის ღირებულებაში არ შედის:

- სარკის წმ. გიორგის მონასტერში ამსვლელი ტაქსის ღირებულება:

I ვარიანტი - თუ ჯგუფის ყველა წვერი თანახმა იქნება სამ ხიდიანი დიდი მანქანით ავიდნენ ღირებულება იქნება 8 ლარი

(1 ადამიანი)

II ვარიანტი - თუ ჯიპით (პაჯერო) 5 კაციანი მანქანით გსურთ ასვლა 12 ლარი (1 ადამიანი)

ფეხით ვერავის ვერ გავუშვებთ, რადგან დიდი დრო უნდა და ამ შემთხვევაში სხვა ძეგლებს ვერ ვნახავთ.

 

ფეხით სასიარულო ჯამში ანუ მთელი დღის განმავლობაში -

4 კმ. მზოვრეთის მონასტერში. მარტივი სირთულის.

 

⏰ ვიკრიბებით: მეტრო რუსთაველთან. რედისონი - ველოსიპედის ძეგლთან 7:45 სთ-დან.

გავდივართ 8:00 სთ-ზე.

(გასვლისას ვინც არ იქნება, ვერ დაველოდებით, რადგან ტური გათვლილია დროში).

 

ტურის ღირებულებაში შედის:

გამყოლი

მგზავრობა მიკროავტობუსით

ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი).

 

კვება მოგვაქვს ინდივიდუალურად.

ერთად ვიპიკნიკებთ ბუნებაში.

 

ტურზე რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში ან დაგვიკავშირდით ნომერზე 555 40 76 50 ანი

 

ტურის მსვლელობისას ვითვალისწინებთ შემდეგ წესებს:

⌚ არ ვაგვიანებთ

არ ვეწევით მიკროავტობუსში

არ მოვდივართ ტურზე ნასვამ მდგომარეობაში

აკრძალულია ალკოჰოლური სასმლის მიღება ტრანსპორტში.

⚠️ ვემორჩილებით გამყოლს.წინააღმდეგ შემთხვევაში ურჩი მონაწილის წინაშე ვიხსნით ყველანაირ პასუხისმგებლობას.

 

ტურის გამართვამდე რამდენიმე დღით ადრე დაგიკავშირდებით და მოგაწვდით საბანკო ანგარიშის ნომრებს, რომელზეც უნდა აუცილებლად განახორციელოთ ჩარიცხვა მაქსიმუმ მომდევნო სამუშაო დღის ბოლომდე. ჩარიცხვის შემდეგ, გთხოვთ, აუცილებლად შეგვატყობინოთ სახელი და გვარი, შეტანილი თანხა, ტურის დასახელება და ასევე აუცილებლად შეინახეთ ქვითარი. გაცნობებთ, რომ წამომსვლელთა გარანტირებულ სიაში მოსახვედრად ა-უ-ც-ი-ლ-ე-ბ-ე-ლ-ი-ა მომეცმულ ვადაში განახორციელოთ ჩარიცხვა. წინააღმდეგ შემთხვევაში გადახვალთ სარეზერვო სიაში და შესაძლოა ვერ მოხვდეთ წამომსვლელთა შორის. ჩარიცხული თანხა უკან დაბრუნდება მხოლოდ ისეთ იშვიათ ფორსმაჟორულ სიტუაციაში, როდესაც იძულებული ვიქნებით ტური გავაუქმოთ. თანხასთან დაკავშირებით არ მიიღება პრეტენზიები: "ხელზე მოვიტან", "ბანკში მისვლა მეზარება", "ქუჩაში გასვლა მეზარება", "სამსახურიდან ვერ გამოვალ", "არ ვიცი როგორ დავრიცხო და ვერ მოვახერხებ" და ა.შ. ჩვენი facebook გვერდის მარცხენა მთავარ მენიუში აირჩიეთ სულ ქვედა ღილაკი: ჩანაწერები (Notes) და ნახავთ ჩარიცხვის ძალიან დეტალურ და გასაგებ ინსტრუქციებს სხვადასხვა მეთოდებით. ამასთანავე, თუ ვერ გაერკვიეთ მაინც, მზად ვართ ყველანაირად დაგეხმაროთ გადარიცხვის შესრულებაში.

 

1. სარკის წმინდა გიორგის მამათა მონასტერი, მე-9-17 საუკუნეები. ეკლესიას ერთი ლეგენდა უკავშირდება სოფელ საღოლაშენთან არსებულ „დედოფლის მინდორი“ და „დასასრულად“ წოდებული ადგილი, რაც წმინდა, შენახულ ადგილს ნიშნავს. აქ გლეხკაცი არც ხნავდა და არც საქონელს უშვებდა. ამ მდელოს, დაცვისა და შეუხებლობის ნიშნად ხნულის შემოვლებით სარყავდნენ. ერთ-ერთი სარყვის დროს დაღლილ გუთნის დედას ჩასძინებია და საკვირველი ჩვენება უხილავს, გამოცხადებაში. გამოღვიძებულს არავისთვის უთქვამს, მხოლოდ ნიშანს ელოდა ღვთისაგან მითითებულს, რომელსაც ხვნა უნდა შეეფერხებინა, მართლაც, სარყვის უღლეული შედგა და ადგილიდან აღარ იძვროდა, მეხრეს ხარების გასაფიცხებლად შოლტი გადაუკრავს, გუთნის შემაფერხებელ მცენარეთა ფესვების ლანძღვით, მაშინათვე გულწასული მეხრე მიწაზე დაენარცხა და სული განუტევა. ხნულის გათხრისას დიდმოწამე გიორგის ქვაში ნაკვეთი ხატი გამოჩნდა, დღესაც აქ „დასარყულ“ მინდორზე წმ. გიორგის ბარელიეფში ნაკვეთი, ქვის ხატი დევს, რომლის შესახებაც ეუწყა გუთნის დედას სიზმრულ ჩვენებაში: ამოებრძანებინა, გაუხედნავ ხარებზე დაედგა და ღვთის ნებისათვის მიენდო, სადაც ხარები დაღლილნი დაწვებოდნენ იქ აეგოთ სარყეს მოპოვებული დიდმოწამე გიორგის სახელობის ეკლესია. ურემზე დაბრძანებული ხატით გაუხედნავმა უღლეულმა თრიალეთის ქედს მიაშურეს. სარკის ეკლესიისაკენ მიმავალი გზის შუა წელზე საჯვარედ წოდებული შესასვენებელი ადგილია. აქ შეჩერებულან ხარები, შეუსვენიათ და გზა განუგრძიათ. დღეს აქ მორწმუნენი ჩერდებიან, რომ ძალა მოკრებილნი კვლავ შეუდგნენ ეკლესიისაკენ მიმავალ გზას. ბოლოს ხარები არაქათგამოცლილნი დაწოლილან. იმ ადგილას სამი მონაზონი შეკრებილა, რომელთაც ღვთის შემწეობით აუგიათ სარყის წმ. გიორგის ეკლესია და მონასტერი დაუარსებიათ.

 

2. ყინწვისის სამონასტრო კომპლექსი, მე-13 საუკუნე. კომპლექსში შედის: წმ. ნიკოლოზის, ღვთისმშობლისა და მცირე ეკლესიები, გალავანი, კოშკი-სამრეკლო. ეკლესიის მოხატულობა შესრულებულია მე-13 საუკუნის დასაწყისში თამარის პირველი ვეზირის ანტონ გლონისთავისძის დაკვეთით. ჩრდილოეთ კედელზე გამოსახული არიან გიორგი III, თამარ მეფე და გიორგი ლაშა.

 

3. ორთუბნის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის დედათა მონასტერი ქარელის რაიონის სოფელ ორთუბანში, მძოვრეთის ციხე-დარბაზში მდებარეობს. ტაძარი მე-17 საუკუნით თარიღდება, ხოლო მე-18 საუკუნის II ნახევარში ტაძრის დასავლეთ კედელზე სამსართულიანი სამრეკვლო მიუშენებიათ. მონასტერი მეუფე იობის ლოცვა-კურთხევით ამოქმედდა 1997 წლის 27 ივნისს.

 

4. ქალაქი მონაზონთა "მზ(ძ)ოვრეთი", მე-10-21 საუკუნეები. ნაქალაქარი მძოვრეთი (ზოვრეთი) მდინარე ძამის მარჯვენა ნაპირზე, მაღალი მთის დავაკებაზე მდებარეობს. სახელწოდება "ზოვრეთი" (მძოვრეთი) წარმოადგება სიტყვა "საზუერედან" (ზუერის ადგილი), რაც საბაჟოს ნიშნავს. საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობაში ვკითხულობთ, რომ ქალაქი მდებარეობდა შიდა, ქვემო და ზემო ქართლის შემაერთებელ გზაზე. მე-10 საუკუნეში ძამელი მთავრის ადარნასეს რეზიდენცია იყო. მე-14-17 საუკუნეებში ფანასკერტელ-ციციშვილებმა სამწევრისიდან თავიანთი რეზიდენცია აქ გადმოიტანეს და ზოვრეთი სათავადოს პოლიტიკურ ცენტრად აქციეს. მე-18 საუკუნიდან ქალაქი დაქვეითებას განიცდის და იწოდება "მცირე ქალაქად". მე-19 საუკუნეში ციციშვილები ტოვებენ ამ ადგილს და ქალაქიც წყვეტს არსებობას. მის ნანგრევებზე ახალი სოფელი ორთუბანი გაშენდა. მეუფე იობის ლოცვა-კურთხევით, 2008 წლის 20 მაისს ასურელ მამათა სახელობის მონასტრად იკურთხა.

 

5. სარკინეთის მამათა მონასტერი - 2008 წელი. შიო მღვიმელის სახელობის კლდეში ნაკვეთ ტაძარს ულამაზესი გუმბათი ადგას. მომლოცველები ტაძრის გამო კლდეს წმინდას ეძახიან. აქ არის მეუფე იობის რეზიდენცია.

 

p.s. ბედნიერ მოგზაურობას გისურვებთ ❤

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე20.00
საქართველოს ბილიკებზე
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 17/11/18
    დაბრუნება
    • 17/11/18