ლომისა
ფოტო: Yasuhiro Kojima · CC BY-SA 4.0; Yasuhiro Kojima · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
"" გთავაზობთ, ერთდღიან ტურს, ლომისის წმინდა გიორგის ეკლესიის მოსალოცად, შემოდგომის ფერად ფერადი ფერებით და ულამაზესი პანორამების ხედებით ♥
გადადგი ერთი ნაბიჯი რეალობაში, მიიღე ბუნების სილამაზით გამოწვეული სიამოვნება და შთაბეჭდილებები❤
მოვინახულებთ:
✔ანანურის სამონასტრო კომპლექს.
✔ქვემო ლომისას ეკლესიას
✔ლომისის წმინდა გიორგის ეკლესიას
ტურის დეტალები:
✔შეხვედრის ადგილი - ქ.თბილისი რედისონთან არსებულ ველოსიპედთან.
✔შეხვედრის დრო - 07:00სთ
✔გასვლის დრო - 07:30სთ
✔უკან დაბრუნების დრო - 22:30სთ
✔ტურის სირთულე საშუალო 4-5კმ - პირადი მონაცემებიდან გამომდინარე
✔ტურში ჩაწერა ხდება წინასწარ.
✔გასვლამდე 3 დღით ადრე გადმორიცხული თანხა უკან არ ბრუნდება.
✔ტრანსპორტირება
✔გამყოლი „გიდი“
✔ფოტო გადაღება
✔პირველადი დახმარების აღმოჩენა საჭიროებისამებრ.
✔კვება, კვებას ვაგვარებთ ყველა ინდივიდუალურად შემდგომში საერთო პიკნიკის მოსაწყობად.
✔ტურში ჩაწერა ხდება წინასწარ.
დავითი -
ნატა -
ბედნიერ და წარმატებულ დღეს გისურვებთ ♥ ♥
თიანეთი — რა ტურებს გთავაზობთ
თიანეთის მიმართულებით ტური ჩვეულებრივ სიონის წყალსაცავს, უჯარმის ციხესა და ბოჭორმას აერთიანებს — ტრანსპორტით თბილისიდან და გიდით. გინდათ ერთი დღით, გინდათ ღამისთევით — დღეებს თქვენ ირჩევთ, მარშრუტს ჩვენ ვაწყობთ.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა ივნისი–სექტემბერი: დღისით 22–26°, ღამით გრილა — თბილისის სიცხისგან აქ გარბიან.
მაისსა და ოქტომბერში ლამაზი და მშვიდია, მაგრამ საღამოობით ცივა.
ზამთარი თოვლიანია, ზოგჯერ −10°-მდე ყინავს; ბოჭორმისა და სოფლების გრუნტის გზები ამ დროს რთულია.
რა ვნახოთ
- სიონის წყალსაცავი — დიდი ტბა თიანეთისკენ მიმავალ გზაზე, ზაფხულში ბანაობენ
- ბოჭორმის ციხე — X–XI საუკუნის ციხე-სიმაგრე მრგვალი ეკლესიით ივრის ხეობაში
- ერწოს ციხე — სამსართულიანი ციხე-კოშკი სოფელ მელიასხევთან
- საბადურის ტყე — ფიჭვნარი და წიფლნარი სასეირნო ბილიკებით, თბილისის გზაზე
- ჯალეთის ბაზილიკა — ძველი ეკლესია ივრის ხეობაში
- თიანეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი — ფშავისა და ერწო-თიანეთის ყოფა და არქეოლოგია
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან დაახლოებით 78 კმ-ია უჯარმისა და სიონის წყალსაცავის გავლით, 1,5 საათამდე. მარშრუტკა თიანეთში ისნის (სამგორის) სადგურიდან დადის, მგზავრობა დაახლოებით 2 საათია.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: თბილისიდან ვაზიანი–უჯარმა–სიონის გზით; ალტერნატივა — სამხედრო გზა ჟინვალამდე და იქიდან ბაზალეთის გავლით.
სად დავრჩეთ: საოჯახო სასტუმროები და კოტეჯები დაბასა და ახლომდებარე სოფლებში.
რა წავიღოთ: თბილი ტანსაცმელი საღამოსთვის, ზაფხულშიც; ბოჭორმისთვის — მაღალი გამავლობის მანქანა.
კავშირი: დაბაში ინტერნეტი კარგია, შორეულ სოფლებსა და ტყეში — არასტაბილური.