ოთხდღიანი ტური ტაო-ანტიოქია-მესოპოტამია!!!

ამ ტურის თარიღები გასულია

მსგავს ტურს შეგირჩევთ შენს თარიღებზე — მოგვწერე ან დაგვირეკე.

მოქმედი შეთავაზებები

ფოტო: Moonik · CC BY-SA 3.0; Arild Vågen · CC BY-SA 3.0; Arian Zwegers from Brussels, Belgium · CC BY 2.0 · Wikimedia Commons

მიმართულებათურქეთი
სეზონიმაისი, ივნისი, სექტემბერი, ოქტომბერი
ფრენა2 სთ
ვიზაარ სჭირდება
ფასიფასი — მოთხოვნით
ხანგრძლივობა4
ID45498

ტურის შესახებ

????ჩვენი ტურები უძველესი ცივილიზაციების კვალდაკვალ გრძელდება❗
ტაო - ანტიოქია - მესოპოტამია❗

წამო ქალდეველთა ქვეყანაში ჩვენთან ერთად და აღმოაჩინე ადამიანები, რომლებიც საუკუნეების წინანდელი ტრადიციებით ცხოვრობენ დღესაც ????????????????????

???? ტაო-ანტიოქია-მესოპოტამია!!!

08:00 საათზე თბილისიდან, ველოსიპედების ძეგლი

✔️პირველი დღე: თბილისი ➡️ ადიამანი 1070 კმ.
???? 08:00 საათზე გასვლა თბილისიდან
???? 11:00 საათზე საზღვრის კვეთა ვალეს საბაჟო-გამშვები პუნქტიდან.
???? 15:00 ბანა
???? 17:00 ოლთისის ციხე
???? 19:00 გამგზავრება ადიამანის მიმართულებით

✔️მეორე დღე: ადიამანი ➡️ ნემრუთის მთა
???? 07:00 ჩასვლა ადიამანში
???? 08:00 განთავსება სასტუმროში
???? 12:00 ვიწყებთ ნემრუთის ეროვნული პარკის ტურს
???? 13:30 ქაჰთის ციხე
???? 15:00 არსემეია
???? 17:00 ნემრუთის მთა - ნემრუთ დაგი
???? 20:00 მზის ჩასვლის ულამაზესი წერტილი.
???? ნემრუთის მთა - ნემრუთ დაგი - შესანიშნავი მაგალითი განსხვავებული რელიგიებისა და კულტურის შერწყმის….
???? ნემრუთის მთა ადგილის სადაც გიგანტური ქანდაკებები ეძღვნება ღმერთებს...აპოლო-მითრა-ჰელიოს-ჰერმესს... კომაგენის ქალ - ღმერთ თიჩეს...ზევს-ორომასდესს...თვით ანტიოქოსს..ჰერაკლე-არტაგნეს-ატესს...
???? ზღვის დონიდან 2134 მეტრზე, მდებარეობს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული არქეოლოგიური ძეგლი. ???? 1881 წელს ნემრუტ-დაგი აღმოაჩინა გერმანელმა ინჟინერმა კარლო რესტერმა, რომელიც მეფე ანტიოქოს I სამარხს ეძებდა, მაგრამ ვერ მიაგნო.
???? ნემრუთის მთა შესანიშნავი მაგალითია განსხვავებული რელიგიებისა და კულტურის შერწყმისა.
????კომაგენის მეფე ანტიოქოს I-მა, დაახლ. ძვ.წ 62 წელს ააგო თავისთვის სამარხი-სამლოცველო, რომელიც დამშვენებული იყო 8-9 მეტრის სიმაღლის ქანდაკებებით, მათ შორისაა 2 არწივი, 2 ლომი და ბერძნული, სომხური, ირანული პანთეონის ღმერთები.
???? აქ აღმოჩენილი ბერძნული წარწერა მოგვითხრობს, რომ მეფე ანტიოქოს I დაკრძალულია ნემრუთის მთის სამარხში, რომელიც მოხსენიებულია როგორც “მისი სამეფოს სახურავი”.

✔️მესამე დღე: ადიამანი ➡️ მარდინი
???? 07:00 საუზმე სასტუმროში
???? 07:30 გასვლა მარდინის მიმართულებით
???? 10:00 მარდინი (მოვინახულებთ მარდინის ისტორიულ ნაწილს) გექნებათ თავისუფალი დრო შოპინგისთვის.
???? მარდინი - აღმოსავლური კულტურის სარკმელი.
???? ეს ქალაქი ცნობილია თავისი ულამაზესი არქიტექტურით.
???? მარდინში პირველი მოსახლეები იყვნენ ასურელები, რომლებიც აქ მესამე საუკუნეში ჩამოვიდნენ.
???? ქალაქის ტერიტორიაზე არსებობს მრავალი ეკლესია და მონასტერი, მათ შორის, რომლებიც ადრეული ქრისტიანების მიერაა აგებული.
???? თუმცა ეს ტერიტორია შედიოდა ისეთი უძველესი სამეფოების შემადგენლობაში, როგორიც იყო ურარტუს, აქემენიდებისა თუ ასურეთის სამეფო.
???? მარდინი არამეულად ითარგმნება როგორც "ციხე".
???? 12:00 ტურ-აბდინი - მესოპოტამიის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე აღმოსავლეთის მონაზვნობის უძველესი ცენტრი, რომლის სახელიც „თაყვანისცემის მთად“ ითარგმნება.
???? 14:00 წმინდა გაბრიელის მონასტერი - მორ გაბრიელი - ტურ-აბდინის სულიერი ცენტრი.
???? სპეციალისტების შეფასებით, ეს არის ერთ-ერთი უძველესი მოქმედი ქრისტიანული მონასტერი მსოფლიოში.
???? 16:00 დეირულზაფარანის ანუ ელ-ზაფარანის მონასტერი - რომელიც ქალაქ მარდინიდან 5-6 კმ-ით არის დაშორებული. იგი ააშენეს მზის წარმართული ტაძრის ადგილას, რომლის ნაკვალევი სავანის ქვედა ტაძარშია შემორჩენილი. ეს მონასტერიც უძველესია.
???? 18:00 ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია
???? 21:00 ღამის მარდინში გასეირნების შემდეგ გამოვემგზავრებით თბილისისკენ თორთუმის გზით და მოვინახულებთ ტაო - კლარჯეთის ძეგლებს.

✔️მეოთხე დღე: მარდინი ➡️ თორთუმი ➡️ თბილისი
???? 09:00 ხახული
???? 10:30 ოშკი
???? 11:30 თორთუმის ჩანჩქერი
???? 12:30 თორთუმის ციხე
????დაახლოებით 23:00 საათზე დაბრუნება თბილისში.

???? ტრანსპორტირება VIP კლასის მიკროავტობუსით (Wi Fi, ორი მძღოლი)
???? სასტუმრო 3* Unal Hotel
???? საუზმე სასტუმროში - შვედური მაგიდა
???? შიდა ექსკურსიები
???? ქართულენოვანი გიდი გაუძღვება ტურს თბილისიდან
???? ფოტოგადაღება

????მუზეუმის ბილეთები ჯამში 20-30 თურქული ლირა = 13-
????შუადღის და საღამოს კვება დღეში დაახლოებით 20-30 ლირა

❗ მიკროავტობუსი აღჭურვილია უფასო ინტერნეტით✔️ ინდივიდუალური კონდიცირებით✔️ ინდივიდუალური აუდიო სისტემით✔️ ინდივიდუალური განათებებით✔️ კომფორტული მოძრავი სავარძლებით✔️ მონიტორებით მარშუტის შესაბამისი ვიდეო მასალებით✔️
❗საზღვრის კვეთა შესაძლებელია როგორც საზღვარგარეთის პასპორტით, ასევე აიდი ბარადით მოქმედების, ვადა მინიმუმ 6 თვე❗

❌ტრანსპორტში აკრძალულია კვება❗ მოწევა❗ და ალკოჰოლის მიღება❗

❌ალკოჰოლის მიღება სასტიკად აკრძალულია ასევე შესვენების დროს.

✔️გაჩერეები ხდება კვების ობიექტებთან, სადაც შეგიძლიათ შეუკვეთოთ ან თქვენი საკვები მიირთვათ.
-------------------------------------------

ოპერატორი: მარიამი

თურქეთი — რა ტურებს გთავაზობთ

ტურები თურქეთში: ანტალია, ალანია, კემერი, ბელეკი, ბოდრუმი, სტამბოლი და კაპადოკია — ფრენით, all inclusive სასტუმროთი და ტრანსფერით. ვიზის გარეშე, ID ბარათითაც.

როდის წავიდეთ

საზღვაო სეზონი: მაისის ბოლოდან ოქტომბრამდე. საუკეთესოა ივნისი და სექტემბერი–ოქტომბრის დასაწყისი: თბილი ზღვა, ნაკლები სიცხე.
ივლისი–აგვისტო: ყველაზე ცხელი (35°+) და ძვირი პერიოდი, თუმცა სკოლის არდადეგებისთვის ყველაზე პოპულარული.
სტამბოლი და კაპადოკია: საუკეთესოა აპრილი–ივნისი და სექტემბერი–ნოემბერი.

რა ვნახოთ

  • სტამბოლი — აია სოფია, ცისფერი მეჩეთი, ტოპკაპის სასახლე და კრუიზი ბოსფორზე
  • კაპადოკია — ჰაერის ბუშტები გამთენიისას და გამოქვაბულის სასტუმროები
  • პამუკალე და ჰიერაპოლისი — თეთრი ტრავერტინის ტერასები და ანტიკური ქალაქი
  • ეფესო — რომაული ქალაქის ნანგრევები კუშადასთან ახლოს
  • ანტალიის კალეიჩი — ძველი ქალაქი, ნავსადგური და ადრიანეს კარიბჭე
  • ბოდრუმი — თეთრი სახლები, ციხე და იახტები

როგორ მივიდეთ

თბილისიდან სტამბოლამდე პირდაპირი რეისი მთელი წლის განმავლობაშია, დაახლოებით 2 საათი. ზაფხულის სეზონზე პირდაპირ დაფრინავს ანტალიაშიც (დაახლოებით 2,5 საათი). სხვა კურორტებზე — სტამბოლის გავლით.
ხმელეთით: სარფის საბაჟოდან ტრაპზონამდე და შავი ზღვის სანაპიროზე.

პრაქტიკული ინფორმაცია

ვიზა: საქართველოს მოქალაქეს ვიზა არ სჭირდება; შეიძლება როგორც პასპორტით, ისე ID ბარათით.
ვალუტა: თურქული ლირა (TRY). ბარათით გადახდა თითქმის ყველგანაა; კურორტებზე იღებენ ევროს და დოლარსაც.
ენა: თურქული; კურორტებზე — ინგლისური და რუსული.
დრო: თბილისზე 1 საათით უკან.
სხვა: ქართული ნომრის როუმინგი შეიძლება ძვირი იყოს — გამოიყენეთ ადგილობრივი SIM ან eSIM.

თურქეთი: გზამკვლევი
თურქეთი

ხშირი კითხვები

შეიძლება თუ არა თურქეთში ID ბარათით წასვლა?
კი, საქართველოს მოქალაქეს ვიზა არ სჭირდება და შეუძლია იმოგზაუროს როგორც პასპორტით, ისე ID ბარათით.
როდის არის საზღვაო სეზონი?
მაისის ბოლოდან ოქტომბრამდე. ყველაზე კომფორტულია ივნისი და სექტემბერი; ივლისი–აგვისტო ყველაზე ცხელი და ძვირია.
რომელი კურორტი ავირჩიო?
ანტალია და ლარა — ქალაქთან ახლოს; კემერი — მთები და სუფთა ზღვა; ბელეკი — ლუქს სასტუმროები; სიდე და ალანია — ფართო პლაჟები და ხელმისაწვდომი ფასები; ბოდრუმი — ეგეოსის ზღვა და ბუტიკ სასტუმროები.
რამდენი ხანი მიფრინავს?
თბილისიდან სტამბოლამდე დაახლოებით 2 საათი, ანტალიამდე (სეზონზე, პირდაპირი რეისით) დაახლოებით 2,5 საათი.
რა შედის ტურპაკეტში?
ჩვეულებრივ: ორმხრივი ფრენა, ბარგი, სასტუმრო არჩეული კვებით (ხშირად all inclusive), ტრანსფერი და სამოგზაურო დაზღვევა.
რა ვალუტა გამოვიყენო?
ადგილზე — თურქული ლირა; ბარათით გადახდა თითქმის ყველგანაა, კურორტებზე იღებენ ევროსა და დოლარსაც.
მოითხოვე შეთავაზება

ჩაწერე ქვეყანა, ქალაქი ან სასტუმრო — მაგ. კვიპროსი, ბათუმი, დუბაი.