national delicacy

თბილისი-მცხეთის ერთ დღიანი დაუვიწყარი ტური

  • ID: 44995
  • ნახვები: 6897
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 11/09/18
    დაბრუნება
    • 06/03/20
დამატებითი ინფორმაცია

ეწვიეთ მცხეთისა და თბილისის ისტორიულ ნაწილებს კავა ტურის ერთდღიან ტურთში და იგრძენით ორი ისტორიული ქალაქის ხიბლი, დააგემოვნეთ ქართული სამზარეულოს შედევრები და გაატარეთ დაუვიწყარი დღე.

ჩვენი გიდი და მძღოლი მოგაკითხავენ თქვენთვის ხელსაყრელ ადგილას. ტური დაიწყება სამების საკათედრო ტაძრის მონახულებით (ერთ-ერთი უდიდესი მართლმადიდებლური ტაძარი მსოფლიოში) და გაგრძელდება რიყის პარკსა და მშვიდობის ხიდზე. ტური გრძელდება საბაგირო გზით, რომელიც აკავშირებს რიყის პარკსა და ნარიყალას ციხესიმაგრეს.  შემდეგ ვეწვევით აბანოთუბანს, სადაც ვნახავთ ლეღვახევის ხეობასა და ჩანჩქერს. ამის შემდეგ, წავალთ მშრალი ხიდის ცნობილ ანტიკვარიატის ბაზარში, სადაც აღმოვაჩენთ იშვიათ ნიმუშებს. ტურს ქართული კულინარიული კერძების დაგემოვნებით ვაგრძელებთ ადგილობრივ რესტორანში, ხოლო სადილის შემდეგ, მანქანით გავემართებით მცხეთაში, ერთ-ერთ უძველეს ქართულ რელიგიურ და კულტურულ ცენტრში. ვეწვევით ჯვრის მონასტერს, რომელიც ადრეულ შუასაუკუნეებშია აშენებული. ვიხილავთ არაგვისა და მტკვრის შენაერთს, საიდანაც განსაკუთრებულად ლამაზი ხედი იშლება. ბოლოს ვეწვევით სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარს (აშენებული მე -11 საუკუნეში). მცხეთაში შეგიძლიათ შეიძინოთ სუვენირები, დააგემოვნოთ ქართული კერძები და გასინჯოთ ადგილობრივი ღვინო. ტურს დავასრულებთ თბილისში.

ტურის ხანგრძლივობა: 8-9 საათი.

ფასი 54 ლარიდან.

ფასში შედის:
1. ღირსშესანიშნაობების დათვალიერება გიდთან ერთად.
2. სასტუმროდან წაყვანა და უკან დატოვება.
3. მანქანით ტრანსპორტირება.
4. საბაგიროს ბილეთის ფასი.
5. სადილი ადგილობრივ რესტორანში (ალკოჰოლის გარეშე).

დაგვიკავშირდით:
+995 597 75 56 50
+ 322 38 88 74

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე54.00
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 11/09/18
    დაბრუნება
    • 06/03/20