შემოდგომის ძამას ხეობა <
ფოტო: Jaba1977 · CC BY-SA 4.0; Archil sutiashvili · CC BY-SA 4.0; Jaba1977 · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
ტურის ფარგლებში მოვინახულებთ:
ყინწვისის მამათა მონასტერს
ორთუბნის დედათა მონასტერს (ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია)
მზოვრეთის მამათა მონასტერს (საფეხმავლო ჯამში 4კმ)
სარკინეთის კლდეში ნაკვეთ ეკლესიას (წმ. შიო მღვიმელის სახელობის)
ბატეთის ტბას - (საფეხმავლო ჯამში 7კმ. საშუალო სირთულის)
ტრანსპორტირება
გამყოლი (გიდი)
ფოტო გადაღება
პირველადი დახმარების აღმოჩენა საჭიროებისამებრ.
კვება, საკვები მოაქვს ყველას ინდივიდუალურად, შემდგომში საერთო პიკნიკის მოსაწყობად.
გასათვალისწინებელი ფაქტორები:
◽ვითვალისწინებთ ორგანიზატორის მითითებებს, ვმოქმედებთ ჯგუფურად.
◾ ვუფრთხილდებით გარემოს, არ ვანაგვიანებთ.
◽ვიცვამთ კომფორტულად, თან იქონიეთ - ქუდი, წყალი. უამინდობის შემთხვევაში კი - საწვიმარი, თბილი მოსაცმელი.
◾ ვართ პოზიტიურები და ერთად ვქმნით მეგობრულ გარემოს.
◽ დანიშნულების ადგილზე მოსვლისას მოვახდენთ თერმოსკრინინგს.
◾ მგზავრობისას უნდა გეკეთოთ პირბადე.
შეხვედრის ადგილი: ქ.თბილისი, რედისონთან არსებულ ველოსიპედის ძეგლთან.
შეხვედრის დრო: 06:30
გასვლის დრო: 07:00
დაბრუნების დრო: 22:00
ბედნიერ და წარმატებულ დღეს გისურვებთ.
Onesteptraveler ????
ქარელი — რა ტურებს გთავაზობთ
ქარელის ტაძრებს ჩვეულებრივ გორისა და უფლისციხის ტურს ან ბორჯომისკენ მიმავალ მარშრუტს ვუმატებთ — ტრანსპორტით და გიდით. დღეს და ტემპს თქვენ ირჩევთ.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა აპრილი–მაისი, როცა ბაღები ყვავის, და სექტემბერი–ოქტომბერი — ვაშლისა და ატმის მოსავლის დრო, 18–24°.
ივლის-აგვისტოში ცხელა, 30°-ზე მეტი.
ზამთარი შედარებით ცივი და მშრალია; ყინწვისამდე გზა ჩვეულებრივ სავალია.
რა ვნახოთ
- ყინწვისის მონასტერი — XII–XIII საუკუნეების ტაძარი, სადაც თამარ მეფის ერთ-ერთი ცნობილი ფრესკული პორტრეტია
- რუისის საკათედრო ტაძარი — ძველი საეპისკოპოსო ტაძარი, ქარელიდან რამდენიმე კილომეტრში
- ურბნისი — ანტიკური ქალაქის ნაშთები და VI საუკუნის ბაზილიკა
- სამწევრისი — VII საუკუნის პატარა გუმბათოვანი ეკლესია ხეობის თავზე
- ძამას ხეობა — ტყიანი ხეობა სოფლებითა და ძველი ეკლესიებით
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან დაახლოებით 95 კმ-ია, 1,15–1,5 საათი; გორიდან — 20 კმ-მდე. მარშრუტკები დიდუბის სადგურიდან გადის, მგზავრობა დაახლოებით 1,5 საათია; დასავლეთის მიმართულების ზოგი მატარებელიც ჩერდება ქარელში.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: E60 მაგისტრალი გორის გავლით; ქარელი ტრასიდან ცოტა ჩრდილოეთითაა.
სად დავრჩეთ: ქალაქში რამდენიმე საოჯახო სასტუმროა; მეტი არჩევანია გორსა და ბორჯომში.
რა წავიღოთ: ეკლესიებისთვის ქალებს — თავსაფარი და ქვედაბოლო.
კავშირი: ქალაქსა და ტრასაზე ინტერნეტი კარგია.