national delicacy

ხევსურეთი: შატილი, მუცო - სეზონის ბოლო ტური, 15 სექტემბერი

  • ID: 44784
  • ნახვები: 4962
complogo
საქართველოს ბილიკებზე
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 15/09/18
    დაბრუნება
    • 15/09/18
დამატებითი ინფორმაცია

,,საქართველო ბილიკებზე" გთავაზობთ ერთ დღიან ტურს პირიქითა ხევსურეთში.

1. დათვისჯვრის უღელტეხილი (ზღვის დონიდან 2676 მ. )
2. მუცო 
3. ანატორის აკლდამები
4. შატილი
5. გუროს ნაწვეთარი
6. ლებაისკარის კოშკი

✔ 15 სექტემბერი, შაბათი.
✔ ტურის ღირებულება: 30 ლარი

ფეხით სასიარულო მხოლოდ მუცოზე 800 მ. ჩაიცვით მოხერხებული ფეხსაცმელი.

ტურის ღირებულებაში შედის:
გამყოლი
მგზავრობა მიკროავტობუსით 
ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი).

⏰ ვიკრიბებით: 
მეტრო რუსთავლეთან. რედისონი - ველოსიპედის ძეგლთან 6:20
სთ. გავდივართ 6:30 სთ.

(დაგვიანებულებს ვერ დაველოდებით, რადგან ტური გათვლილია დროში. მეტრო მუშაობს დილის 6:00 სთ-დან. 
20 - 30 წუთში ნებისმიერი მეტრო სადგურიდან თავისუფლად მოხვალთ რუსათველზე.)

საკვები, წყალი და ა.შ. შეიძინეთ წინა დღით. დილით მაღაზიაში არ გავჩერდებით, დრო რომ არ დავკარგოთ.

კვება მოგვაქვს ინდივიდუალურად. 
ერთად ვიპიკნიკებთ ბუნებაში.

ყოველის შემთხვევისთვის იქონიეთ თბილი მოსაცმელი. დათვიჯვარის უღელტეხილზე სიგრილეა.

წამოსვლისას შეიძლება მეტროს ვერ ჩამოვუსწროთ და გაითვალისწინეთ. 

ტურზე რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში ან დაგვიკავშირდით ნომერზე 555 40 76 50 ანი

ტურის მსვლელობისას ვითვალისწინებთ შემდეგ წესებს: 
⌚ არ ვაგვიანებთ
არ ვეწევით მიკროავტობუსში
არ მოვდივართ ტურზე ნასვამ მდგომარეობაში
აკრძალულია ალკოჰოლური სასმლის მიღება ტრანსპორტში.
⚠️ ვემორჩილებით გამყოლს.წინააღმდეგ შემთხვევაში ურჩი მონაწილის წინაშე ვიხსნით ყველანაირ პასუხისმგებლობას. 

ტურის გამართვამდე რამდენიმე დღით ადრე დაგიკავშირდებით და მოგაწვდით საბანკო ანგარიშის ნომრებს, რომელზეც უნდა აუცილებლად განახორციელოთ ჩარიცხვა მაქსიმუმ მომდევნო სამუშაო დღის ბოლომდე. ჩარიცხვის შემდეგ, გთხოვთ, აუცილებლად შეგვატყობინოთ სახელი და გვარი, შეტანილი თანხა, ტურის დასახელება და ასევე აუცილებლად შეინახეთ ქვითარი. გაცნობებთ, რომ წამომსვლელთა გარანტირებულ სიაში მოსახვედრად ა-უ-ც-ი-ლ-ე-ბ-ე-ლ-ი-ა მომეცმულ ვადაში განახორციელოთ ჩარიცხვა. წინააღმდეგ შემთხვევაში გადახვალთ სარეზერვო სიაში და შესაძლოა ვერ მოხვდეთ წამომსვლელთა შორის. ჩარიცხული თანხა უკან დაბრუნდება მხოლოდ ისეთ იშვიათ ფორსმაჟორულ სიტუაციაში, როდესაც იძულებული ვიქნებით ტური გავაუქმოთ. თანხასთან დაკავშირებით არ მიიღება პრეტენზიები: "ხელზე მოვიტან", "ბანკში მისვლა მეზარება", "ქუჩაში გასვლა მეზარება", "სამსახურიდან ვერ გამოვალ", "არ ვიცი როგორ დავრიცხო და ვერ მოვახერხებ" და ა.შ. ჩვენი facebook გვერდის მარცხენა მთავარ მენიუში აირჩიეთ სულ ქვედა ღილაკი: ჩანაწერები (Notes) და ნახავთ ჩარიცხვის ძალიან დეტალურ და გასაგებ ინსტრუქციებს სხვადასხვა მეთოდებით. ამასთანავე, თუ ვერ გაერკვიეთ მაინც, მზად ვართ ყველანაირად დაგეხმაროთ გადარიცხვის შესრულებაში.

✔ დათვისჯვარი, დათვის-ჯვარისღელე, დათვისჯვარისღელე — უღელტეხილი საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, დუშეთის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედზე, ზღვის დონიდან 2676 მ. აგებულია იურული თიხაფიქლებით. შემოსილია ალპური მდელოებით. სამანქანო გზით აკავშირებს ხევსურეთის არაგვის ხეობას (პირაქეთა ხევსურეთი) არღუნის ხეობასთან (პირიქითა ხევსურეთი).

✔ მუცო მდებარეობს მდ. არდოტის (არდოტისწყალი) მარჯვენა ნაპირზე. პირიქითა ხევსურეთის შემორჩენილი ნასახლარებიდან უძველესია. 1769 წ. გადაუწვავთ და ნანგრევებათ უქცევიათ, ხოლო 1820 წ. შამილის მოლაშქრეების შემოსევის შემდეგ ციხე-სოფელში სიცოცხლე თითქმის აღარ განახლებულა. მუცოს ნასოფლარის ძეგლებია: I. ბორჩაშვილების ციხე-სახლი II. ბროლისკალოს წმინდა გიორგის ხატი III. თორღვაის კოშკი IV. თორღვაის ციხე-სახლი V. კოშკიანი ციხე-სახლი VI. ჩოლოყაანთ კოშკი 

✔ ანატორის აკლდამები მდებარეობს მდ. არღუნისა და მუცოსწყლის შესართავთან. გადმოცემის თანახმად, ჟამმოდებული სისაურების გვარის სოფელიდან, რომელიც დაავადებამ დაახლოებით XVI-XVIII საუკუნეებში იმსხვერპლა, სნეულები აკლდამაში მიდიოდნენ და განმარტოებით ელოდნენ სიკვდილს. მოტივაცია სხვისთვის სიცოცხლის შენარჩუნება იყო.

✔ შატილი X-XI ს.ს. — ქართული სამშენებლო ხელოვნების ერთ-ერთი ბრწყინვალე, უნიკალური ძეგლია. კლდეზე შეფენილი სოფელი ერთდროულად საცხოვრებელიც იყო და ციხესიმაგრეც, იგი საუკუნეთა მანძილზე დარაჯობდა საქართველოს ჩრდილოეთ გადმოსასვლელებს (ამჟამად აღდგენილია). მდებარეობს მდ. არღუნის და შატილისწყლის (შატილურა) შესართავთან, არღუნის მარცხენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 1400 მ. 

✔ ლებაისკარი — შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, თუშეთ-ხევსურეთში გავრცელებული საცხოვრებელი ციხე-სახლის ერთ-ერთი ნიმუში. მდებარეობს სოფელი ლებაისკართან (პირიქითა ხევსურეთი), შატილის გზაზე.

p.s. ბედნიერ მოგზაურობას გისურვებთ ❤

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე30.00
საქართველოს ბილიკებზე
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 15/09/18
    დაბრუნება
    • 15/09/18