თუშეთის დღიანი ტური
ფოტო: Alex Maisuradze · CC BY-SA 3.0; Moahim · CC BY-SA 4.0; Moahim · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
ტური განხორციელდება: 14-15-16 (პარასკევი-შაბათი-კვირა) სექტემბერს
ტურის სირთულე: საშუალო
ტურის საფასური:
ტურის სახეობა: კულტურულ-შემეცნებითი, ექსტრემალური
ტურის აღწერა:
I დღე
03:30 საათზე შეკრება
04:00 გასვლა თბილისიდან (რუსთაველის მოედანი, ველოსიპედის ძეგლიდან)
აბანოსუღელტეხილი (ზღვის დონიდან 2950 მ.
ომალო (ომალოს მუზეუმი, ვიზიტორთა ცენტრი)
შენაქო
დიკლო
კესელოს ციხეები
ქუეს გადასახედი
დაბინავება საოჯახო სასტუმროში
II დღე
09:00 საათზე საოჯახო სასტუმროდან გასვლა
დართლო
კვავლო (700მ. საშუალო სირთულის გზა. აღმართზე სასიარულო)
ფარსმა
ჭეშო
გირევი
დაბინავება საოჯახო სასტუმროში (,,მირგველაში'')
III დღე
08:30 საოჯახო სასტუმროდან გასვლა
ბოჭორნა (ყველაზე მაღალი დასახელება ევროპაში, ზღვის დონიდან 2450 მ.)
ნიამორების გადასახედი
23:30 დაბრუნება თბილისში
ტურის საფასურში გათვალისწინებულია:
- სატრანსპორტო მომსახურება(დელიკა);
- გამოცდილი გამყოლები;
- საოჯახო სასტუმროში განთავსება (3 დღე / 2 ღამე);
- გასართობი პროგრამა.
დამატებითი ინფორმაცია:
სადილი და ვახშამი ინდივიდუალურად
მოსახერხებელი და შესაფერისი ჩაცმულობა, თბილი ტანსაცმელი; კომფორტული, სალაშქრო ფეხსაცმელი; მზისგან დამცავი; კეპი;
დაუშვებელია გზაში დალევა და გამყოლთან ურჩობა
იყავი გამორჩეული, ფენომენალურ ტურებს
???? სიაში ჩასაწერად ან დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშიირდით:
???? გიორგი
???? ნინი
თუშეთი — რა ტურებს გთავაზობთ
თუშეთის ტური ჩვეულებრივ 3–5 დღეა: ჯიპი მძღოლით თბილისიდან ან ალვანიდან, ღამეები გესტჰაუსებში კვებით, სურვილისამებრ — გიდი და ცხენები ლაშქრობისთვის. თარიღებს უღელტეხილის სეზონს მოვარგებთ.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა ივლისი–აგვისტო: დღისით 20–24°, ღამით 8–12°, ბილიკები და უღელტეხილები ღიაა; აგვისტოში ომალოში თუშეთობა იმართება.
ივნისსა და სექტემბერში ნაკლები ხალხია, მაგრამ ამინდი ცვალებადია და უღელტეხილზე შეიძლება თოვლი დაგხვდეთ.
აბანოს გზა, ჩვეულებრივ, მაისის ბოლოს ან ივნისში იხსნება და ოქტომბერში იკეტება; ზამთარში თუშეთი მოწყვეტილია და სოფლებში თითქმის არავინ რჩება.
რა ვნახოთ
- ომალო და კესელოს ციხე — თუშეთის მთავარი სოფელი და აღდგენილი თავდაცვითი კოშკები ზემო ომალოს თავზე
- დართლო — ფიქლის სახლებითა და კოშკებით აშენებული სოფელი პირიქითა ალაზნის ხეობაში
- შენაქო — სოფელი XIX საუკუნის სამების ეკლესიითა და ხეობის ხედით
- დიკლო — ციხე კლდის კიდეზე, დაღესტნის საზღვართან ახლოს
- ფარსმა და გირევი — პირიქითის შორეული სოფლები და ხევსურეთისკენ ლაშქრობის დასაწყისი
- თუშეთის ეროვნული პარკი — ალპური საძოვრები, ფიჭვნარი და მრავალდღიანი სალაშქრო მარშრუტები
როგორ მივიდეთ
თბილისიდან ახმეტის გავლით ფშაველამდე დაახლოებით 140 კმ-ია (2,5 საათი), იქიდან ომალომდე — კიდევ 70–72 კმ და 4–5 საათი ჯიპით. ზაფხულში ჯიპ-ტაქსები ალვანიდან და თელავიდან დადის; საკუთარი მანქანით მხოლოდ გამოცდილ მძღოლს ვურჩევთ.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: მხოლოდ მაღალი გამავლობის მანქანით და გამოცდილი მძღოლით; გრუნტის გზა უფსკრულის პირას, აბანოს უღელტეხილზე თითქმის 2900 მეტრამდე ადის.
სად დავრჩეთ: ომალოში, დართლოსა და შენაქოში — საოჯახო გესტჰაუსები, ზოგი კოშკის გვერდით.
რა წავიღოთ: თბილი ტანსაცმელი, საწვიმარი, სალაშქრო ფეხსაცმელი, მედიკამენტები და ნაღდი ფული — ბანკომატი არ არის.
კავშირი: სიგნალი ომალოში და ზოგ სოფელშია, ბილიკებზე ხშირად არ არის.