national delicacy

მოდინახე, კაცხის სვეტი, სამცვერა და ა.შ.

  • ID: 44464
  • ნახვები: 6938
complogo
საქართველოს ბილიკებზე
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 25/08/18
    დაბრუნება
    • 25/08/18
დამატებითი ინფორმაცია

,,საქართველოს ბილიკებზე" გთავაზობთ ერთ დღიან ულამაზეს ტურს.

1. მოდინახეს ციხე - XVIII ს.
2. მღვიმევის დედათა მონასტერი - XIII ს.
3. საბაგირო (ხედები ჭიათურაზე)
4. ღურღუმელას ტბა
5. კაცხის მაცხოვრის სახ. ტაძარი - XI ს.
6. კაცხის სვეტი
7. სამცვერას ჩანჩქერი

✔ 25 აგვისტო, შაბათი.
✔ ტურის ღირებულება: 23 ლარი

ფეხით სასიარულო ჯამში 3კმ მარტივი

⏰ ვიკრიბებით: 
მეტრო რუსთავლეთან. რედისონი - ველოსიპედის ძეგლთან 6:20 სთ. გავდივართ 6:40 სთ
( გთხოვთ არ დააგვიანოთ, რადგან გასვლისას ვინც არ იქნება ვერ დაველოდებით)

ტურის ღირებულებაში შედის:
გამყოლი
მგზავრობა მიკროავტობუსით
ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი).

ტურზე რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში ან დაგვიკავშირდით ნომერზე 555 40 76 50 ანი

ტურის მსვლელობისას ვითვალისწინებთ შემდეგ წესებს:
⌚ არ ვაგვიანებთ
არ ვეწევით მიკროავტობუსში
არ მოვდივართ ტურზე ნასვამ მდგომარეობაში
აკრძალულია ალკოჰოლური სასმლის მიღება ტრანსპორტში.
⚠️ ვემორჩილებით გამყოლს.წინააღმდეგ შემთხვევაში ურჩი მონაწილის წინაშე ვიხსნით ყველანაირ პასუხისმგებლობას.

ტურის გამართვამდე რამდენიმე დღით ადრე დაგიკავშირდებით და მოგაწვდით საბანკო ანგარიშის ნომრებს, რომელზეც უნდა აუცილებლად განახორციელოთ ჩარიცხვა მაქსიმუმ მომდევნო სამუშაო დღის ბოლომდე. ჩარიცხვის შემდეგ, გთხოვთ, აუცილებლად შეგვატყობინოთ სახელი და გვარი, შეტანილი თანხა, ტურის დასახელება და ასევე აუცილებლად შეინახეთ ქვითარი. გაცნობებთ, რომ წამომსვლელთა გარანტირებულ სიაში მოსახვედრად ა-უ-ც-ი-ლ-ე-ბ-ე-ლ-ი-ა მომეცმულ ვადაში განახორციელოთ ჩარიცხვა. წინააღმდეგ შემთხვევაში გადახვალთ სარეზერვო სიაში და შესაძლოა ვერ მოხვდეთ წამომსვლელთა შორის. ჩარიცხული თანხა უკან დაბრუნდება მხოლოდ ისეთ იშვიათ ფორსმაჟორულ სიტუაციაში, როდესაც იძულებული ვიქნებით ტური გავაუქმოთ. თანხასთან დაკავშირებით არ მიიღება პრეტენზიები: "ხელზე მოვიტან", "ბანკში მისვლა მეზარება", "ქუჩაში გასვლა მეზარება", "სამსახურიდან ვერ გამოვალ", "არ ვიცი როგორ დავრიცხო და ვერ მოვახერხებ" და ა.შ. ჩვენი facebook გვერდის მარცხენა მთავარ მენიუში აირჩიეთ სულ ქვედა ღილაკი: ჩანაწერები (Notes) და ნახავთ ჩარიცხვის ძალიან დეტალურ და გასაგებ ინსტრუქციებს სხვადასხვა მეთოდებით. ამასთანავე, თუ ვერ გაერკვიეთ მაინც, მზად ვართ ყველანაირად დაგეხმაროთ გადარიცხვის შესრულებაში.

1. მოდინახეს ციხე - XVIII ს. გადმოცემის თანახმად, სასიმამროს (დავით აბაშიძეს) პაპუნა წერეთელისათვის უარი უთქვამს ქალიშვილის გატანებაზე, მიზეზად კი ის დაუსახელებია, რომ მას ციხე არ ჰქონდა. ამის შემდეგ პაპუნა წერეთელს ციხე აუშენებია და სასიმამროსთვის შეუთვლია „მოდი ნახეო“. სხვადასხვა დროს ეკუთვნოდა ფალავანდიშვილების და საჩხერელი წერეთლების ფეოდალურ საგვარეულოებს. 1735 წელს მოდინახეს ციხეში თავს აფარებდა იმერეთის მსხვილი ფეოდალი პაპუნა წერეთელი, რომელიც მეფეს აუჯანყდა. იმერეთის მეფე ალექსანდრე V-მ რამდენიმეჯერ სცადა ციხის აღება, მაგრამ უშედეგოდ. 1766 წელს, იმერეთში ოსმალთა ლაშქრობის დროს, მოდინახეს ციხეში გაიხიზნა მეფე სოლომონ I. 1767 წელს წერეთლების ფეოდალურმა საგვარეულომ მოდინახეს ციხე მეფეს დაუთმო. იმერეთის აჯანყების (1810) დროს მოდინახეს ციხე აჯანყებულებს ეკავათ. იმავე წლის მარტში რუსული არმიის ნაწილებმა აიღეს და იქ თავისი გარნიზონი ჩააყენეს. შემდგომში მოდინახეს ციხემ დაკარგა სტრატეგიული მნიშვნელობა.

2. მღვიმევის დედათა მონასტერი - XIII ს .მონასტერი მდ. ყვირილას მარჯვენა ნაპირთან აღმართული კლდის მღვიმეში მდებარეობს.სამონასტრო კომპლექსი მრავალი ნაგებობისაგან შედგება. მთავარი ტაძარი მაცხოვრის სახელობისაა. ცენტრალური ტაძრის უკან მდებარეობს მღვიმევის მღვიმე. მონასტრის კიდევ ერთი ღირსშესანიშნაობა მცირე ზომის დარბაზული ეკლესია. მისი ჭერი და დასავლეთის კედელი ბუნებრივი კლდეა. ამ ეკლესიის აღმოსავლეთ კედელზე გამოკვეთილია ვერძის თავის ბარელიეფი, ხოლო სამხრეთის კედლის გარეთა მხარეს გვხვდება ფრესკული მხატვრობა. მონასტრის სხვა არქიტექტურული ნაგებობია: სამრეკლო და მონაზონთა სენაკები. მღვიმევის მონასტერში ინახებოდა უნიკალური ჭედური ხატები და ხეზე კვეთის ბრწყინვალე ნიმუში, ვაზის კარი.

3. საბაგირო (ხედები ჭიათურაზე) - 1954 წელს ჭიათურაში აშენდა სსრკ-ში პირველ სამგზავრო საბაგირო გზა, ქალაქის ცენტრსა და პერევისის სამრეწველო უბანს შორის. სამგზავრო საკიდი საბაგირო გზების რაოდენობა ჭიათურის შემოგარენში ორ ათეულზე მეტია, რაც ერთ ერთი მაღალი მაჩვენებელია მსოფლიოში. ჭიათურის სამგზავრო საკიდი საბაგირო გზების პროექტების შედგენა და მშენებლობა ადგილობრივმა ინჟინერებმა განახორციელეს. ამ საქმის გამოჩენილი სპეციალისტი იყო გიორგი ფანცულაია, რომლის პროექტით როგორც ჭიათურაში, ისე რუსეთის სხვა ქალაქებშიც აშენდა საკიდი საბაგირო გზები. 

4. ღურღუმელას ტბა - ეს ტბა შექმნილია ხელოვნურად და მისი შექმნის მიზანი იყო მდინარე ყვირილას გაფილტვრა და ისე გაშვება კაალაპოტში. ყვირილადან წყალი იტუმბებოდა ტბაში და შემდეგ დაწმენდილი ჩადიოდა ისევ ყვირილაში. ტბაში გაუშვეს თევზები: კობრი, სქელშუბლა, კარასი, და სხვადასხვა წვრილი თევზი. ტბა საკმაოდ ღრმაა, იგი მდიდარია წყალმცენარეებით, ასევე სხვადასხვა წყლის ცხოველებით, კუებით და ა.შ.

5. კაცხის მაცხოვრის სახ. ტაძარი XI ს. მდებარეობს მდ. კაცხურას ხეობაში. ერთ ერთი პირველი აღწერები კაცხის ტაძრისა ეკუთვნით დიუბუა დე მონპერეს 1830-იან წლებში და პლატონ იოსელიანს 1845 წელს. ტაძარის ირგვლივ იყო მაღალი ცაცხვის ხეები. აშენებულია 1032 წელს ქართველი მეფის ბაგრატ IV კურაპალატის და მისი მეუღლის ელენეს მიერ, რომელიც ბერძენი იმპერატორი რომან არგირის ძმისშვილი იყო. ნაგებობას გარს აკრავს ხუთკუთხა გალავანი (აღადგინეს 1937). ტაძარს აქვს ძველი სამრეკლო, რომელიც კარიბჭის ფუნქციასაც ითავსებს. კაცხის ტაძარი ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და ორიგინალური ძეგლია. მსგავსი ფორმების არქიტექტურული ძეგლი სხვაგან არ გვხვდება.

6. კაცხის სვეტი - სიმაღლე 40 მ. ასეთ ადგილებში სამლოცველოების აგებას მკვლევრები უკავშირებენ მესვეტეობას. კომპლექსში შემავალი ნაგებიბებია: სვეტი, სვეტის თავზე არსებული ეკლესიის ნაშთი, კრიპტა (აკლდამა), სენაკები (3 ც), მარანი, გალავანი, სვეტის ძირში არსებული სვიმონ მესვეტეს სახელობის ეკლესია გალავნის ნაშთითურთ, ძველი სამრეკლო. სვეტის ძირში გამოკვეთილია ბოლნური ტიპის ჯვარი, რომელიც არაუგვიანეს VI საუკუნით თარიღდება. „გეოგრაფიული ტერმინი კაცხი სვანური სიტყვაა და მწვერვალს აღნიშნავს“ – განმარტავს აკადემიკოსი ა. შანიძე.

7. სამცვერა - ულამაზესი ჩანჩქერი სოფელ ქვედა საზანოში. მდინარე ძუსაზე.

8. ღურღუმელას ტბა - ტბა შექმნილია ხელოვნურად და მისი შექმნის მიზანი იყო მდინარე ყვირილას გაფილტვრა და ისე გაშვება კაალაპოტში. ტბაში გაუშვეს თევზები: კობრი, სქელშუბლა, კარასი, და სხვადასხვა წვრილი თევზი. ტბა საკმაოდ ღრმაა, იგი მდიდარია წყალმცენარეებით, ასევე სხვადასხვა წყლის ცხოველებით, კუებით და ა.შ.

p.s. ბედნიერ მოგზაურობას გისურვებთ ❤

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე23.00
საქართველოს ბილიკებზე
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 25/08/18
    დაბრუნება
    • 25/08/18
შეიძინე სამოგზაურო დაზღვევა
მსგავსი ტურებიყველა ტურის ნახვა