აგვისტოს დღიანი ტური თუშეთში, თუშ გიდ

ფოტო: Moahim · CC BY-SA 4.0; Moahim · CC BY-SA 4.0; Abramia Giorgi · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons

მიმართულებათუშეთი
ფასიფასი — მოთხოვნით
ID44410

რა შედის

  • კვება
  • ავიაბილეთები
  • ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება

ტურის შესახებ

ტურის აღწერილობა
1) დ ღ ე: კახეთიდან მდინარე სტორის ულამაზესი ხეობის გავლით ავდივართ საქართველოში ყველაზე მაღალ თორღვას აბანოს სამანქანე უღელტეხილზე (2900 მ ზღვის დონიდან). აქედან კახეთის და თუშეთის ულამაზესი ხედები იშლება. გზაზე საშუალება გვექნება ვნახოთ ჩანჩქერები, ზვავები, სუბალპური და ალპური მდელოები, ცენტრალური კავკასიონის ქედის ულამაზესი, დათოვლილი მწვერვალები. სოფელ ომალოში თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის შენობის ვიზიტორთა საინფორმაციო ცენტრში, დავათვალიერებთ მცირე მუზეუმს. ფოტო გალერეის მეშვეობით გავეცნობით თუშურ კულტურას და ტრადიციებს. ვნახავთ ზემო ომალოში კესელოს ციხე–კოშკების კომპლექსს, საიდანაც თუშეთის 2 ვრცელი ხეობა ჩანს. საოჯახო სასტუმროში სადილის შემდეგ დავათვალიერებთ სოფელ შენაქოს, წმ. სამების ტაძარს, ტრადიციულ ლუდსახარშს, ბოლოს კი ნასოფლარ აგეურთას
2) დ ღ ე: ავალთ ნაყაიჩოს ქედზე(2500 მ. ზღვის დონიდან)რომელიც თუშეთის შუაგულში მდებარეობს. აქედან თუშეთის დიდი ნაწილი მოსჩანს. შემდეგ პირიქითის ხეობის სოფლებს: თუშეთის არქიტექტურულ მუზეუმად გამოცხადებული სოფელ დართლოს(იუნესკოს საცდელი ვერსია 2007წ), ციხე-სოფელ კვავლოს, ჭეშოს, ფარსმას, სადაც მდებარეობს ე.წ. „თეთრი ციხე“ საიდანაც ერეკლე II ელჩებს გზავნიდა რუსეთში. შემდეგ გომეწრის ხეობის სოფლებს ბოჭორნას (ყველაზე მაღალა მდებარე სოფელი 2350მ), ულამაზესი, ვრცელი ხეობის ხედებით, მთის კალთებზე მიმოფანტული სოფლებით. სოფელ დოჭუს – სადაც ჯერ კიდევ შემორჩენილია უძველესი არქიტექტურით ნაშენი 3 სართულიანი ციხე – სახლები. საღამოს ტრადიციულ, თუშურ ხინკალს მივირთმევთ.
3) დ ღ ე: გავემგზავრებით სოფელ დიკლოში, აქედან გავალთ ფეხით დაღესტნის საზღვარზე სადაც მდებარეობს ისტორიული „ბიჭეხის“ ციხე სიმაგრე, რომელსაც ულამაზსი ადგილმდებარეობა აქვს. მოვისმენთ ისტორიულ დრამას რომელიც აქ მოხდა.

* სასტუმროში გვაქვს კუთხე სადაც საშუალება გექნებათ შეიძინონ თუშური ხელსაქმის ნიმუშები: წინდები, ჩითები, თექის ნამუშევრები.
* გასვლა თბილისიდან – მეტრო ისნის მიმდებარე ტერიტორია 7:00 სთ

თუშეთი — რა ტურებს გთავაზობთ

თუშეთის ტური ჩვეულებრივ 3–5 დღეა: ჯიპი მძღოლით თბილისიდან ან ალვანიდან, ღამეები გესტჰაუსებში კვებით, სურვილისამებრ — გიდი და ცხენები ლაშქრობისთვის. თარიღებს უღელტეხილის სეზონს მოვარგებთ.

როდის წავიდეთ

საუკეთესოა ივლისი–აგვისტო: დღისით 20–24°, ღამით 8–12°, ბილიკები და უღელტეხილები ღიაა; აგვისტოში ომალოში თუშეთობა იმართება.
ივნისსა და სექტემბერში ნაკლები ხალხია, მაგრამ ამინდი ცვალებადია და უღელტეხილზე შეიძლება თოვლი დაგხვდეთ.
აბანოს გზა, ჩვეულებრივ, მაისის ბოლოს ან ივნისში იხსნება და ოქტომბერში იკეტება; ზამთარში თუშეთი მოწყვეტილია და სოფლებში თითქმის არავინ რჩება.

რა ვნახოთ

  • ომალო და კესელოს ციხე — თუშეთის მთავარი სოფელი და აღდგენილი თავდაცვითი კოშკები ზემო ომალოს თავზე
  • დართლო — ფიქლის სახლებითა და კოშკებით აშენებული სოფელი პირიქითა ალაზნის ხეობაში
  • შენაქო — სოფელი XIX საუკუნის სამების ეკლესიითა და ხეობის ხედით
  • დიკლო — ციხე კლდის კიდეზე, დაღესტნის საზღვართან ახლოს
  • ფარსმა და გირევი — პირიქითის შორეული სოფლები და ხევსურეთისკენ ლაშქრობის დასაწყისი
  • თუშეთის ეროვნული პარკი — ალპური საძოვრები, ფიჭვნარი და მრავალდღიანი სალაშქრო მარშრუტები

როგორ მივიდეთ

თბილისიდან ახმეტის გავლით ფშაველამდე დაახლოებით 140 კმ-ია (2,5 საათი), იქიდან ომალომდე — კიდევ 70–72 კმ და 4–5 საათი ჯიპით. ზაფხულში ჯიპ-ტაქსები ალვანიდან და თელავიდან დადის; საკუთარი მანქანით მხოლოდ გამოცდილ მძღოლს ვურჩევთ.

პრაქტიკული ინფორმაცია

გზა: მხოლოდ მაღალი გამავლობის მანქანით და გამოცდილი მძღოლით; გრუნტის გზა უფსკრულის პირას, აბანოს უღელტეხილზე თითქმის 2900 მეტრამდე ადის.
სად დავრჩეთ: ომალოში, დართლოსა და შენაქოში — საოჯახო გესტჰაუსები, ზოგი კოშკის გვერდით.
რა წავიღოთ: თბილი ტანსაცმელი, საწვიმარი, სალაშქრო ფეხსაცმელი, მედიკამენტები და ნაღდი ფული — ბანკომატი არ არის.
კავშირი: სიგნალი ომალოში და ზოგ სოფელშია, ბილიკებზე ხშირად არ არის.

თუშეთი: გზამკვლევი
თუშეთი

ხშირი კითხვები

როდის არის ღია თუშეთის გზა?
ჩვეულებრივ მაისის ბოლოდან ან ივნისიდან ოქტომბრამდე, თოვლის მიხედვით. წვიმის შემდეგ მეწყერის გამო გზა შეიძლება დროებით დაიკეტოს, ამიტომ წასვლამდე სტატუსი გადაამოწმეთ.
შემიძლია ჩემი მანქანით წასვლა?
მხოლოდ მაღალი გამავლობის 4x4-ით და მთის გზაზე სიარულის გამოცდილებით. უმეტესობა ადგილობრივ ჯიპ-ტაქსს ირჩევს — მძღოლებმა გზის ყველა მოსახვევი იციან.
რამდენი დღე სჭირდება თუშეთს?
მინიმუმ 3 დღე: გზაზე ორივე მიმართულებით თითო დღე მიდის. ომალოს, დართლოსა და შენაქოსთვის 3–4 დღე საკმარისია, ლაშქრობებით — ერთი კვირა.
რა არის თუშეთობა?
ზაფხულის დღესასწაული ომალოში, ჩვეულებრივ აგვისტოში: ცხენების დოღი, თუშური სიმღერა და ცეკვა, ყველი და ხინკალი. ამ დღეებში გესტჰაუსები წინასწარ უნდა დაჯავშნოთ.
შეიძლება ბავშვებთან ერთად?
კი, თუ ბავშვი გრძელ და დაკლაკნილ მგზავრობას იტანს. სოფლებს შორის მოკლე გასეირნებები ბავშვებისთვისაც იოლია, დიდი ლაშქრობები — უფრო მოზრდილებისთვის.
მოითხოვე შეთავაზება

ჩაწერე ქვეყანა, ქალაქი ან სასტუმრო — მაგ. კვიპროსი, ბათუმი, დუბაი.