თუშეთი
ფოტო: Alex Maisuradze · CC BY-SA 3.0; Moahim · CC BY-SA 4.0; Moahim · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
მოგესალმებით ;)
ამის შემდეგ კი მოკლედ გაგაცნობთ ამ ტურის შესახებ :) :)
გასვლის დრო :::
გასვლის ადგილი:::
რუსთაველი, ველოსიპედის ძეგლის მიმდებარედ
ტრანსპორტირება
ღამისთევა სასტუმროში
თანხაში არ შედის კვება, რაც ინდივიდუალურია, მოგვაქვს ან ვყიდულობთ და მივირთმევთ ერთად
სანახავი ადგილები჻
დღე პირველი :
გზად ალვანი ;)
ულამაზესი ხედები აბანოს უღელტეხილიდან 2950მეტრამდე სიმაღლიდან
ვიზიტორთა ცენტრი :)
და მივედით სოფლებამდე :)
ქვემო ომალო ;)
შენაქო და დიკლო
;) დაბრუნება მირგველაში დაბანაკება ან სასტუმრო :)
ფეხით სასიარულო არ გვაქვს :)
დღე მეორე ::
დართლო
დანო :)
კვავლო
ფარსმა
ჭეშო
გირევი :)
ფეხით სასიარულო 2 კილომეტრამდე მთელ დღეში
ისევ დაბრუნება მირგველაში
დღე მესამე:::
ულამაზესი სოფლები ;)
ევროპის ყველაზე მაღალი სოფელი ბოჭორნა ზღვის დონიდან 2345 მეტრზე
ასევე დავტკბებით ულამაზესი სოფლის ხედებით ილიურთა, ბეღელა, ჯვარბოსელი, გოგლურთა, დოჭუ და კიდევ ბევრი ლამაზი სოფლები, გვექნება საკმაოდ მშვენიერი ხედები და გემრიელი ადგილები ბოლოსთვის შენახული
ზემო ომალო (კესელოები)
გადასახედი და არაერთი უმშვენიერესი ხედი :)
გასათვალისწინებელია რომ!
ტერიტორიაზე არ შეიძლება ღორის ხორცი !
არ ვანაგვიანებთ გარემოს !
:) ;)
ტრანსპორტირება მაღალი გამავლობის მანქანით
ე.წ დელიკებით ;)
დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ მოგვწეროთ აქ :) ან დაგვიკავშირდეთ
ბაჩო
თუშეთი — რა ტურებს გთავაზობთ
თუშეთის ტური ჩვეულებრივ 3–5 დღეა: ჯიპი მძღოლით თბილისიდან ან ალვანიდან, ღამეები გესტჰაუსებში კვებით, სურვილისამებრ — გიდი და ცხენები ლაშქრობისთვის. თარიღებს უღელტეხილის სეზონს მოვარგებთ.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა ივლისი–აგვისტო: დღისით 20–24°, ღამით 8–12°, ბილიკები და უღელტეხილები ღიაა; აგვისტოში ომალოში თუშეთობა იმართება.
ივნისსა და სექტემბერში ნაკლები ხალხია, მაგრამ ამინდი ცვალებადია და უღელტეხილზე შეიძლება თოვლი დაგხვდეთ.
აბანოს გზა, ჩვეულებრივ, მაისის ბოლოს ან ივნისში იხსნება და ოქტომბერში იკეტება; ზამთარში თუშეთი მოწყვეტილია და სოფლებში თითქმის არავინ რჩება.
რა ვნახოთ
- ომალო და კესელოს ციხე — თუშეთის მთავარი სოფელი და აღდგენილი თავდაცვითი კოშკები ზემო ომალოს თავზე
- დართლო — ფიქლის სახლებითა და კოშკებით აშენებული სოფელი პირიქითა ალაზნის ხეობაში
- შენაქო — სოფელი XIX საუკუნის სამების ეკლესიითა და ხეობის ხედით
- დიკლო — ციხე კლდის კიდეზე, დაღესტნის საზღვართან ახლოს
- ფარსმა და გირევი — პირიქითის შორეული სოფლები და ხევსურეთისკენ ლაშქრობის დასაწყისი
- თუშეთის ეროვნული პარკი — ალპური საძოვრები, ფიჭვნარი და მრავალდღიანი სალაშქრო მარშრუტები
როგორ მივიდეთ
თბილისიდან ახმეტის გავლით ფშაველამდე დაახლოებით 140 კმ-ია (2,5 საათი), იქიდან ომალომდე — კიდევ 70–72 კმ და 4–5 საათი ჯიპით. ზაფხულში ჯიპ-ტაქსები ალვანიდან და თელავიდან დადის; საკუთარი მანქანით მხოლოდ გამოცდილ მძღოლს ვურჩევთ.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: მხოლოდ მაღალი გამავლობის მანქანით და გამოცდილი მძღოლით; გრუნტის გზა უფსკრულის პირას, აბანოს უღელტეხილზე თითქმის 2900 მეტრამდე ადის.
სად დავრჩეთ: ომალოში, დართლოსა და შენაქოში — საოჯახო გესტჰაუსები, ზოგი კოშკის გვერდით.
რა წავიღოთ: თბილი ტანსაცმელი, საწვიმარი, სალაშქრო ფეხსაცმელი, მედიკამენტები და ნაღდი ფული — ბანკომატი არ არის.
კავშირი: სიგნალი ომალოში და ზოგ სოფელშია, ბილიკებზე ხშირად არ არის.