national delicacy

სალაშქრო ტური თუშეთში!

  • ID: 44374
  • ნახვები: 4599
complogo
კულტურის პოპულარიზაციის ცენტრი
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 24/08/18
    დაბრუნება
    • 26/08/18
დამატებითი ინფორმაცია

24 - 25 -26 აგვისტოს სამ დღიანი სალაშქრო ტური თუშეთში!
შეიგრძენით თუშეთი თავისი სისავსით!

მათთვის ვისაც თუშეთი უკვე ერთხელ ნანახი აქვს მაგრამ არ უნახავს ორეთის ტბა , არ გაუვლია გოგორათას ქედზე საიდანაც მოჩანს კავკასიონის მარად თოვლიანი მთები და თუშეთის ორი ულამაზესი ხეობა - პირიქითისა და გომეწრის ხეობები და მათი „არწივის ბუდის“ მსგავსად შეფენილი სოფლები; ვისაც არ გადაუხედია ნაყაიჩოს ქედიდან და სიარულით გახურებული არ გაგრილებულა თუშეთის ალაზანში; ვისაც საღამოს კოცონთან არ მოუსმენია თუშური გარმონისთვის და ქართული ხალხური ჰანგებისთვის, ვისაც არ ეზარება ფეხით სიარული შემოგვიერთდით და დატკბით გასხვავებული თუშეთით, რომელიც მოუთმენლად გელით პირველქმნილი და შეურყვნელი ულამაზესი ბუნებითა და დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით. 

ტურის სახეობა და სირთულე: სათავგადასავლო,საფეხმავლო, საშუალო სირთულის;

ტურის ფარგლებში ვნახავთ: 
I - დღე - გასვლა თბილისიდან მანქანით, გომბორის უღელტეხილი (1620მ); ალავერდის მონასტერი (XI ს.); აბანოს უღელტეხილი (2970 მ.); თუშეთის სოფლები: ხისო, ცოკალთა, ქუმელაურთა და ასვლა ორეთის ტბაზე, ბანაკის გაშლა და ღამისთევა კარვებში.
II - დღე - ჩამოსვლა ორეთის ტბიდან. ომალოსა და მირგველას გავლით ავალთ მანქანით ღელეს გადასახედზე, სადაც უძველეს დროში არსებობდა მთელი თუშეთის სათათბირო, სადაც იკრიბებოდნენ მნიშვნელოვანი საკითხების გადასაწყვეტად. აქედან ფეხით შევუყვებით გოგორათას ქედს და ულამაზესი პანორამული ხედებით გადმოვხედავთ პირიქითა ხეობების სოფლებს (ჩიღო, დართლო, დანო, კვავლო, ჭეშო, ფარსმა, გირევი) და გომეწრის ხეობის სოფლებს (ბოჭორნა, გოგრულთა, დოჭუ, ილიურთა, ბუხურთა, ბეღელა ალისგორი, ვერხოვანი, ვეძისხევი, კოკლათა) ასევე ჩრდილო კავკასიონის მარად თოვლიან ქედს. შემდეგ ნაყაიჩოს გადასასვლელით ჩამოვალთ სოფელ ფარსმასთან და სურვილის შემთხვევაში გაგრილების მიზნით გავალთ ალაზანში, სადაც დაგვხვდება დელიკა და ჩამოგვიყვანს დართლოში. აქ ღამეს გავათენებთ კარვებში ან სასტუმროში, იქვე ბამაკთან.( სურვილისამებრ)
III - დღე - საუზმის შემდეგ ავშლით ბანაკს და გამოვემართებით ომალოსკენ, ავალთ კესელოს ციხეებზე, შემდეგ მოვინახულებთ ვიზიტორთა ცენტრს და წარუშლელი შთაბეჭდილებებით დავბრუნდებით ბარში. 

შეხვედრის დრო და ადგილი: 24 აგვისტო 6:00 AM, პარასკევი, მეტრო ავლაბრის მიმდებარე ტერიტორია. 

ტურის ღირებულება: 160 ლარი 

ღირებულებაში შედის: 
• ტრანსპორტირება, 
• გიდის მომსახურება, 
• ღამისთევა კარავში (საკარვე აღჭურვილობა) 

ფასში არ შედის: 
• კვება, (კვება ინდივიდუალურია და ყველას მოგვაქვს 3 დღის სამყოფი საგზალი) 
• სურვილის შემთხვევაში 1 ღამის სასტუმროს საფასური ( დამატებით 40 ლარი)
• სურვილის შემთხვევაში - შესაძლებელია ცხენის დაქირავება გამყოლით, ბარგის სატარებლად ( 90 ლარი ჯამში - 5 კაცზე)

P.S. დართლოში არის კაფე სადაც სურვილისამებრ შეგვიძლია დავაგემოვნოთ ადგილობრივი კერძები. 

გასათვალისწინებელი რჩევები:
- რა ჩავიცვათ? მოხერხებული სალაშქრო ფეხსაცმელი,სალაშქრო ტანისამოსი - სასურველია გრძელსახელოიანი ზედა და შარვალი რათა თავიდან ავიცილოთ დამწვრობები მზისგან და დასუსხვები ბალახისგან, 
მზის დამცავი სათვალე და ქუდი. ვიქონიოთ საწვიმარი.

ტურის დასაჯავშნად დაგვიკავშირდით: 2307363; 593 527353; 599206092;

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე160.00
კულტურის პოპულარიზაციის ცენტრი
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 24/08/18
    დაბრუნება
    • 26/08/18