national delicacy

მოირონინე ჯუთა 19 აგვისტოს, 20 ლარად <3

  • ID: 44367
  • ნახვები: 3037
complogo
მოლაშქრეთა კლუბი რონინი
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 19/08/18
    დაბრუნება
    • 19/08/18
დამატებითი ინფორმაცია

მოლაშქრეთა კლუბი რონინი 19 აგვისტოს გთავაზობთ ერთ დღიან ტურს ჯუთაში ♥

შეკრების ადგილი და დრო:
დიდუბე (სამთო ქიმიის მიმდებარე,ლუკოილსა და გალფს შორის)
შეკრების დრო: 07:00 სთ.
გასვლა: 07:30 სთ.

ლოდინის მაქსიმალური დრო:
გასვლის დროდან 15 წუთი

მოსანახულებელი ადგილები:

1. გუდაურის პანორამული გადმოსახედი;
2. სოფელი სნო (ციხე და ეკლესია)
3. სოფელი ჯუთა (ზღვის დონიდან 2200 მეტრი);
4. ბანაკი ზეთა (ზღვის დონიდან 2300 მეტრი); (არ შევდივართ მათ ტერიტორიაზე)
5. მეხუთე სეზონი ( ზღ. დ.-დან 2360 მ.-ზე) (არ შევდივართ მათ ტერიტორიაზე)
6. ჯუთას ჩანჩქერი
7. ჯუთას ტბა
8. ხედი ჭაუხებზე ;)

ტურის დეტალური აღწერა:
19 აგვისტოს, დილით 6:45 სთ-ზე ვიკრიბებით დიდუბეში სამთო ქიმიის მიმდებარედ ლუკოილისა და გალფის ბენზინგასამართ სადგურებს შორის,საიდანაც მივდივართ მიკროავტობუსით ჯუთასაკენ, გზად გავჩერდებით გუდაურის გადასახედთან,რომელიც მდებარეობს ჯვრის უღელტეხილზე, გუდაურის მახლობლად, გადავიღებთ ფოტოებს და გავაგრძელებთ გზას.(სარემონტო სამუშაოები თუ დაასრულეს მაგ შემთხვევაში) შემდეგ ვნახავთ სოფელ სნოს XVI საუკუნის ციხეს და ვახტანგ გორგასლის სახელობის ახალაშენებულ ეკლესიას, მერე კი მიკროავტობუსი მიგვიყვანს სოფელ ჯუთაში საიდანაც ფეხით გავემართებით ჯუთას ტბისკენ (არ შევდივართ მეხუთე სეზონის ტერიტორიაზე, მხოლოდ შორიდან შეგვიძლია სურათების გადაღება ;) მეპატრონემ აკრძალა ) ბოლოს ავალთ ჭაუხის ძირში და გავმართავთ პიკნიკს ♥ შემდეგ კი ემოციებით დატვირთული დავბრუნდებით დედაქალაქში ;)

მარშრუტის სირთულე:
მარტივი

ფეხით გასავლელი მანძილი :
ორივე გზა 8 კმ.

ტური შედგება ნებისმიერ ამინდში, მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიდება თუ გზასთნ დაკავშრებით შეიქმნება რაიმე პრობლემა

ფინანსური ნაწილი:
ტურის ღირებულება 20 ლარი

თანხის ჩარიცხვა ხდება წინასწარ.
თანხა არ ბრუნდება:


ფასში შედის:
ტრანსპორტირება
გამყოლი
ფოტოგადაღება (არაპროფესიონალური)

ფასში არ შედის:
საკვები (მიგვაქვს ინდივიდუალურად მაგრამ ვიკვებებით ერთად) (სურვილის შემთხვევაში უკანა გზაზე შესაძლებელია გავჩერდეთ ფასანაურში, სახინკლეში)


რა ჩავიცვა?!
რაშიც თავს კომფორტულად იგრძნობთ, ასევე წამოიღეთ თბილი ტანსაცმელი გამოსაცვლელი ფეხსაცმელი, საწვიმარი ;)

ფორსმაჟორულ სიტუაციაში ორგანიზატორი უფლებას იტოვებს შეცვალოს სანახავი ობიექტების რიგითობა


აუცილებლად გასათვალისწინებელი პირობები!!!

ტური რომ იყოს უსაფრთხო და ორგანიზებული გთხოვთ აუცილებლად დაიცვათ შემდეგი წესები წინააღმდეგ შემთხვევაში ორგანიზატორი იხსნის პასუხისმგებლობას.

ყველა ემორჩილება ორგანიზატორს
ნუ მოხვალთ ნასვამ მდგომარეობაში შეკრების ადგილზე;
ნუ დააბინძურებთ გარემოს;
დაუშვებელია გზიდან გადახვევა ორგანიზატორებთან შეთანხმების გარეშე.
დაუშვებელია გაჩერება და ჯგუფის შეფერხება ფოტოს გადასაღებად თუ სხვა ... საჭირო ადგილებზე ჩვენ გაგაჩერებთ და გადაგაღებინებთ (გადაგიღებთ) ფოტოებს
ფორსმაჟორულ სიტუაციაში ორგანიზატორი უფლებას იტოვებს შეცვალოს ტურის მარშრუტი


ტურზე რეგისტრაციისთვის ან სხვა დამატებითი ინფორმაციისთვის ???? მოგვწერეთ ფეისბუქის გვერდზე ან დარეკეთ:
599 15 76 76 გიორგი

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე20.00
მოლაშქრეთა კლუბი რონინი
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 19/08/18
    დაბრუნება
    • 19/08/18