national delicacy

უძირო ტბა, კატიწვერა, რაჭა

  • ID: 44269
  • ნახვები: 9689
complogo
მოლაშქრეთა კლუბი ფენიქსი
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 18/08/18
    დაბრუნება
    • 19/08/18
დამატებითი ინფორმაცია

შევხვდეთ ფერისცვალებას გამორჩეულად ლამაზ კუთხეში, რაჭაში ♥ მოლაშქრეთა კლუბი "ფენიქსი" გთავაზობთ სათავგადასავლო ლაშქრობას რაჭაში, უძირო ტბაზე, კატიწვერას მწვერვალთან . შერეული ტყის , მინერალური წყლებისა და ალპური ზონის ნაზავი, გამორჩეულად ულამაზესი ბილიკი, პანორამული ხედებისა და მწვერვალების ფონზე ♥ შემოიკრიბე მუხლმაგარი მეგობრები და შემოგვიერთდით ♥

▲შეხვედრის დრო და ადგილი: 17 რომ დაღამდება ,გადასცდება 00:00 საათს ,მეტრო რუსთაველი, მაკდონალდსის წინ. გასვლა ღამის 01:00 ზე. (ტრანსპორტის გზას ღამე დავფარავთ)

▲ფეხით გასავლელი მანძილი 2 დღეზე :
18-20 კმ სულ

▲სირთულე: საშუალოზე რთული

▲ამინდი: 
ამინდის ღმერთმა საუკეთესოვო :)

▲აუცილებელი და საჭიროა !

სალაშქრო ზურგჩანთა, მხრებზე კარგად მორგებული, კარავი, საძილე ტომარა, ძირსსაგები იგივე "პარალონი" (ვისაც არ გაქვთ საკუთარი, ჩვენ გათხოვებთ, შედის ტურის საფასურში თხოვება და არა ტარება :) ) 2 დღის სამყოფი საკვები , მინიმუმ 2 ლიტრი წყალი, თბილი მოსაცმელი, გამოსაცვლელი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი. თბილი ტანსაცმელი ღამისთვის. საწვიმარი , ქუდი, სათვალე , ფანარი, მზისგან დამცავი კრემი, მწერებისგან დამცავი ნიღბები და სპრეი. პირადი არაერთჯერადი მოხმარების ჭურჭელი, ჰიგიენის ნივთები
სასურველია: სალაშქრო ჯოხები. ასევე პირადი აფთიაქი თუ ვინმე რაიმეს საჭიროებთ. ჩვენ კი გვაქვს , მაგრამ მაინც.
თუ ვინმე უკრავთ ან მღერით წამოიღეთ ინსტრუმენტი :) 

.▲რა ჩავიცვათ?

მოხერხებული სალაშქრო ბათინკი რომელიც აფიქსირებს კოჭს. სალაშქრო ტანისამოსი, ფერადი, ლამაზი სიმპატიური :) , სასურველია გრძელსახელოიანი ზედა და შარვალი რათა თავიდან ავიცილოთ დამწვრობები მზისგან და დასუსხვები ბალახებისგან, კბენები მწერებისგან და ასე შემდეგ :) ჩაიცვით მთის, ლაშქრობის შესაბამისად. უფრო დაწვრილებითი რეკომენდაციებისთვის მოგვმართეთ პირადში 

▲რას ვნახავთ:
შაორის წყალსაცავი 
კურორტი შოვი
კატიწვერა
უძირო ტბა

ფინანსური მხარე:
______________

▲ღირებულება: 55 GEL (ჩვენი ფონდის +1 მინიმუმის ჩათვლით)
კლუბის წევრებისთვის: 50 GEL

▲ფასში შედის: მგზავრობა , 
ლაშქრობის ინსტრუქტორის მომსახურეობა
საბანაკე აღჭურვილობა ვისაც არ აქვს (კარავი, საძილე, ძირდასაფენი ლეიბი)

თანხის ჩარიცხვის ბოლო დღე არაუგვიანეს 15 აგვისტო

საქართველოს ბანკი
ანგარიშის ნომერი: 375407600GEL
ინტერნეტ ბანკი: GE48BG0000000375407600GEL
პირადი ნომერი აპარატიდან ჩარიცხვის შემთხვევაში: 
12001090962
მიმღები: ლელა წიკლაური
დანიშნულება: უძირო ტბა, სახელი და გვარი !
ჩარიცხვისთავანავე ვატყობინებთ ორგანიზატორებს მესიჯით , ვინახავთ ჩეკს
593 22 57 20 

☛ გაითვალისწინეთ:
გასვლის წინ, 5 დღით ადრე ვინც ამოეწერება სიიდან თანხა უკან ვერ დაუბრუნდება რადგან ტურს შესაძლოა ჩაშლის საფრთხე დაემუქროს
✖თანხის ადგილზე გადახდა კატეგორიულად დაუშვებელია!

★საინტერესო და საჭირო ინფორმაცია ჩვენი აქციების შესახებ.
1. დედაშვილი ან მამაშვილი , და-ძმა ან ცოლ-ქმარი , დები, ძმები. (2 პიროვნება ოჯახიდან) მიიღებს 20% ფასდაკლებას
2. ოჯახიდან სამი წევრი მიიღებს 3 - 1. ანუ სამი კაცი ორის ფასად
3. წამოიყვანე 5 პიროვნება ტურზე და შენ წამოდი უფასოდ.
4. და მეოთხე :მოლაშქრეთა კლუბ "ფენიქსის" წყვილები, რომლებიც შექმნიან ოჯახს და ივლიან ჩვენთან კვლავ, მიიღებენ ორ საგზურს ერთის ფასად. ანუ ორი ერთის ფასად ივლის სულ.
ასეთი შემთხვევების მქონენი წინასწარ შემეხმიანეთ ხოლმე პირადში ვიდრე ტურზე ჩაეწერებით.

იმისთვის , რომ ჩვენი ლაშქრობა იყოს სრულყოფილი, ჩვენ გვაქვს რამდენიმე წესი, რომელსაც ვიცავთ ყველა !

☛ არ მოვდივართ შეკრების ადგილზე ნასვამ/ნაბახუსევ მდგომარეობაში
არ ვიღებთ ალკოჰოლს სიარულისას/მარშირებისას და ტრანსპორტში ! 
ასევე აკრძალულია მოწევა ტრანსპორტში !
საკვებს მივირთმევთ ყველა ერთად(გარდა იმ შემთხვევისა, თუ ვინმე შეუძლოდ გახდა)
არ ვყრით ნაგავს!!! (პირიქით, რასაც შევძლებთ ვაგროვებთ და მოგვაქვს)
არ ვანადგურებთ ფლორას და ფაუნას!
არ მოგვყავთ შინაური ცხოველები/ფრინველები(არც გარეული)
არ ვსაუბრობთ პოლიტიკაზე და რელიგიაზე.
არ ვბილწსიტყავობთ!
არ ვწუწუნებთ და არ ვუქმნით სხვას დისკომფორტს!!!
არ ვუხვევთ დაგეგმილ მარშრუტს საკუთარი ნება-სურვილით!
არ ვყოფთ ჯგუფს "კუტოკებად" !
ყველა ერთად ვქმნით მეგობრულ, თბილ იდილიას გუნდში და ვქმომედებთ გუნდურად! ვინაწილებთ ბანაკის საქმეებს !
არ ვჭორაობთ სხვა კლუბებზე ან კონკრეტულ პიროვნებებზე!
ვემორჩილებით ორგანიზატორს ტურის განმავლობაში და უსიტყვოდ მივყვებით მის მითითებებს !

▲მოცემული პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში ორგანიზატორი იხსნის ყველანაირ პასუხისმგებლობას/ვალდებულებას მოლაშქრის წინაშე და ურჩი მოლაშქრე გაძევებული იქნება და ვეღარასდროს ვერცერთ ლაშქრობაში ვერ წამოვა........

დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ ორგანიზატორებს:
☎ 593 22 57 20 ლელა
☎ 555 94 20 01 თენგო

▲შენიშვნა : აუცილებლად წაიკითხეთ ტურის აღწერა გულდასმით და მათაც წააკითხეთ ვინც თქვენი რეკომენდაციით წამოვა .ნუ წამოხვალთ: უინტერესო ადამიანები, პათოლოგები, განმარტოვებით სმა-ჭამისტები და წუწუნები!!! სხვებს ნუ შეუქმნით დისკომფორტს...

თავგადასავლებით სავსე ლაშქრობა ჩვენ ♥

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე55.00
მოლაშქრეთა კლუბი ფენიქსი
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 18/08/18
    დაბრუნება
    • 19/08/18
შეიძინე სამოგზაურო დაზღვევა
მსგავსი ტურებიყველა ტურის ნახვა