თუშეთი - ZooM - დარჩა ადგილი
ფოტო: Moahim · CC BY-SA 4.0; Alsandro · CC BY-SA 3.0; Alex Maisuradze · CC BY-SA 3.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
გიყვართ ექსტრემი?
???? გსურთ, ნახოთ ულამაზესი ბუნება და საოცარი ხედები, გაეცნოთ მთის ტრადიციებს და ეზიაროთ ყველაზე ვრცელი დაცული ტერიტორიის მშვენიერებას? ????
თუ ამ კითხვებზე თქვენი პასუხი დადებითია, ისღა დაგრჩენიათ მოემზადოთ და შემოგვიერთდეთ. ????
???? ეს არის მხარე, რომელიც ყველა სურვილს აგისრულებთ და იმაზე მეტსაც მოგცემთ, ვიდრე წარმოგიდგენიათ.
???? დიახ, ეს - თუშეთია ZooM-თან ერთად ????
დღე 1:
???? 04:00 ვიკრიბებით მეტრო დიდუბის ზედა ამოსასვლელთან და გავდივართ.
???? გზად მოვინახულებთ ალვანს.
???? აბანოს უღელტეხილი, ულამაზესი ხედები 2950 მეტრიდან.
???? ვიზიტორთა ცენტრი.
???? ქვემო ომალო.
???? შენაქო
???? დიკლო
???? დაბრუნება მირგველაში და დაბანაკება ან სასტუმრო
დღე 2:
???? დართლო ????
???? კვავლო
???? დანო
???? ჭეშო
???? ფარსმა ????
???? გირევი ????
(ფეხით სასიარულო 5 კილომეტრამდე მთელ დღეში,
დაბრუნება ისევ მირგველაში).
დღე 3:
???? ევროპის ყველაზე მაღალი სოფელი ბოჭორნა - ზღვის დონიდან 2345 მეტრზე.
ულამაზესი ხედები სოფლებზე:
???? დოჭუ
???? ილიურთა
???? ბეღელა
???? გოგლურთა
???? ზემო ომალო (კესელოები).
???? დაახლოებით 23:00 საათისთვის ვიქნებით თბილისში.
ტრანსპორტირება დელიკით
ღამისთევა კარვებში და საჭირო ინვენტარი
ფოტო გადაღება
გამყოლი/გიდი
???? კვება ინდივიდუალურია და მოგვაქვს ყველას სამი დღის სამყოფი.
თუშეტის ტერიტორიაზე არ შეიძლება ღორის ხორცი.
???? მსურველებმა ადგილების დასაჯავშნად გთხოვთ მოგვწეროთ პირად შეტყობინებაში:
სიაში ჩაწერა მოხდება მხოლოდ თანხის სრულად ან 50%-ის ჩარიცხვის შემდეგ
???? გაითვალისწინეთ:
???? თანხა ირიცხება წინასწარ საბანკო ანგარიშზე,
ადგილზე მოტანა არ შეიძლება!
მიმღები: მინდია ლომიძე
???? დანიშნულებაში მიუთითეთ: სახელი გვარი, თუშეთი
ან პირადი ნომრით ExpressPay-ს აპარატიდან: 41
ანგარიშის სახელი: ZooM_hiking(ლარი).
P.S 3 დღით ადრე სიიდან ამოწერის შემთხვევაში თანხა უკან ვერ ბრუნდება
თუშეთი — რა ტურებს გთავაზობთ
თუშეთის ტური ჩვეულებრივ 3–5 დღეა: ჯიპი მძღოლით თბილისიდან ან ალვანიდან, ღამეები გესტჰაუსებში კვებით, სურვილისამებრ — გიდი და ცხენები ლაშქრობისთვის. თარიღებს უღელტეხილის სეზონს მოვარგებთ.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა ივლისი–აგვისტო: დღისით 20–24°, ღამით 8–12°, ბილიკები და უღელტეხილები ღიაა; აგვისტოში ომალოში თუშეთობა იმართება.
ივნისსა და სექტემბერში ნაკლები ხალხია, მაგრამ ამინდი ცვალებადია და უღელტეხილზე შეიძლება თოვლი დაგხვდეთ.
აბანოს გზა, ჩვეულებრივ, მაისის ბოლოს ან ივნისში იხსნება და ოქტომბერში იკეტება; ზამთარში თუშეთი მოწყვეტილია და სოფლებში თითქმის არავინ რჩება.
რა ვნახოთ
- ომალო და კესელოს ციხე — თუშეთის მთავარი სოფელი და აღდგენილი თავდაცვითი კოშკები ზემო ომალოს თავზე
- დართლო — ფიქლის სახლებითა და კოშკებით აშენებული სოფელი პირიქითა ალაზნის ხეობაში
- შენაქო — სოფელი XIX საუკუნის სამების ეკლესიითა და ხეობის ხედით
- დიკლო — ციხე კლდის კიდეზე, დაღესტნის საზღვართან ახლოს
- ფარსმა და გირევი — პირიქითის შორეული სოფლები და ხევსურეთისკენ ლაშქრობის დასაწყისი
- თუშეთის ეროვნული პარკი — ალპური საძოვრები, ფიჭვნარი და მრავალდღიანი სალაშქრო მარშრუტები
როგორ მივიდეთ
თბილისიდან ახმეტის გავლით ფშაველამდე დაახლოებით 140 კმ-ია (2,5 საათი), იქიდან ომალომდე — კიდევ 70–72 კმ და 4–5 საათი ჯიპით. ზაფხულში ჯიპ-ტაქსები ალვანიდან და თელავიდან დადის; საკუთარი მანქანით მხოლოდ გამოცდილ მძღოლს ვურჩევთ.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: მხოლოდ მაღალი გამავლობის მანქანით და გამოცდილი მძღოლით; გრუნტის გზა უფსკრულის პირას, აბანოს უღელტეხილზე თითქმის 2900 მეტრამდე ადის.
სად დავრჩეთ: ომალოში, დართლოსა და შენაქოში — საოჯახო გესტჰაუსები, ზოგი კოშკის გვერდით.
რა წავიღოთ: თბილი ტანსაცმელი, საწვიმარი, სალაშქრო ფეხსაცმელი, მედიკამენტები და ნაღდი ფული — ბანკომატი არ არის.
კავშირი: სიგნალი ომალოში და ზოგ სოფელშია, ბილიკებზე ხშირად არ არის.