კაბადოკია ოქტომბერი-ნოემბერი * სასტუმროთი
მსგავს ტურს შეგირჩევთ შენს თარიღებზე — მოგვწერე ან დაგვირეკე.
ფოტო: Arild Vågen · CC BY-SA 3.0; Arian Zwegers from Brussels, Belgium · CC BY 2.0; Moonik · CC BY-SA 3.0 · Wikimedia Commons
ტურის შესახებ
კაბადოკია
მსოფლიოს VIII საოცრებად წოდებული - წმ. გიორგის და წმ. ნინოს სამშობლო გელოდებათ თქვენ!
(4* სასტუმრო : Hotel Mustafa 2 ჯერადი კვებით+აუზით)
(5* სასტუმრო : Dinler Hotels – Urgup 5*– საუზმით, აუზით, საუნით, თურქული აბანოთი,ფიტნესით)
(5* სასტუმრო : Dinler Hotels – Urgup 5*–2 ჯერადი კვებით , აუზით, საუნით, თურქული აბანოთი,ფიტნესით)
• მგზავრობა კომფორტული ავტობუსით -მერსედესის კლასი
• ქართულენოვანი გიდის მომსახურება
• კვება – (საუზმე შვედური მაგიდა)
• ან კვება x 2 ჯერადი (საუზმე/ვახშამი,შვედური მაგიდა)სურვილის მიხედვით
• უკაბელო ინტერნეტი თქვენს ნომერში
• აუზი
სასტუმროში განთავსება 2 ღამით :
კაბადოკიის 3* სასტუმროში Janet Hotel
/>კაბადოკიის 4* სასტუმროში Hotel Mustafa 4 *
2 ღამისთევა კაბადოკიის 5 * სასტუმროში
(სასტუმროები მდებარეობს კაბადოკიის ცენტრში ქ. ურგუპში)
მარშრუტის მიმართულება:
I დღე:
7:00 გასვლა თბილისიდან
12:00 – 13:00 სარფის საზღვარზე გადასვლა
ქ. ტრაპიზონი. ვიზიტი მცირე აია სოფიას ტაძარში.
(იმ შემთხვევაში თუ სუმელას მონასტერი მაგ დროისათვის იყო გახსნილი, უკანა გზაზე გამოვივლით და მოვილოცავთ.)
ჩასვლა კაბადოკიაში გამთენიისას.
ნომრებში განთავსება და დასვენება.
II დღე:
დღის ექსკურსიას ვიწყებთ 12:00 საათიდან
დღის ექსკურსია:
–გორემე - ქალაქი მუზეუმი ღია ცის ქვეშ (ეკლესიების მოლოცვა X-XV სს.)
–,,მონქის ხეობა” –მსოფლიოს მე–8 საოცრება,ვულკანური წარმოშობის ძეგლები.
–,,სილვერშოპი” (სუვენირების ბაზრობა)
–ზელვე-ბერების ხეობა (ადგილი,სადაც სხვა სამყაროა!)
–იოანე ნათლისმცემლის სახელობის მონასტერი და გრიგოლ ღვთისმეტყველის ტაძარი (კლდეში ნაკვეთი ბერების ქალაქი)
–,,დედოფლის ბაღები” – წმ. სიმონის ეკლესია (I ეკლესია კაბადოკიის ტერიტორიაზე)
–სიყვარულის ბაღი (აქლემებით გასეირნება)
განთავსება კაპადოკიის სასტუმროში/ვახშამი(სურვილისამებრ)
–,,ტკბილი ტური" (უგემრიელესი თურქული ტკბილეულის დაგემოვნება უფასოდ!)
–საღამოს გასეირნება ეგზოტიკურ გარემოში/თავისუფალი დრო
–დაბრუნება სასტუმროში,ღამისთევა. (Mustafa hotel 4*)
III დღე:
9:00 -10:00 საუზმე
– კაპადოკიის მიწისქვეშა ქალაქები ,, დერიკნუიუ“ და ,,სერჰათლე“
– იჰლარას ხეობა (გურჯი ხათუნის ,,წმ. გიორგის ეკლესია“, ,,ყვავილის ეკლესია“ ბერების ულამაზესი ხეობა)
– უჩ ჰისარის ციხესიმაგრე
– ,,დევრენთის ხეობა” – ბუნებრივი ძეგლები და პანორამული ხედები
დაბრუნება სასტუმროში 19:00 ვახშამი (სურვილისამებრ)
საღამოს შეგიძლიათ გაერთოთ Turkish Night -აღმოსავლური ცეკვების საღამო და დისკოთეკა (21:00-00:00 საათამდე)
ღამისთევა (Mustafa hotel 4*)
IV დღე:
07:00 საუზმე
გამგზავრება ქ. ავანოსში
ექსკურსია” სახალისო სიურპრიზი"(ასურული ნაკეთობების კერამიკული სახელოსნო ,,შოუ პროგრამა“ თქვენი მონაწილეობით)
ავანოსის ღვთისმშობლის ეკლესია
გასეირნება მხატვრების და ხელოსნების ქალაქში/თავისუფალი დრო
გამომგზავრება ტრაპიზონისკენ
V დღე:
–დილით ჩასვლა ტრაპიზონში
– შესაძლებელია ,,შოპინგ ტური“ ტრაპიზონის ფორუმში ან ქემელ-ფაშას ბაზრობაზე ჯგუფის ტურ ლიდერის შეხედულებისამებრ.
გადმოსვლა სარფის საბაჟოზე
კვირას 21:00-22:00 საათზე დაბრუნება თბილისში
*******************************************
P.S. ტურში შესაძლოა მოხდეს გადანაცვლება სანახავი ობიექეტბის ან ჩანაცვლება ჯგუფის გამყოლი–გიდის შეხედულებისამებრ და ამინდის გათვალისწინებით
კვება მგზავრობის განმავლობაში
კაბადოკიის ტაძრებში და მუზეუმებში შესასვლელი ბილეთები (ჯამში 85 ლირა= )
საჰაერო ბურთით გაფრენა (130-150 აშშ დოლარი, ფრენის ხანგრძლივობის მიხედვით)
Turkish Night -აღმოსავლური ცეკვების საღამო და დისკოთეკა.(25 აშშ დოლარი)
Facebook:
Skype: diamondgeorgia5
თურქეთი — რა ტურებს გთავაზობთ
ტურები თურქეთში: ანტალია, ალანია, კემერი, ბელეკი, ბოდრუმი, სტამბოლი და კაპადოკია — ფრენით, all inclusive სასტუმროთი და ტრანსფერით. ვიზის გარეშე, ID ბარათითაც.
როდის წავიდეთ
საზღვაო სეზონი: მაისის ბოლოდან ოქტომბრამდე. საუკეთესოა ივნისი და სექტემბერი–ოქტომბრის დასაწყისი: თბილი ზღვა, ნაკლები სიცხე.
ივლისი–აგვისტო: ყველაზე ცხელი (35°+) და ძვირი პერიოდი, თუმცა სკოლის არდადეგებისთვის ყველაზე პოპულარული.
სტამბოლი და კაპადოკია: საუკეთესოა აპრილი–ივნისი და სექტემბერი–ნოემბერი.
რა ვნახოთ
- სტამბოლი — აია სოფია, ცისფერი მეჩეთი, ტოპკაპის სასახლე და კრუიზი ბოსფორზე
- კაპადოკია — ჰაერის ბუშტები გამთენიისას და გამოქვაბულის სასტუმროები
- პამუკალე და ჰიერაპოლისი — თეთრი ტრავერტინის ტერასები და ანტიკური ქალაქი
- ეფესო — რომაული ქალაქის ნანგრევები კუშადასთან ახლოს
- ანტალიის კალეიჩი — ძველი ქალაქი, ნავსადგური და ადრიანეს კარიბჭე
- ბოდრუმი — თეთრი სახლები, ციხე და იახტები
როგორ მივიდეთ
თბილისიდან სტამბოლამდე პირდაპირი რეისი მთელი წლის განმავლობაშია, დაახლოებით 2 საათი. ზაფხულის სეზონზე პირდაპირ დაფრინავს ანტალიაშიც (დაახლოებით 2,5 საათი). სხვა კურორტებზე — სტამბოლის გავლით.
ხმელეთით: სარფის საბაჟოდან ტრაპზონამდე და შავი ზღვის სანაპიროზე.
პრაქტიკული ინფორმაცია
ვიზა: საქართველოს მოქალაქეს ვიზა არ სჭირდება; შეიძლება როგორც პასპორტით, ისე ID ბარათით.
ვალუტა: თურქული ლირა (TRY). ბარათით გადახდა თითქმის ყველგანაა; კურორტებზე იღებენ ევროს და დოლარსაც.
ენა: თურქული; კურორტებზე — ინგლისური და რუსული.
დრო: თბილისზე 1 საათით უკან.
სხვა: ქართული ნომრის როუმინგი შეიძლება ძვირი იყოს — გამოიყენეთ ადგილობრივი SIM ან eSIM.