კასანდრა / ჰალკიდიკი - ბოლო რეისი
მსგავს ტურს შეგირჩევთ შენს თარიღებზე — მოგვწერე ან დაგვირეკე.
ფოტო: © Giles Laurent · CC BY-SA 4.0
ფოტო: © A.Savin · CC BY-SA 3.0
ფოტო: © Stathis floros · CC BY-SA 4.0
ფოტო: © kallerna · CC BY-SA 4.0
ფოტო: © Roberto Faccenda · CC BY-SA 2.0
ტურის შესახებ
კასანდრა, ჰალკიდიკი - !
იცით თუ არა,რომ:
-ჰალკიდიკის ნახევარკუნძულზე ე.წ. თითებიდან ყველაზე მჭიდროდ დასახლებული და განვითარებული არის კასანდრა,
-აქტიური დასვენებისა და ღამის ცხოვრების მოყვარულთათვის კასანდრა იდეალური ადგილია, აქ არის უამრავი ღამის კლუბი და ბარი,
-კასანდრა ყველაზე მარტივად მოსახვედრი ლოკაციაა სალონიკის ქალაქი/აეროპორტიდან.
ტურის აღწერა:
სამოგზაურო პერიოდები:
o სეზონის ბოლო რეისი სალონიკის მიმართულებით
კასანდრას სასტუმროები:
ტურის დეტალები:
-ავიაბილეთი,
-სასტუმროში განთავსება,
-პროგრამით გათვალისწინებული კვების ტიპი,
-სამედიცინო დაზღვევა,
-ჯგუფური ტრანსფერი,
-გზამკვლევი საჩუქრად.
-დამატებითი ექსკურსიები, რომლის არჩევა შესაძლებელია ინდივიდუალურად.
გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ:
-ფასები ცვალებადია და გთხოვთ გადაამოწმოთ ოპერატორთან,
-ტურის შეძენა შეგიძიათ განვადებით.
საბერძნეთი — რა ტურებს გთავაზობთ
ტურები საბერძნეთში: კრეტა, ჰალკიდიკი, კორფუ, როდოსი, სანტორინი და ათენი — ფრენით, სასტუმროთი, ტრანსფერით და დაზღვევით. ვიზის გარეშე.
როდის წავიდეთ
საზღვაო სეზონი: მაისის ბოლოდან ოქტომბრამდე.
საუკეთესოა ივნისი და სექტემბერი: თბილი ზღვა (23–26°), ნაკლები სიცხე და ხალხი.
ივლისი–აგვისტო: 32–38°, ყველაზე ძვირი; კუნძულებზე ქარი (მელტემი) იცის.
ათენი და ექსკურსიები: აპრილი–ივნისი და სექტემბერი–ნოემბერი.
რა ვნახოთ
- აკროპოლისი და პართენონი — ათენის სიმბოლო
- სანტორინი — ოიას მზის ჩასვლა და კალდერა
- კნოსოსის სასახლე — მინოსური ცივილიზაცია კრეტაზე
- მეტეორა — მონასტრები კლდეების წვერებზე
- ათონის მთა — ქართული ივერთა მონასტერი (მხოლოდ მამაკაცებისთვის; ნავით შეიძლება ნაპირიდან ნახვა)
- როდოსის ძველი ქალაქი — შუა საუკუნეების ციხე-ქალაქი
როგორ მივიდეთ
თბილისიდან ათენამდე პირდაპირი რეისი დაახლოებით 2,5–3 საათია. სეზონზე დაფრინავს ჩარტერები სალონიკში (ჰალკიდიკისთვის) და კრეტაზე. სხვა კუნძულებზე — ათენის გავლით, შიდა რეისით ან ბორნით.
პრაქტიკული ინფორმაცია
ვიზა: საბერძნეთი შენგენის ზონაა — საქართველოს მოქალაქეს ბიომეტრიული პასპორტით ვიზა არ სჭირდება (90 დღე 180-დან). გამგზავრებამდე გადაამოწმეთ ETIAS-ის მოთხოვნა.
ვალუტა: ევრო; ბარათი ყველგან.
ენა: ბერძნული; ტურისტულ ადგილებში — ინგლისური.
დრო: თბილისზე 1–2 საათით უკან (ზაფხულში 1, ზამთარში 2).
სხვა: ბორნები კუნძულებს შორის — ჯობს წინასწარ დაჯავშნა ზაფხულში.