შარაშიას დღე თუშეთში
ფოტო: Alex Maisuradze · CC BY-SA 3.0; Moahim · CC BY-SA 4.0; Moahim · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
შარაშიას 3 დღე თუშეთში!.
ბევრს ლაპარაკს აზრი არ აქვს უბრალოდ უნდა წამოხვიდეთ და დაესწროთ ჩვენთან ერთად თუშურ დღეობას და გახდე ამ ამბის მონაწილე სანამ ცოცხალი ხარ ????
შარაშია აწყობს 3 დღიან ტურს თუშეთში.
ეს სამი დღე იმიტომ შეირჩა, რომ ტურში მონაწილეები გახდეთ სოფ. ფარსმაში გიორგობის (ათინგნობის) მონაწილეები. ნახოთ რა განსხვავებული დღეობა იციან თუშებმა, როგორი სუფრა იშლება, როგორი წესით უნდა მიირთვათ საკვები და კიდევ უამრავი რამ...
ხოლო ვისაც სასტუმროში ურჩევნია ღამის გათევა მაგ ინფორმაციას ცალკე მოგაწვდით..????
და რაც მთავარია ნუ წამოიღებთ ღორის სახეობიდა ნურაფერს (ხორცი, ვიჩინა, სოსისი ღორის და სხვა) მიზეზს მგზავრობის დროს მოგიყვებით ძალიან საინტერესოა
სანახი ადგილები (ანუ გასაოცარი სოფლები)
ომალო (ქვემო, ზემო) -
თბილისი - შენაქო - დიკლო - დართლო - კვავლო- დანო - ჭეშო - ფასრმა - გირევი - დოჭუ - ბეღელა - ალისგორი - ჯვარბოსელი - ვეძისხევი - თელავი
დღეობა გაიმართება სოფ. ფარსმაში
იმისთვის, რომ გზა თუშეთამდე იყო სრულიად ჯანსაღი აუცილებელია იმ ყველა მოთხოვნის გათვალისწინება რასაც ორგანიზატორი იტყვის
1. აუცილებლად იმ დროს უნდა იყოთ ადგილზე რა დროც დაიწერება (1წუთიც რომ გადაცდეს მარშუტკა გავა)
2. არ ვსვამთ სანამ არ დავბანაკდებით????
3. სიგარეტის მოსაწევად მანქანას არ გავარჩებ (გავჩერდებით მხოლოდ იმ ადგილას, რომელსაც მძღოლი და ორგანიზატორი ავირჩევთ) ????????
4. არ ვიშლებით და ერთი და იგივე წინადადებას არ ვამეორებინებთ ორგანიზატორს. (წინააღმდეგ შემთხვევაში მე ორგანიზატორი დავტოვებ ტურს)
5. არ ვიღებთ საკვებს ცალ-ცალკე (მგზავრობისას და შემგომ). ყველანი ვსხდებით ერთად
6. გზა არის გრძელი და დამღლელი უფრო მეტად მძოლისთვის (ამიტომ ძალიან დიდ პატივს ვცემთ მას და არ მივმართავთ პრეტენზიებით)
თანხა უნდა ჩაირიცხოს პირად ანგარიშზე
TBC BANK
მიმღები ალიკა შანავა
აპარატით ჩარიცხვის შემთხვევაში ჩარიცხეთ 86 ამ პირადი ნომრით.
საკონტაქტო :
თუშეთი — რა ტურებს გთავაზობთ
თუშეთის ტური ჩვეულებრივ 3–5 დღეა: ჯიპი მძღოლით თბილისიდან ან ალვანიდან, ღამეები გესტჰაუსებში კვებით, სურვილისამებრ — გიდი და ცხენები ლაშქრობისთვის. თარიღებს უღელტეხილის სეზონს მოვარგებთ.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა ივლისი–აგვისტო: დღისით 20–24°, ღამით 8–12°, ბილიკები და უღელტეხილები ღიაა; აგვისტოში ომალოში თუშეთობა იმართება.
ივნისსა და სექტემბერში ნაკლები ხალხია, მაგრამ ამინდი ცვალებადია და უღელტეხილზე შეიძლება თოვლი დაგხვდეთ.
აბანოს გზა, ჩვეულებრივ, მაისის ბოლოს ან ივნისში იხსნება და ოქტომბერში იკეტება; ზამთარში თუშეთი მოწყვეტილია და სოფლებში თითქმის არავინ რჩება.
რა ვნახოთ
- ომალო და კესელოს ციხე — თუშეთის მთავარი სოფელი და აღდგენილი თავდაცვითი კოშკები ზემო ომალოს თავზე
- დართლო — ფიქლის სახლებითა და კოშკებით აშენებული სოფელი პირიქითა ალაზნის ხეობაში
- შენაქო — სოფელი XIX საუკუნის სამების ეკლესიითა და ხეობის ხედით
- დიკლო — ციხე კლდის კიდეზე, დაღესტნის საზღვართან ახლოს
- ფარსმა და გირევი — პირიქითის შორეული სოფლები და ხევსურეთისკენ ლაშქრობის დასაწყისი
- თუშეთის ეროვნული პარკი — ალპური საძოვრები, ფიჭვნარი და მრავალდღიანი სალაშქრო მარშრუტები
როგორ მივიდეთ
თბილისიდან ახმეტის გავლით ფშაველამდე დაახლოებით 140 კმ-ია (2,5 საათი), იქიდან ომალომდე — კიდევ 70–72 კმ და 4–5 საათი ჯიპით. ზაფხულში ჯიპ-ტაქსები ალვანიდან და თელავიდან დადის; საკუთარი მანქანით მხოლოდ გამოცდილ მძღოლს ვურჩევთ.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: მხოლოდ მაღალი გამავლობის მანქანით და გამოცდილი მძღოლით; გრუნტის გზა უფსკრულის პირას, აბანოს უღელტეხილზე თითქმის 2900 მეტრამდე ადის.
სად დავრჩეთ: ომალოში, დართლოსა და შენაქოში — საოჯახო გესტჰაუსები, ზოგი კოშკის გვერდით.
რა წავიღოთ: თბილი ტანსაცმელი, საწვიმარი, სალაშქრო ფეხსაცმელი, მედიკამენტები და ნაღდი ფული — ბანკომატი არ არის.
კავშირი: სიგნალი ომალოში და ზოგ სოფელშია, ბილიკებზე ხშირად არ არის.