national delicacy

მოირონინე თუშეთი - 4 დაუვიწყარი დღე რონინთან ერთად

  • ID: 43579
  • ნახვები: 3987
complogo
მოლაშქრეთა კლუბი რონინი
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 26/07/18
    დაბრუნება
    • 29/07/18
დამატებითი ინფორმაცია

მოლაშქრეთა კლუბი რონინი გთავაზობთ ოთხდღიან ტურს 
თუშეთში

შეკრების ადგილი და დრო:
დიდუბე (სამთო ქიმიის წინ,ლუკოილსა და გალფს შორის)
შეკრების დრო: 03:30 სთ. 
გასვლა: 04:00სთ.


ტურის ფარგლებში თქვენ მოინახულებთ:
თუშეთის სამივე ხეობის: ჩაღმის, პირიქითისა და გომეწრის ულამაზეს სოფლებს. 
გვექნება თავისუფალი დროც დასვენებისთვის და განტვირთვისთვის ♥ 


მარშრუტი: თბილისი - ალვანი- თორღვას აბანოები - ომალო - შენაქო-დიკლო-ქუეს გადასახედი -მირგველა-დართლო-კვავლო - ფარსმა-გირევი-ბოჭორნა - დოჭუ -ილიურთა-კესელოები-ქუმელაურთა- ორეთის ტბა -- თელავი - თბილისი.
ტურის სახეობა: სათავგადასავლო ჯიპ-ტური;
სატრანსპორტო საშუალება: JEEP Mitsubishi Delica 4X4 
ტურის ხანგძლიობა: 3 ღამე / 4 დღე;
მანძილი: ერთი მიმართულებით 280 კმ.

გასვლა ხუთშაბათი ანუ ოთხშბათი რომ დაღამდება :)) 4:00 სთ (ღამე)..
ყველამ იქონიეთ პირადობის მოწმობა.

ტურის დეტალური აღწერა:

I დღე: თბილისი - ქვემო ალვანი - ფშაველები - აბანოს უღელტეხილი - ქვემო ომალო - შენაქო-დიკლო -ქუეს გადასახედი-მირგველა-დართლო-კვავლო.
პირველ დღეს ვნახავთ : სოფელ შენაქოს და დიკლოს ჩაღმა ხეობაში,გზად ასევე გავჩერდებით ქუეს გადასახედზე სადაც შესაძლებელია ნიამორებზე და მტაცებელ ფრინველებზე დაკვირვება. ქუეს გადასახედიდან გამოვალთ მირგველაში და გავემგზავრებით სოფელ დართლოში, დაბინავების შემდეგ ავალთ და დავათვალიერებთ სოფელ კვავლოს.
დაბანაკება: დართლოში.

II დღე: დართლო -ფარსმა-გირევი- ბოჭორნა -დოჭუ- ილიურთა
კესელოები-ომალო.
გავემგზავრებით დილას 10 საათისათვის ფარსმა გირევისაკენ,შემდეგ გომეწრის ხეობისკენ სადაც ვნახავთ ევროპაში ყველაზე მაღალ სოფელს ბოჭორნას, რომელიც მდებარეობს ზღვის დონიდან 2372მ. შემდეგ გადავხედავთ კლდეზე ნაგებ ლამაზ სოფელ დოჭუს და გავაგრძელებთ გზას ილიურთასკენ, (სადაც მდებარეობს მოქმედი ტაძარი) დავბრუნდებით უკან, ავალთ კესელოებზე (აგებულია XVIII საუკუნეში) ბოლოს დაბანაკება: ომალოში.


III დღე: ომალო- ქუმელაურთა-ორეთის ტბა-ომალო
მესამე დღეს ჩავალთ სოფელ ქუმელაურთაში,საიდანაც დაიწყება საფეხმავლო ტური ორეთის ტბაზე. ორეთის ტბა ზღვის დონიდან 2650 მ მდებარეობს. ორეთიდან ჩანს თითქმის მთელი თუშეთი, საქართველოს ჩრდილო საზღვრის მონაკვეთი-მყინვარებით მოსილი თუშეთის ქედი, მწვერვალი თებულოდან (4492 მ) დიკლოს მთამდე (4285 მ).ს 

IV დღე : ომალო-ვიზიტორთა ცენტრი- თორღვას აბანოები-ალავერდი-თბილისი.
მეოთხე დღეს დილით შევივლით ვიზიტორთა ცენტრში, ვიზიტორთა ცენტრის დათვალიერების შემდეგ გამოვემართებით თორღვას აბანოებისაკენ და სურვილის შემთხვევაში გავგრილდებით კიდეც ;) გაგრილებულები თბილისისკენ გამოვეშურებით წარუშლელი შთაბეჭდილებებით,გზად მოვილოცავთ ალავერდის წმ. გიორგის საკათედრო ტაძარს .


მარშუტის სირთულე:
საშუალო

ფეხით გასავლელი მანძილი:
ჯამში 20 კმ

ფინანსური ნაწილი:
ტურის ღირებულება 
კარავი: 160
სასტუმრო: 220

თანხის ჩარიცხვა ხდება წინასწარ.
თანხა არ ბრუნდება:
გასვლამდე 168 (1 კვირა) საათის დარჩენის შემდგომ ამოწერის შემთხვევაში.
ლოდინის მაქსიმალური დრო:
გასვლის დროდან 15 წუთი

ფასში შედის:
ტრანსპორტირება
გამყოლი
ფოტოგადაღება (არაპროფესიონალური)
პრიმუსი -ცხელი სასმელებისთვის 
ყავა 
ჩაი 



ფასში არ შედის:
ოთხი დღის სამყოფი საკვები წამოიღეთ თბილისიდან. თუ ვინმეს აქვს სურვილი სასტუმროში დარჩენის წინასწარ უნდა ვიცოდეთ რომ დავჯავშნოთ .


ყველამ თან იქონიოს საკუთარი საძილე ტომარა ანუ ''სპალნიკი'', საგებელი "პარალონი", კარავი (სასურველია) ..თუ არ გაქვთ კარავის შოვნაში დაგეხმარებით.

რა ჩავიცვა?!
რაშიც თავს კომფორტულად იგრძნობთ, ასევე წამოიღეთ თბილი ტანსაცმელი გამოსაცვლელი ფეხსაცმელი, საწვიმარი. ???? 

ფორსმაჟორულ სიტუაციაში ორგანიზატორი უფლებას იტოვებს შეცვალოს სანახავი ობიექტების რიგითობა 

გთხოვთ:

ნუ მოხვალთ ნასვამ მდგომარეობაში შეკრების ადგილზე;
ნუ დააბინძურებთ გარემოს;
ყველა ემორჩილება ორგანიზატორს.


ტურზე რეგისტრაციისთვის ან სხვა დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ ან დარეკეთ:
599 15 76 76 გიორგი

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე160.00
მოლაშქრეთა კლუბი რონინი
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 26/07/18
    დაბრუნება
    • 29/07/18