national delicacy

ღვთაებრივი სიყვარულის დღე - გერგეტობა, გერგეტზე <3

  • ID: 43370
  • ნახვები: 6695
complogo
მოლაშქრეთა კლუბი რონინი
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 16/07/18
    დაბრუნება
    • 16/07/18
დამატებითი ინფორმაცია

მოლაშქრეთა კლუბი რონინი გერგეტობას, 16 ივლისს, გთავაზობთ ერთ დღიან ტურს გერგეტის სამებაზე ♥ 


 შეკრების ადგილი და დრო:
 დიდუბე (სამთო ქიმიის წინ)
 შეკრების დრო: 06:30 სთ. 
 გასვლა: 07:00 სთ.

 ლოდინის მაქსიმალური დრო:
გასვლის დროდან 15 წუთი

 მოსანახულებელი ადგილები:
1. "გუდაურის გადასახედი" - ეს გადასახედი აშენებულია გუდაურის მახლობლად, ჯვრის უღელტეხილზე
2. გერგეტის სამება (XIV ს )
3. ხევის სიონი (IX-X სს)

ტურის დეტალური აღწერა:
16 ივლისს, დილით 6:30 სთ-ზე ვიკრიბებით დიდუბეში საიდანაც მივდივართ მიკროავტობუსით ყაზბეგისკენ, გზად გავჩერდებით გუდაურის გადასახედთან, რომელიც მდებარეობს ჯვრის უღელტეხილზე, გუდაურის მახლობლად, გადავიღებთ ფოტოებს. (სარემონტო სამუშაოები თუ დასრულებულია მაგ შემთხვევაში შეგვიშვებენ) შემდეგ გავემართებით გერგეტის სამებისკენ. აღსანიშნავია, რომ 1981 წლის 16 ივლისის შემდეგ უწმინდესი გერგეტობას, როგორც ღვთაებრივი სიყვარულის დღეს, ისე აღნიშნავს და სადღესასწაულო წირვა-ლოცვას სწორედ ამ ტაძარში აღავლენს. უკანა გზაზე მოვინახულებთ ხევის სიონს - IX-X საუკუნეების მიჯნის სამნავიან ბაზილიკას და დავტკბებით ულამაზესი ხედებით ♥


 ტური შედგება ნებისმიერ ამინდში, მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიდება თუ გზასთნ დაკავშრებით შეიქმნება რაიმე პრობლემა


 მარშრუტის სირთულე:
მარტივი

ფეხით გასავლელი მანძილი :
ორივე გზა 6 კმ.

 გერგეტზე ასასვლელად შესაძლებელია მანქანის დაქირავება 
(ფასი ერთ ადამიანზე 10 ლარი)

 ფინანსური ნაწილი:
ტურის ღირებულება 18 ლარი

 თანხის ჩარიცხვა ხდება წინასწარ.
 თანხა არ ბრუნდება:
გასვლამდე 168 საათის დარჩენის შემდგომ ამოწერის შემთხვევაში.

თანხის ჩარიცხვას დაუყოვნებლივ გვატყობინებთ, წინააღმდეგ შემთხვევაში სიაში ვერ მოხვდებით.


 ფასში შედის:
 ტრანსპორტირება
 გამყოლი
 ფოტოგადაღება (არაპროფესიონალური)

 ფასში არ შედის:
 საკვები (მიგვაქვს ინდივიდუალურად მაგრამ ვიკვებებით ერთად) (სურვილის შემთხვევაში უკანა გზაზე შესაძლებელია გავჩერდეთ ფასანაურში, სახინკლეში)


 თქვენივე კომფორტისთვის გირჩევთ:
გეცვათ სალაშქრო ფეხსაცმელი, წამოიღეთ საწვიმარი ყოველი შემთხვევისთვის

აუცილებლად გასათვალისწინებელი პირობები!!!

 ლაშქრობა რომ იყოს უსაფრთხო და ორგანიზებული გთხოვთ აუცილებლად დაიცვათ შემდეგი წესები წინააღმდეგ შემთხვევაში ორგანიზატორი იხსნის პასუხისმგებლობას.

 ყველა ემორჩილება ორგანიზატორს
 ნუ მოხვალთ ნასვამ მდგომარეობაში შეკრების ადგილზე;
 ნუ დააბინძურებთ გარემოს;
 დაუშვებელია გზიდან გადახვევა ორგანიზატორებთან შეთანხმების გარეშე.
 დაუშვებელია გაჩერება და ჯგუფის შეფერხება ფოტოს გადასაღებად თუ სხვა ... საჭირო ადგილებზე ჩვენ გაგაჩერებთ და გადაგაღებინებთ (გადაგიღებთ) ფოტოებს
 ფორსმაჟორულ სიტუაციაში ორგანიზატორი უფლებას იტოვებს შეცვალოს ტურის მარშრუტი


 ტურზე რეგისტრაციისთვის ან სხვა დამატებითი ინფორმაციისთვის  მოგვწერეთ ფეისბუკ გვერდზე ან დარეკეთ:
 599 15 76 76 გიორგი

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე18.00
მოლაშქრეთა კლუბი რონინი
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 16/07/18
    დაბრუნება
    • 16/07/18