თუშეთი დღიანი ტური - აგვისტო. - სექტემბერი

ფოტო: Moahim · CC BY-SA 4.0; Abramia Giorgi · CC BY-SA 4.0; Moahim · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons

მიმართულებათუშეთი
ფასიფასი — მოთხოვნით
ID43326

რა შედის

  • კვება
  • ავიაბილეთები
  • ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება

ტურის შესახებ

2 ღამე / 3 დღე.

მოვინახულებთ თუშეთის სამივე ხეობის: ჩაღმის, პირიქითისა და გომეწრის სოფლებს.

I დღე:
თბილისიდან გასვლა 05:00-ზე
1. აბანოსუღელტეხილი (ზღვის დონიდან 2950 მ.)
2. ომალო (ომალოს მუზეუმი და ჯიხვების გადასახედი)
3. შენაქო (წმ. სამების ეკლესია მე-16 ს.)
4. დიკლო (დიკოლს ციხე - ფეხით სასარულო ჯამში 4კმ მარტივი)
5. კესელოს ციხე - მე-18 ს.

დაბინავება საოჯახო ტიპის სასტუმროში ან კარვებში თქვენი სურვილისამებრ

II დღე:
გასვლა 07:00-ზე
1. დართლო - ციხე-კოშკები, აკლდამა-საყდრები მე-15-17 სს, საბჭეოს- ტრადიციული სასამართლო მე-17-18 სს და ეკლესია. (მე-19 ს)
2. კვავლო - კოშკი, საქვაბე, ციხე–სახლი. (ფეხით სასარულო ჯამში 3კმ მარტივი)
3. დანო
4. ჭეშო
5. ფარსმა - ციხე-სახლები, წმ. გიორგის ხატის კომპლექსი, საკულტო ძეგლი - წმ. თევდორეს ხატი.
6. გირევი (სოფელში მესაზღვრეების პუნქტია. თუ ალაზანი ადიდებული იყო და მანქანამ ვერ შეძლო მასზე გადასვლა, ფეხით სასარულო იქნება ჯამში 3კმ მარტივი)

დაბინავება საოჯახო ტიპის სასტუმროში ან კარვებში თქვენი სურვილისამებრ

III დღე:
გასვლა 07:00-ზე
1. ბოჭორნა (ევროპაში ყველაზე მაღალი დასახლება 2345 მ.)
2. დოჭუ (ფეხით სასარულო ჯამში 3კმ მარტივი)
3. ილიურთა (წმ. გიორგის ეკლესია მე-18 ს.)
4. ბეღელა
5. ხისო
6. ხახაბო
7. ჩიგლაურა
8. თორღვას აბანოები

(საოჯახო სასტუმრო).

???? ტრანსპორტირება (დელიკა JEEP Mitsubishi Delica 4X4 ) ???? გამყოლი ???? ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი)
???? ღამისთევა კარვებში ან სასტუმროში სურივილისამებრ.

???? კვება მოგვაქვს ინდივიდუალურად.
???? კარავი, საძილე ტომარა, პარალონი მოგვაქვს ყველას საკუთარი. ვისაც არ გაქვთ დაგეხმარებით ქირაობაში.

იქონიეთ თბილი ტანსაცმელი, გამოსაცვლელი ფეხსაცმელი, საწვიმარი, პირადი აფთიაქი და ა.შ.

⏰ ვიკრიბებით:
მეტრო რუსთავლეთან. რედისონი - ველოსიპედის ძეგლთან
4:30 სთ. გავდივართ 5:00 სთ.
(დაგვიანებულებს ვერ დაველოდებით, რადგან ტური გათვლილია დროში).

???? ტურის მსვლელობისას ვითვალისწინებთ შემდეგ წესებს:
⌚ არ ვაგვიანებთ
???? არ ვეწევით ტრანსპორტში
???? არ მოვდივართ ტურზე ნასვამ მდგომარეობაში
???? აკრძალულია ალკოჰოლური სასმლის მიღება ტრანსპორტში.
ვემორჩილებით გამყოლს.წინააღმდეგ შემთხვევაში ურჩი მონაწილის წინაშე ვიხსნით ყველანაირ პასუხისმგებლობას.

???? ტურის გამართვამდე რამდენიმე დღით ადრე დაგიკავშირდებით და მოგაწვდით საბანკო ანგარიშის ნომრებს, რომელზეც უნდა აუცილებლად განახორციელოთ ჩარიცხვა მაქსიმუმ მომდევნო სამუშაო დღის ბოლომდე. ჩარიცხვის შემდეგ, გთხოვთ, აუცილებლად შეგვატყობინოთ სახელი და გვარი, შეტანილი თანხა, ტურის დასახელება და ასევე აუცილებლად შეინახეთ ქვითარი. გაცნობებთ, რომ წამომსვლელთა გარანტირებულ სიაში მოსახვედრად ა-უ-ც-ი-ლ-ე-ბ-ე-ლ-ი-ა მომეცმულ ვადაში განახორციელოთ ჩარიცხვა. წინააღმდეგ შემთხვევაში გადახვალთ სარეზერვო სიაში და შესაძლოა ვერ მოხვდეთ წამომსვლელთა შორის. ჩარიცხული თანხა უკან დაბრუნდება მხოლოდ ისეთ იშვიათ ფორსმაჟორულ სიტუაციაში, როდესაც იძულებული ვიქნებით ტური გავაუქმოთ. თანხასთან დაკავშირებით არ მიიღება პრეტენზიები: "ხელზე მოვიტან", "ბანკში მისვლა მეზარება", "ქუჩაში გასვლა მეზარება", "სამსახურიდან ვერ გამოვალ", "არ ვიცი როგორ დავრიცხო და ვერ მოვახერხებ" და ა.შ. ჩვენი facebook გვერდის მარცხენა მთავარ მენიუში აირჩიეთ სულ ქვედა ღილაკი: ჩანაწერები (Notes) და ნახავთ ჩარიცხვის ძალიან დეტალურ და გასაგებ ინსტრუქციებს სხვადასხვა მეთოდებით. ამასთანავე, თუ ვერ გაერკვიეთ მაინც, მზად ვართ ყველანაირად დაგეხმაროთ გადარიცხვის შესრულებაში.

p.s. ბედნიერ მოგზაურობას გისურვებთ :*

თუშეთი — რა ტურებს გთავაზობთ

თუშეთის ტური ჩვეულებრივ 3–5 დღეა: ჯიპი მძღოლით თბილისიდან ან ალვანიდან, ღამეები გესტჰაუსებში კვებით, სურვილისამებრ — გიდი და ცხენები ლაშქრობისთვის. თარიღებს უღელტეხილის სეზონს მოვარგებთ.

როდის წავიდეთ

საუკეთესოა ივლისი–აგვისტო: დღისით 20–24°, ღამით 8–12°, ბილიკები და უღელტეხილები ღიაა; აგვისტოში ომალოში თუშეთობა იმართება.
ივნისსა და სექტემბერში ნაკლები ხალხია, მაგრამ ამინდი ცვალებადია და უღელტეხილზე შეიძლება თოვლი დაგხვდეთ.
აბანოს გზა, ჩვეულებრივ, მაისის ბოლოს ან ივნისში იხსნება და ოქტომბერში იკეტება; ზამთარში თუშეთი მოწყვეტილია და სოფლებში თითქმის არავინ რჩება.

რა ვნახოთ

  • ომალო და კესელოს ციხე — თუშეთის მთავარი სოფელი და აღდგენილი თავდაცვითი კოშკები ზემო ომალოს თავზე
  • დართლო — ფიქლის სახლებითა და კოშკებით აშენებული სოფელი პირიქითა ალაზნის ხეობაში
  • შენაქო — სოფელი XIX საუკუნის სამების ეკლესიითა და ხეობის ხედით
  • დიკლო — ციხე კლდის კიდეზე, დაღესტნის საზღვართან ახლოს
  • ფარსმა და გირევი — პირიქითის შორეული სოფლები და ხევსურეთისკენ ლაშქრობის დასაწყისი
  • თუშეთის ეროვნული პარკი — ალპური საძოვრები, ფიჭვნარი და მრავალდღიანი სალაშქრო მარშრუტები

როგორ მივიდეთ

თბილისიდან ახმეტის გავლით ფშაველამდე დაახლოებით 140 კმ-ია (2,5 საათი), იქიდან ომალომდე — კიდევ 70–72 კმ და 4–5 საათი ჯიპით. ზაფხულში ჯიპ-ტაქსები ალვანიდან და თელავიდან დადის; საკუთარი მანქანით მხოლოდ გამოცდილ მძღოლს ვურჩევთ.

პრაქტიკული ინფორმაცია

გზა: მხოლოდ მაღალი გამავლობის მანქანით და გამოცდილი მძღოლით; გრუნტის გზა უფსკრულის პირას, აბანოს უღელტეხილზე თითქმის 2900 მეტრამდე ადის.
სად დავრჩეთ: ომალოში, დართლოსა და შენაქოში — საოჯახო გესტჰაუსები, ზოგი კოშკის გვერდით.
რა წავიღოთ: თბილი ტანსაცმელი, საწვიმარი, სალაშქრო ფეხსაცმელი, მედიკამენტები და ნაღდი ფული — ბანკომატი არ არის.
კავშირი: სიგნალი ომალოში და ზოგ სოფელშია, ბილიკებზე ხშირად არ არის.

თუშეთი: გზამკვლევი
თუშეთი

ხშირი კითხვები

როდის არის ღია თუშეთის გზა?
ჩვეულებრივ მაისის ბოლოდან ან ივნისიდან ოქტომბრამდე, თოვლის მიხედვით. წვიმის შემდეგ მეწყერის გამო გზა შეიძლება დროებით დაიკეტოს, ამიტომ წასვლამდე სტატუსი გადაამოწმეთ.
შემიძლია ჩემი მანქანით წასვლა?
მხოლოდ მაღალი გამავლობის 4x4-ით და მთის გზაზე სიარულის გამოცდილებით. უმეტესობა ადგილობრივ ჯიპ-ტაქსს ირჩევს — მძღოლებმა გზის ყველა მოსახვევი იციან.
რამდენი დღე სჭირდება თუშეთს?
მინიმუმ 3 დღე: გზაზე ორივე მიმართულებით თითო დღე მიდის. ომალოს, დართლოსა და შენაქოსთვის 3–4 დღე საკმარისია, ლაშქრობებით — ერთი კვირა.
რა არის თუშეთობა?
ზაფხულის დღესასწაული ომალოში, ჩვეულებრივ აგვისტოში: ცხენების დოღი, თუშური სიმღერა და ცეკვა, ყველი და ხინკალი. ამ დღეებში გესტჰაუსები წინასწარ უნდა დაჯავშნოთ.
შეიძლება ბავშვებთან ერთად?
კი, თუ ბავშვი გრძელ და დაკლაკნილ მგზავრობას იტანს. სოფლებს შორის მოკლე გასეირნებები ბავშვებისთვისაც იოლია, დიდი ლაშქრობები — უფრო მოზრდილებისთვის.
მოითხოვე შეთავაზება

ჩაწერე ქვეყანა, ქალაქი ან სასტუმრო — მაგ. კვიპროსი, ბათუმი, დუბაი.