national delicacy

აბუდელაურის ფერადი ტბები, პირაქეთა ხევსურეთი

  • ID: 43227
  • ნახვები: 4066
complogo
მოლაშქრეთა კლუბი ფენიქსი
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 15/07/18
    დაბრუნება
    • 15/07/18
დამატებითი ინფორმაცია

მოლაშქრეთა კლუბი "ფენიქსი" კვირას, 15 ივლისს გთავაზობთ ერთდღიან, სალაშქრო-სათავგადასავლო ტურს პირაქეთა ხევსურეთში , უნიკლაური , სამი ფერის ტბის დასალაშქრად ♥

●შეხვედრის დრო და ადგილი : 15 ივლისი, კვირა , მეტრო რუსთაველი, მაკდონალდსის წინ დილის 06:30 ზე.

●ტურის ხანგრძლივობა: 1 დღე

●ფასი: 25 ლარი (ჩვენი ფონდის, "+ 1 მინიმუმი"ს ჩათვლით)
●ფასი კლუბის წევრებისთვის : 20 ლარი 
●ფასი მოიცავს: 
ტრანსპორტირებას და გამყოლის მომსახურებას

●საკვები მოგვაქვს სახლიდან ვისაც რა გვსურს და ვაწყობთ ერთიან პიკნიკს

●ფეხით გასავლელი მანძილი სულ:
20 კმ ორივე გზა. 
(უამინდობის , უგზოობის შემთხვევაში შეიძლება +- 5 კმ დაგვემატოს, თუ მარშუტკა ვერ ავა სოფელ როშკამდე იმ შემთხვევაში)

●ლაშქრობის სირთულე: საშუალო

●ღირსშესანიშნაობანი:
სოფელი როშკა
როშკის ლოდები (ცნობილია როგორც ბუნების ძეგლი)
აბუდელაურის ტბები :
მწვანე ტბა
ლურჯი ტბა
თეთრი ტბა
ხედები ჭიუხებზე, პირაქეთ ხევსურეთზე და არა მარტო...
იახსრის ლოდი

●ამინდი: 

შედგება მიუხედავად ამინდისა.

●რისკები, საფრთხეები: გრძელი, მაგრამ მარტივი გზა, როშკის შემდეგ ზემოთ ტბებთან არ იჭერს ტელეფონი და წინასწარვე გააფრთხილეთ ოჯახის წევრები და მეგობრები. ასევე გზა თეთრ ტბამდე არის ქვიანი და აუცილებლად კარგი სალაშქრო ფეხსაცმელი ჩაიცვით, არ ცურავდეს და სასურველია იყოს მაღალყელიანი, და რაღათქმაუნდა შეიძლება დაგემართოთ ისეთი უცნაური რამ, როგორიცაა მეტისმეტი აღფრთოვანებისგან ფრთების გამოსხმა და "გაფრენა" :D ♥

●რა წავიღოთ?
ერთი დღის სამყოფი საკვები და 1 ლიტრი წყალი. საწვიმარი, ფანარი, გამოსაცვლელი ფეხსაცმელი და წინდა. რაიმე თბილი მოსაცმელი .ქუდი და სათვალე მზისგან თავდასაცავად. მზის კრემი. სასურველია სალაშქრო ჯოხები.თუ ვინმე უკრავთ და მღერით წამოიღეთ შესაბამისი ინსტრუმენტი ♥ აუცილებლად იქონიეთ კარგი განწყობა და ღიმილი, თორემ არ წაგიყვანთ :D

●რა ჩავიცვათ?
მოხერხებული სალაშქრო ტანისამოსი და სალაშქრო ფეხსაცმელი

.ფინანსური მხარე
-------------------------
▲თანხის ჩარიცხვა:
საქართველოს ბანკი
ანგარიშის ნომერი: 375407600GEL
ინტერნეტ ბანკი: GE48BG0000000375407600GEL
პირადი ნომერი აპარატიდან ჩარიცხვის შემთხვევაში: 
12001090962
დანიშნულება: აბუდელაური
მიმღები: ლელა წიკლაური

▲ჩარიცხვისთავანავე ვატყობინებთ ორგანიზატორებს 
მობილურზე ტექსტური შეტყობინებით ან ზარით
593 22 57 20 .
▲ჩაწერის და თანხის ჩარიცხვის ბოლო დღე პარასკევი, 13 ივლისი

☛ გაითვალისწინეთ:
გასვლის წინ, სამი დღით ადრე ვინც ამოეწერება სიიდან თანხა უკან ვერ დაუბრუნდება. 
✖თანხის ადგილზე გადახდა კატეგორიულად დაუშვებელია!!!

❁საინტერესო და საჭირო ინფო ჩვენი აქციების შესახებ.

1.ოჯახიდან 2 პიროვნება (დედა-შვილი, მამა-შვილი, და-ძმა) მიიღებს 20% ფასდაკლებას
2. ოჯახიდან სამი პიროვნება მიიღებს 3 - 1. ანუ სამი კაცი ორის ფასად
3. წამოიყვანე 5 პიროვნება ტურზე და შენ წამოდი უფასოდ.
4. ჩვენი აქცია, "აჩუქე ტური იუბილარს" სასაჩუქრე ბარათი შეიძინე 20%-იანი ფასდაკლებით. 
5. მოლაშქრეთა კლუბ "ფენიქსის" წყვილები, რომლებმაც შექმნეს და კიდევაც შექმნიან ოჯახს,ივლიან ჩვენთან კვლავ, მიიღებენ ორ საგზურს ერთის ფასად. .
ასეთი შემთხვევების მქონენი წინასწარ შეგვეხმიანეთ პირადში ვიდრე ტურზე ჩაეწერებით.

წესები და პირობები მოწესრიგებული მოგზაურობისთვის, რომელსაც ვიცავთ ყველა!!!

☛ არ მოვდივართ შეკრების ადგილზე ნასვამ/ნაბახუსევ მდგომარეობაში
არ ვიღებთ ალკოჰოლს სიარულისას/მარშირებისას და ტრანსპორტში ! 
ასევე აკრძალულია მოწევა ტრანსპორტში !
საკვებს მივირთმევთ ყველა ერთად(გარდა იმ შემთხვევისა, თუ ვინმე შეუძლოდ გახდა)
არ ვყრით ნაგავს!!! 
არ ვანადგურებთ ფლორას და ფაუნას!
არ მოგვყავთ შინაური ცხოველები/ფრინველები(არც გარეული)
არ ვსაუბრობთ პოლიტიკაზე და რელიგიაზე.
არ ვბილწსიტყავობთ!
არ ვუხვევთ დაგეგმილ მარშრუტს საკუთარი ნება-სურვილით!
არ ვყოფთ ჯგუფს "კუტოკებად" !
ყველა ერთად ვქმნით მეგობრულ, თბილ იდილიას გუნდში და ვქმომედებთ გუნდურად! ვინაწილებთ ბანაკის საქმეებს !
არ ვჭორაობთ სხვა კლუბებზე ან კონკრეტულ პიროვნებებზე!
ვემორჩილებით ორგანიზატორს ტურის განმავლობაში

▲მოცემული პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში ორგანიზატორი იხსნის ყველანაირ პასუხისმგებლობას/ვალდებულებას მოლაშქრის წინაშე და ურჩი მოლაშქრე გაძევებული იქნება და ვეღარასდროს ვერცერთ ლაშქრობაში ვერ წამოვა........

▲წამოსვლის არასრულწლოვანმა მსურველმა უნდა თან იყოლიოს მშობელი შეკრების ადგილზე...

დამატებითი ინფორმაციისთვის :
☎ 593 22 57 20 ლელა
☎ 555 94 20 01 თენგო

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე25.00
მოლაშქრეთა კლუბი ფენიქსი
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 15/07/18
    დაბრუნება
    • 15/07/18
შეიძინე სამოგზაურო დაზღვევა
მსგავსი ტურებიყველა ტურის ნახვა