national delicacy

ტური ლომისაზე - 7 ივლისი, შაბათი

  • ID: 43204
  • ნახვები: 2491
complogo
საქართველოს ბილიკებზე
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 07/07/18
    დაბრუნება
    • 07/07/18
დამატებითი ინფორმაცია

,,საქართველოს ბილიკებზე" გთავაზობთ ერთ დღიან ტურს ლომისას სალოცავზე.

1. ნაღვარევის წმ. გიორგი - ტაძარი, სადაც 1795 წ. კრწანისის ბრძოლაში მიმავალმა 300-მა არაგველმა ფიცი დადო.

2. ლომისა - წმ. გიორგის უძველესი სალოცავი IX-X ს.ს. მდინარეების ქსნისა და არგვის წყალგამყოფი ქედის უღელტეხილზე.ტაძარში ინახება საყელურიანი დიდი რკინის ჯაჭვი. ვისაც აღთქმა აქვს დადებული, ან რაიმეს თხოვნა სურს წმიდანისთვის, ამ ჯაჭვს კისერზე დაიდებს და ტაძარს სამგზის შემოუვლის ლოცვით.

3. მლეთის წმ. გიორგი (ლომისის ქვედა ეკლესია)

✔ 7 ივლისი, შაბათი.
✔ ტურის ღურებულება: 15 ლარი

სოფელი მლეთიდან ფეხით ავუყვებით ლომისის ქედს, ლომისას სასწაულმოქმედი ტაძარი მდებარეობს წვერზე. 
ვიხილავთ ულამაზეს ხედებს ხადას ხეობაზე.

ფეხით სასიარულო ერთი გზა 3,5 კმ. 
ჯამში მთელი დღის განმავლობაში 7 კმ. საშუალო სირთულის.

ვიკრიბებით: 
მეტრო რუსთავლეთან. რედისონი - ველოსიპედის ძეგლთან 6:45 სთ. გავდივართ 7:00სთ. 
(დაგვიანებულებს ვერ დაველოდებით, რადგან ტური გათვლილია დროში).

ტურის ღირებულებაში შედის:
გამყოლი

მგზავრობა კომფორტული მიკროავტობუსით 
ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი).

კვება მოგვაქვს ინდივიდუალურად. 
ერთად ვიპიკნიკებთ ბუნებაში. 

ტურზე გასათვალისწინებელი დეტალები:
1. მოხერხებული სალაშრო ფეხსაცმელი, რომელიც არ სრიალებს.
2. ქუდი (კეპი), მოსაცმელი მზისგან დასაცავად და საწვიმარი ყოველი შემთხვევისათვის (მთის ამინდი ყოველთვის არაპროგნოზირებადია). 
3. წყალი და საკვები ერთი დღის სამყოფი.

ტურზე წამოსვლის მსურველებმა მოგვწერეთ ქვემოთ მითითებულ faecbook გვერდზე https://www.facebook.com/bilikebze 

ან დაგვიკავშირდით ნომერზე  555 40 76 50 ანი.

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე15.00
საქართველოს ბილიკებზე
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 07/07/18
    დაბრუნება
    • 07/07/18