national delicacy

ტაბაკინი, სათაფლია, მოწამეთა, გელათი და ა.შ.

  • ID: 43098
  • ნახვები: 7264
complogo
საქართველოს ბილიკებზე
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 08/07/18
    დაბრუნება
    • 08/07/18
დამატებითი ინფორმაცია

,,საქართველოს ბილიკებზე" გთავაზობთ ერთ დღიან ულამაზეს და ისტორიულ ტურს იმერეთში.

1. ტაბაკინის მონასტერი - მე-7 ს. წმ. გიორგის მამათა მონასტერი 
2. სათაფლია - მღვიმეები და დინოზავრის ნაკვალევი. 
3. ბაგრატის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი - 1003 წ.
4. მოწამეთას კომპლექსი - მე-11 ს.
5. გელათის სამონასტრო კომპლექსი - ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მთავარი ტაძარი, წმ. გიორგის სახელობის ეკლესია, წმ. ნიკოლოზის სახელობის ეკლესია, სამრეკლო, აკადემია, გალავანი (მე-12 საუკუნე). ტაძარის შესასვლელში დაკრძალულია მეფე დავით აღმამშენებელი და აგრეთვე, სრულიად საქართველოს თითქმის ყველა მეფე.

✔ 8 ივლისი, კვირა.
✔ ტურის ღირებულება: 26 ლარი

⏰ ვიკრიბებით: მეტრო რუსთაველთან. რედისონი ველოსიპედის ძეგლთან 6:20 სთ-დან. გავდივართ 6:40 სთ-ზე.
(გასვლისას ვინც არ იქნება, ვერ დაველოდებით, რადგან ტური გათვლილია დროში).

ტურის ღირებულებაში შედის:
გამყოლი
მგზავრობა კომფორტული მიკროავტობუსით 
ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი).

ტურის ღირებულებაში არ შედის:
სათაფლიის მღვიმეში შესვლის ღირებულება.
საქართველოს მოქალაქე - 7 ლარი;
სტუდენტი და სკოლის მოსწავლე - 5 ლარი;

კვება მოგვაქვს ინდივიდუალურად. 
ერთად ვიპიკნიკებთ ბუნებაში. 

 

ტურზე წამოსვლის მსურველებმა მოგვწერეთ ქვემოთ მითითებულ faecbook გვერდზე https://www.facebook.com/bilikebze 

ან დაგვიკავშირდით ნომერზე  555 40 76 50 ანი.

 

1. ტაბაკინის მონასტერი - მე-7-8 საუკუნეების წმ. გიორგის მამათა მონასტერი გამოირჩევა არქიტექტურით, მე-16 საუკუნის მოხატულობით და მდიდარი ისტორიით. აქ ერთ დროს 70 ბერი აღავლენდა წირვა-ლოცვას. აქ გაატარა ბავშვობის გარკვეული პერიოდი მე-19 საუკუნის გამოჩენილმა მოღვაწემ, სოლომონ II-ის (იმერეთის მეფე) მოძღვარმა წმ. ილარიონ ქართველმა. კომუნისტური ათეიზმის პერიოდში დაზიანდა ტაძარი და მისი მოხატულობა, რომელიც აღდგა 1992 წელს. აქ მოღვაწე ბერების შრომით სამონასტრო კომპლექსს თორმეტი მოციქულის სახელობის ტაძარი (2000 წ.), ხის სენაკები, სატრაპეზო და სხვა დამხმარე ნაგებობები შეემატა. მონასტერთან დაარსდა კავკასიური ნაგაზის ძაღლსაშენი „ტაბაკინი“, სადაც მიმდინარეობს ინტენსიური სელექციური მუშაობა.

2. სათაფლიის კარსტული მღვიმეები - მდებარებს სამგურალის სერზე, ზღვის დონიდან 360 მეტრზე. იგი გამომუშავებულია ქვედაცარცულ შრეებრივ კირქვებში. მღვიმის შესასვლელი ძაბრისებრი ღრმულის ფსკერზე მდებარეობს. წინა ნაწილში გვხვდება ეროზიული საფეხურები. შესასვლელიდან დაახლოებით 100 მეტრში არის ულამაზესი „გუმბათოვანი დარბაზი“, ხოლო 150 მეტრში „ნაღვენთების სასაფლაო“. მღვიმეს აქვს განშტოებებიც. სათაფლიის მღვიმის ჯამური სიგრძეა დაახლოებით 900 მეტრი. სიმაღლე – 10 მეტრს აღემატება, ხოლო სიგანე უდრის 14-15 მეტრს. ამ ტერიტორიაზე განლაგებულია კოლხური ტყე, რელიქტური და ენდემური ნიმუშებით და დინოზავრის ნაკვალევით.

3. ბაგრატის ტაძარი - ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი, გალავანი, სამსართულიანი კოშკი, დასავლეთისა და აღმოსავლეთის კარიბჭეები და სხვა (მე-10-11 საუკუნეები, ბაგრატ III-ის მეფობა). ისტორიულად იგი გაერთიანებული საქართველოს სიმბოლოა. 1692 წელს ახალციხიდან შემოსულმა ოსმალებმა ხელში ჩაიგდეს ქუთაისის ციხე და გააფთრებული ბრძოლის დროს მასთან ერთად ააფეთქეს ბაგრატის ტაძარი. 1770 წელს იმერეთის მეფე სოლომონ პირველმა ციხე დაიბრუნა და ბაგრატის ტაძარი ოსმალებისგან გაათავისუფლა, მაგრამ ბრძოლების დროს ძველ დაზიანებებს ახალიც დაემატა. 2009 წელს საქართველოს მთავრობამ დაიწყო ძეგლის რესტავრაცია, რაც 2012 წელს დასრულდა. საზოგადოებაში არ წყდება პოლემიკა რესტავრაციის ავ-კარგიანობაზე.

4. მოწამეთას კომპლექსი - ეკლესია, სამრეკლო, ორი კოშკი, გალავანი და წინამძღვრის სახლი (მე-11 საუკუნე). აგებულია წმინდა ძმების დავით და კონსტანტინე მხეიძეების უკვდავსაყოფად. ისინი იყვნენ არგვეთის ერისთავები, რომლებიც მე-8 საუკუნეში შემოსეულ არაბთა ლაშქარს მცირე რაზმით თავგანწირულად შეებრძოლნენ და დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, ვერ შეაჩერეს ურიცხვი მტერი და დამარცხდნენ. არაბთა სარდალმა მურვან ყრუმ შეპყრობილ ერისთავებს მოსთხოვა ქრისტეს რწმენის უარყოფა, რაზედაც მტკიცე უარი მიიღო. განრისხებულმა მურვანმა დიდი ტანჯვა მიაყენა ძმებს, მაგრამ მათ საშინელი წამება ვაჟკაცურად აიტანეს და მოწამეთა გვირგვინით შეიმოსნენ. მათი ნეშტი დაკრძალულია ტაძარში, საკურთხევლის მარცხენა მხარეს. 

5. გელათის სამონასტრო კომპლექსი - ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მთავარი ტაძარი, წმ. გიორგის სახელობის ეკლესია, წმ. ნიკოლოზის სახელობის ეკლესია, სამრეკლო, აკადემია, გალავანი (მე-12 საუკუნე). ტაძარის შესასვლელში, ანდერძის თანახმად („გალობანი სინანულისანი“) დასაფლავებულია მეფე დავით აღმამშენებელი. აგრეთვე, აქ არის დასაფლავებული სრულიად საქართველოს თითქმის ყველა მეფე. ამავე ტაძარში, შემონახულია დავით აღმამშენებლის ერთადერთი ფრესკა, რომელშიც მეფეს ერთ ხელში ეკლესიის მოდელი უჭირავს, ხოლო მეორეში – გრაგნილი. 1106 წელს, დავით აღმამშენებელმა დააარსა გელათის აკადემია, რის წყალობითაც იგი გახდა არა მარტო საეკლესიო ცხოვრების სავანე, არამედ საერთო განათლების ცენტრი და ფილოსოფიური აზროვნების კერა. აქ მოღვაწეობდნენ იოანე პეტრიწი, არსენ იყალთოელი და სხვა.

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე26.00
საქართველოს ბილიკებზე
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 08/07/18
    დაბრუნება
    • 08/07/18