national delicacy

ყაზბეგი - 8 ივლისი

  • ID: 43033
  • ნახვები: 2935
complogo
ორიჯინალ თრეველი
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 08/07/18
    დაბრუნება
    • 08/07/18
დამატებითი ინფორმაცია

ტურის ღირებულება: 17 ლარი
ტურის სახეობა: კულტურულ-პილიგრიმული
ტურის ხანგრძლივობა:1 დღე
 

ღირებულებაში შედის:

-ტრანსპორტირება კომფორტული მიკროავტობუსით

-ფოტო-ვიდეო გადაღება

-ქართულენოვანი გიდი

 

კომპანიისგან საჩუქრად:

-წყალი

 

ღირებულებაში არ შედის:

-კვება

 

ტრანსპორტით გასავლელი სრული მანძილი : 300 კმ

ფეხით გასავლელი სრული მანძილი : 3-4 კილომეტრი

---სირთულე: მარტივი

 

07:30 - შეკრების დრო

08:00 - გამგზავრება მცხეთა-მთიანეთის მიმართულებით

18:30 - გამომგზავრება თბილისის მიმართულებით

21:00 - დაბრუნება თბილისში; ტურის დასასრული

 

ტურის მონაწილეთა მინიმალური რაოდენობა - 18

ტურის მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა - 40

 

ღირსშესანიშნავი ადგილები:

***ანანურის ხუროთმოძღვრული ანსამბლი

***გუდაურის პანორამული გადმოსახედი

***ჯვრის უღელტეხილის ტრავერტინი

***სოფელი სნო (სნოს ციხე და ტაძარი)

***გერგეთის ყოვლადწმინდა სამების ტაძარი

 

რეკომენდაცია:

- მოსახერხებელი ფეხსაცმელი

- საწვიმარი

- თბილი ტანსაცმელი

 

სავალდებულოა შემდეგი წესების დაცვა:

--დაუშვებელია გარემოს დაბინძურება

--ტურის ყველა მონაწილე ემორჩილება ორგანიზატორებს და ასრულებს მათ მითითებებს.

 

დამატებითი ინფორმაცია:

---08:00 საათზე დაიწყება ჩვენი მოგზაურობა. ერთ საათიანი მგზავრობის შემდეგ ჩვენი პირველი გაჩერება იქნება ანანურის ხუროთმოძღვრული ანსამბლი. ანანური  საქართველოს გვიანფეოდალური ხანის (,,XVI-XVIII საუკუნეების’’) უმნიშვნელოვანესი ძეგლია. ხუროთმოძღვრულ ანსამბლში თავმოყრილია შემდეგი საკულტო, სამხედრო და საერო დანიშნულების ძეგლები: ზედა და ქვედა ციხე, გალავანი, კოშკები, ღვთისმშობლის ეკლესია, ღვთაების ეკლესია, ეკლესია ”მკურნალი”, სამრეკლო, რვაკუთხა საკანი და წყალსაცავები

---ანანურის დათვალიერების შემდეგ მოგზაურობას გავაგრძელებთ სოფელი სნოს მიმართულებით. გზად კი აუცილებლად შევჩერდებით გუდაურის პანორამულ გადმოსახედთან და ჯვრის უღელტეხილის ტრავერტინთან. ზღვის დონიდან 2197 მეტრზე საავტომობილო გვირაბის სიახლოვეს ტრავერტინების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და თვალწარმტაცი ადგილსამყოფელი მდებაროებს. გამჭირვალე წყალი, ფერდობის თეთრ ზედაპირზე  თხელ ფენად ეშვება და თვალისმომჭრელ, ინტენსიური განვითარების პროცესში მყოფი ტრავერტინს წარმოქნის.

---ჩავალთ სოფელ სნოში. სოფელში მოვინახულებთ ტაძარს და XVI-XVII საუკუნეებით დათარიღებულ სნოს იგივე ღუდუშაურის ციხე-სიმაგრეს. ციხე კონტროლს უწევდა ხევიდან მიმავალ მოკლე გზას, რომელიც გადიოდა ხევსურეთზე, ფშავზე და გუდამაყრის ხეობით მთიულეთზე. სნოდან გახლავთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია II

---მოვინახულებთ სოფელში არსებულ ღირსშესანიშნავ ადგილებს და გავემართებით გერგეთის სამების სამონასტრო კომპლექსისკენ. სტეფანწმინდიდან ფეხით გავივლით დაახლოებით 2 კილომეტრიან მარტივი სირთულის გზას და ავალთ გერგეთის ყოვლადწმინდა სამების ტაძარში. ტაძარი ზღვის დონიდან 2200 მეტრზე მდებარეობს. სამონასტრო კომპლექსში შედის: სამების გუმბათოვანი ტაძარი (XIV ს–ის 30-იანი წლები), სამრეკლო (XIV ს–ის II ნახევარი) და საბჭეო (XV ს). გერგეთის სამება ბრიტანული გამოცემის The Telegraph-ის მიერ მსოფლიოს ყველაზე ლამაზი ეკელსიების ათეულშია შეყვანილი კავკასიონის ულამაზეს მთებში მდებარეობისა და განუმეორებელი არქიტექტურის გამო.

---დავტკბებით ენით აღუწერელი სილამაზით, დავბრუნდებით სტეფანწმინდაში საიდანაც გამოვემგზავრებით თბილისისკენ. ერთობლივი სურვილის შემთხვევაში, გვექნება პიკნიკი ან გზად შევჩერდებით რესტორანში და დავაგემოვნებთ უგემრიელეს ქართულ სამზარეულოს რის შემდეგაც დავბურდებით თბილისში.

 

თანხის ჩარიცხვა აუცილებელია ტურის ჩატარებამდე 2 დღით ადრე. ის ვინც შემდეგ ტურზე წამოსვლაზე უარს იტყვის ჩარიცხული თანხა უკან არ დაუბრუნდება.

 

სიაში ჩასაწერად ან დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ Facebook - ის გვერდზე ან დაგვირეკეთ:

+995 555 36 68 58 

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე17.00
ორიჯინალ თრეველი
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 08/07/18
    დაბრუნება
    • 08/07/18