ტური თუშეთში, დღე
ფოტო: Moahim · CC BY-SA 4.0; Alsandro · CC BY-SA 3.0; Alex Maisuradze · CC BY-SA 3.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
აღმოაჩინეთ თუშეთი ჩვენთან ერთად!
გაერიდეთ ქალაქის სიცხეს და გაიმრავალფეროვნეთ ზაფხული!
საქართველოს ულამაზეს კუთხეში, თუშეთში, ტურისტული სეზონი დაიწყო, თუ გსურთ თვალისმომჭრელი მთებით დატკბობა, შემოგვიერთდით სამ დღიან ტურზე!
თქვენ გექნებათ საშუალება დაათვალიეროთ თუშეთის სამივე ხეობა, უამრავი საინტერესო სოფელი, ისტორიული ძეგლი, შეიგრძნოთ მთის ტრადიციები და გაატაროთ დაუვიწყარი დრო!
მოგემსახურებათ გამოცდილი, ადგილობრივი მძღოლები, რომლებიც კარგად იცნობენ თუშეთის გზას და უზრუნველყოფენ თქვენს უსაფრთხოდ გადაადგილებას !
▶1 დღე: გასვლა თბილისიდან ქვემო ალვნის მიმართულებით, გადავალთ აბანოს უღელტეხილზე, დავათვალიერებთ დიკლოს, შენაქოს და ყველაზე დასახლებულ სოფელს ომალოს,სადაც საღამოს დავბინავდებით კარვებში.სურვილის მიხედვით ვახშამი ტრადიციული თუშური ხინკლის, ხავიწის და კოტორის თანხლებით.
▶2 დღე: ვაგრძელებთ ისტორიულ სოფლებში მოგზაურობას - ძველი ომალო (კესელოს კოშკები), დართლო, კვავლო, ფარსმა. საფეხმავლო ტური მსურველთათვის ნაქუდურთას, ჰეღოს და ჭონთიოს მიმართულებით (1.2 კმ). დაბრუნება ომალოში და სურვილის მიხედვით ვახშამი სასტუმროში ტრადიციული თუშური კერძების თანხლებით.
▶ 3 დღე: ვესტუმრებით, დოჭუს, ილიურთა, ბოჭორმას (ზღვის დონიდან 2345მ). გამომგზავრება თბილისის მიმართულებით და სურვილის შემთხვევაში ალავერდის მონახულება.
ტურის მაქსიმალური მოცულობა: 40 ადამიანი.
ტურის ხანგრძლივობა: 3 დღე - 2 ღამე
შეკრების ადგილი: რუსთაველი, ვარდების მოედანი, სასტუმრო რედისონთან, 07:00 საათი.
თანხა მოიცავს:
მგზავრობას კომფორტული მინივენით (Mitsubishi Delica 4×4)
განთავსებასა და ღამისთევას კარავში.
გიდს.
გასათვალისწინებელი ფაქტორები:
• მხოლოდ ძველ ომალოში და დართლოში არის კაფე.
• ომალოში მსურველებს შეუძლიათ ცხენის დაქირავება, ერთი დღე
◾თუშეთში ღორის ხორცის შეტანა და ჭამა სასტიკად აკრძალულია!
◾არ ვაბინძურებთ გარემოს!
მათ ვისაც კარავში ღამისთევა არ სურთ შეუძლიათ სასტუმროში ღამისთევა.
ტურის მოწყობა შესაძლებელია თქვენთვის სასურველ დღეებშიც, თბილისიდან , რუსთავიდან და თელავიდან, თუ მსურველთა მინიმალური რაოდენობა იქნება 6 ადამიანი. ასევე შესაძლებელია ტურის პროგრამის თქვენი სურვილის მიხედვით შედგენა
თუშეთი — რა ტურებს გთავაზობთ
თუშეთის ტური ჩვეულებრივ 3–5 დღეა: ჯიპი მძღოლით თბილისიდან ან ალვანიდან, ღამეები გესტჰაუსებში კვებით, სურვილისამებრ — გიდი და ცხენები ლაშქრობისთვის. თარიღებს უღელტეხილის სეზონს მოვარგებთ.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა ივლისი–აგვისტო: დღისით 20–24°, ღამით 8–12°, ბილიკები და უღელტეხილები ღიაა; აგვისტოში ომალოში თუშეთობა იმართება.
ივნისსა და სექტემბერში ნაკლები ხალხია, მაგრამ ამინდი ცვალებადია და უღელტეხილზე შეიძლება თოვლი დაგხვდეთ.
აბანოს გზა, ჩვეულებრივ, მაისის ბოლოს ან ივნისში იხსნება და ოქტომბერში იკეტება; ზამთარში თუშეთი მოწყვეტილია და სოფლებში თითქმის არავინ რჩება.
რა ვნახოთ
- ომალო და კესელოს ციხე — თუშეთის მთავარი სოფელი და აღდგენილი თავდაცვითი კოშკები ზემო ომალოს თავზე
- დართლო — ფიქლის სახლებითა და კოშკებით აშენებული სოფელი პირიქითა ალაზნის ხეობაში
- შენაქო — სოფელი XIX საუკუნის სამების ეკლესიითა და ხეობის ხედით
- დიკლო — ციხე კლდის კიდეზე, დაღესტნის საზღვართან ახლოს
- ფარსმა და გირევი — პირიქითის შორეული სოფლები და ხევსურეთისკენ ლაშქრობის დასაწყისი
- თუშეთის ეროვნული პარკი — ალპური საძოვრები, ფიჭვნარი და მრავალდღიანი სალაშქრო მარშრუტები
როგორ მივიდეთ
თბილისიდან ახმეტის გავლით ფშაველამდე დაახლოებით 140 კმ-ია (2,5 საათი), იქიდან ომალომდე — კიდევ 70–72 კმ და 4–5 საათი ჯიპით. ზაფხულში ჯიპ-ტაქსები ალვანიდან და თელავიდან დადის; საკუთარი მანქანით მხოლოდ გამოცდილ მძღოლს ვურჩევთ.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: მხოლოდ მაღალი გამავლობის მანქანით და გამოცდილი მძღოლით; გრუნტის გზა უფსკრულის პირას, აბანოს უღელტეხილზე თითქმის 2900 მეტრამდე ადის.
სად დავრჩეთ: ომალოში, დართლოსა და შენაქოში — საოჯახო გესტჰაუსები, ზოგი კოშკის გვერდით.
რა წავიღოთ: თბილი ტანსაცმელი, საწვიმარი, სალაშქრო ფეხსაცმელი, მედიკამენტები და ნაღდი ფული — ბანკომატი არ არის.
კავშირი: სიგნალი ომალოში და ზოგ სოფელშია, ბილიკებზე ხშირად არ არის.