რაჭა გრძელდება!!! ივლისს(კვირას)
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
საქართველო დეტალებშია. ნახე, იგრძენი, შეიყვარე!
ანდეთ თქვენი მოგზაურობა გამოცდილ გუნდს
მგზავრობა კომფორტული მიკროავტობუსით
გამყოლის მომსახურება
Wifi მხარდაჭერა მიკროავტობუსში
საკვები: მოგვაქვს ინდივიდუალურად.
ამბროლაურში ჩასვლისას გავაჩერებთ მაღაზიებთან. სურვილის შემთხვევაში თანხას ავკრიბავთ და საკვებს შევიძენთ.
ტურის ხანგძლიობა: 1 დღე
შეკრების დრო 08:30 - გასვლა 09:00 - დაბრუნება 22:00
დამგვიანებლებს დაველოდებით მხოლოდ 10 წუთით!
მარშრუტი:
საფეხმავლო ტური ცხრაჯვარზე
ნიკორწმინდა
ხვანჭკარის ბოთლი
სიყვარულის ჩანჩქერი (ბედის გახსნა :D )
შაორის წყალსაცავი (პიკნიკი და კოცონი შაორის სანაპიროზე )
საჭირო ეკიპირება:
სპორტული ფეხსაცმელი და შარვალი
ზურგჩანთაში წყალი .
შენიშვნა!
ფეხით სასიარულო მანძილი დაახლოებით - 5-6კმ
გზის სირთულე - საშუალო
გასათვალისწინებელი წესები:
არ მოვდივართ შეკრების ადგილზე ნასვამ/ნაბახუსევ მდგომარეობაში
საკვებს მივირთმევთ ყველა ერთად(გარდა იმ შემთხვევისა, თუ ვინმე შეუძლოდ გახდა)
არ ვყრით ნაგავს არც ტრანსპორტში და არც ბუნებაში.
ვიცავთ ცენზურას ტურის მიმდინარეობისას!
ტურზე არ მოგვყავს ცხოველები!
მითითებული თანხის გადახდა ხდება ტურამდე მაქსიმუმ 2-3 დღით ადრე, ჩარიცხული თანხა უკან არ ბრუნდება.
ტრანსპორტში არ ვეწევით სიგარეტს!
არ ვყოფთ ჯგუფს "კუტოკებად" !
ყველა ერთად ვქმნით მეგობრულ, თბილ იდილიას გუნდში და ვქმომედებთ გუნდურად!
არ ვუხვევთ დაგეგმილ მარშრუტს საკუთარი ნება-სურვილით!
ვემორჩილებით ორგანიზატორს ტურის განმავლობაში
**************************************************************
ტურზე ჩასაწერად მოგვწერეთ პირადში ან დარეკეთ:
რობი ან ჯაბა