ტური სამეგრელოში- მარტვილის და ოკაცეს კანიონი-დადიანების სასახლე..

ფოტო: Natia an · CC BY-SA 4.0; Neide18701 · CC BY-SA 4.0; Stratovara · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons

მიმართულებასამეგრელო
ფასიფასი — მოთხოვნით
ID42805

რა შედის

  • კვება
  • ავიაბილეთები
  • ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება

ტურის შესახებ

ერთ დღიანი ტური სამეგრელოში...გთავაზობთ სანახაობათა ჩამონათვალს:

1) დადიანების სასახლე: მუზეუმში გამოფენილია ამ მხარის არქეოლოგიური (, და ბრინჯაოს ხანის ნივთები) და ეთნოგრაფიული (სასოფლო-სამეურნეო იარაღი, საყოფაცხოვრებო ნივთები, , საცხოვრებელ ნაგებობათა - "ფაცხა", "ჯარგვალი", "ოდა" - და სხვა ნიმუშები) მასალა. წარმოდგენილია ფეოდალური ხანის ისტორიის ამსახველი ექსპონანტები. სამეგრელოს უკანასკნელი მთავრის და მისი ოჯახის წევრთა პირადი ნივთები.

2) მარტვილის კანიონი:ღირსშესანიშნაობა: ბუნების ძეგლი წარმოადგენს მდინარე აბაშის მიერ აბდათის კირქვული ქანებით აგებულ ანტიკლინში, კანიონისებურად გაჭრილ ხეობას. კანიონის სიგრძე 2400 მ-ია, ჩაჭრის სიღრმე 20-30 მ, ხოლო სიგანე 5-10 მ.
კანიონში ორ ადგილას არის შენახული კირქვის ბუნებრივი ხიდები, რაც იმის მანიშნებელია, რომ აქ ოდესღაც კარსტული მღვიმე ჩამოიშალა. გარდა ამისა, კანიონის შუა წელში წარმოიშობა 12-15 მ სიმაღლის ვარდნის მცირე ჩანჩქერები. ერთი მონაკვეთი გამოირჩევა განსაკუთრებული სილამაზით. ეს არის ოფუცხოლე, რომელიც ცნობილია “დადიანების საბანაოს” სახელით. აქ ჩასასვლეად ბილიკი კირქვის დიდი კვადრებისგან აშენებული კიბეს ჩაუყვება. გადმოცემის თანახმად, სწორედ ამ კიბით დადიოდნენ გიორგი ჭყონდიდელი და დავით აღმაშენებელი.
მიმდებარე კირქვოვან კლდეებზე განვითარებულია კოლხური ტყისთვის დამახასიათებელი ფლორა, თავისი უნიკალური წარმომადგენლებით, აქ გვხვდება: დათვის თხილი, კოლხური ბზა, უთხოვარი და სხვა. მრავლადაა სხვადასხვა სახეობის ხავსი, გვიმრანაირები.

3) ოკაცეს კანიონი: კანიონი მდებარეობს მდინარე ხეობაში. მდინარის სიგრძე 14 კილომეტრია, ხოლო კანიონის სიგანე ზოგან 3–6 მეტრი, ზოგან 15–20 მეტრია, სიღრმე კი 20-დან 100 მეტრამდე მერყეობს. კანიონს ამშვენებს რამდენიმე წყალუხვი ჩანჩქერი. ერთ-ერთი ტბის ,ოსხაპოს” სიგრძე 60 მეტრია. ოკაცეზე რამდენიმე ბუნებრივი ქვახიდია გადებული, ერთი მათგანია ,ბოგა”. კანიონს გააჩნია მღვიმეები, საიდანაც გამოედინება კარსტული წყლები.

ტური უნდა შედგებოდეს 7 ან 8 ადამიანისგან.. ან ფასის შეთანხმებით რაოდენობას მნიშვნელიბა არ აქვს..

ტური განხორციელდება თქვენი ან ჩვენს მიერ დაგეგმილ დღეს..

მომსახურება ვრცელდება როგორც უცხოელ ტურისტებზე ასევე ჩვენს თანამემამულეებზე..

დამიკავშირდით: ... გოგა

სამეგრელო — რა ტურებს გთავაზობთ

ტური სამეგრელოში — ტრანსპორტი თბილისიდან ან ქუთაისიდან, გიდი, მეგრული სადილი და ღამისთევა ზუგდიდში ან მარტვილთან. სვანეთთან ერთადაც შეგვიძლია დაგეგმოთ, ზუგდიდიდან მესტიის გზით — თარიღებს თქვენ ირჩევთ.

როდის წავიდეთ

კანიონებისა და მონასტრებისთვის საუკეთესოა მაისი–ივნისი და სექტემბერი–ოქტომბერი, 22–27°.
ივლისი–აგვისტო ცხელი და ნოტიოა, 30°-ზე მეტი — ამ დროს ანაკლიასა და განმუხურში ზღვაზე მიდიან.
ზამთარი რბილია, მაგრამ წვიმიანი; კანიონებში ნავით გასეირნება ცივ და წყალდიდობის დღეებში შეიძლება შეჩერდეს.

რა ვნახოთ

  • მარტვილის კანიონი — ზურმუხტისფერი მდინარე ვიწრო კლდეებს შორის, ნავით გასეირნება და ჩანჩქერები
  • მარტვილის მონასტერი — ჭყონდიდის ტაძარი გორაზე, X საუკუნიდან
  • დადიანების სასახლე — XIX საუკუნის სასახლე-მუზეუმი ზუგდიდში, ნაპოლეონის სიკვდილის ნიღბით და ბოტანიკური ბაღით
  • ნოქალაქევი — ეგრისის სამეფოს დედაქალაქის ნანგრევები, კედლებით და აბანოებით
  • ბალდის კანიონი — ცისფერი წყალი და ტყის ბილიკი ოდიშის მთებში, მარტვილის ახლოს
  • ანაკლია და განმუხური — ზღვის სანაპირო ენგურის შესართავთან, ხის ბულვარით

როგორ მივიდეთ

მანქანით თბილისიდან ზუგდიდამდე დაახლოებით 320 კმ-ია (4–5 საათი), მარტვილამდე — 280 კმ-მდე (დაახლოებით 3,5 საათი). ზუგდიდამდე მატარებელი თბილისის ცენტრალური სადგურიდან 5,5–6 საათი მიდის, მარშრუტკები დიდუბიდან გადის; ქუთაისის აეროპორტიდან მარტვილის კანიონამდე საათზე ცოტა მეტია.

პრაქტიკული ინფორმაცია

გზა: თბილისიდან სამტრედიამდე მაგისტრალით, შემდეგ სენაკის გავლით ზუგდიდამდე; მარტვილი და ბალდა ქუთაისიდან უფრო ახლოსაა.
სად დავრჩეთ: ზუგდიდში — სასტუმროები და გესტჰაუსები; მარტვილთან — საოჯახო სახლები; ანაკლიაში — სასტუმროები ზღვასთან.
რა წავიღოთ: ზაფხულში — მსუბუქი ტანსაცმელი და კოღოს საწინააღმდეგო საშუალება; კანიონისთვის — წყალგაუმტარი ფეხსაცმელი.
კავშირი: ქალაქებში და მთავარ ღირსშესანიშნაობებთან ინტერნეტი კარგად მუშაობს.

სამეგრელო: გზამკვლევი
სამეგრელო

ხშირი კითხვები

რამდენი დღე სჭირდება სამეგრელოს?
მარტვილის კანიონი, მონასტერი და ბალდა ერთ დღეში ჯდება. ზუგდიდის, ნოქალაქევისა და ანაკლიის დასამატებლად 2–3 დღე სჯობს.
როდის შეიძლება მარტვილის კანიონში ნავით გასეირნება?
ძირითადად გაზაფხულიდან შემოდგომის ბოლომდე; ძლიერი წვიმისა და მაღალი წყლის დროს ნავები შეიძლება არ გავიდეს. ზაფხულში დილით მისვლა სჯობს — შუადღისას რიგია.
რა უნდა გავსინჯოთ?
ელარჯი, გებჟალია, მეგრული ხაჭაპური, ღომი სულგუნით და ცხარე აჯიკა. სამეგრელოს სამზარეულო საქართველოში ყველაზე ცხარეა — თუ ცხარე არ გიყვართ, წინასწარ თქვით.
შეიძლება თუ არა სამეგრელოსა და სვანეთის გაერთიანება?
კი, ზუგდიდიდან მესტიამდე დაახლოებით 130 კმ-ია, 3 საათამდე მთის გზით. ბევრი ჯერ ზუგდიდში ათევს ღამეს, მეორე დღეს კი სვანეთში აგრძელებს გზას.
როგორია ანაკლიის სანაპირო?
ქვიშიანი პლაჟია, წყალი თანდათან ღრმავდება, ამიტომ ბავშვებთან მოსახერხებელია. ურეკთან და ბათუმთან შედარებით წყნარია, სასტუმროები ძირითადად ზაფხულში მუშაობს.
მოითხოვე შეთავაზება

ჩაწერე ქვეყანა, ქალაქი ან სასტუმრო — მაგ. კვიპროსი, ბათუმი, დუბაი.