national delicacy

მარტვილი - სალხინო - ოკაცე

  • ID: 42658
  • ნახვები: 8015
complogo
საქართველოს ბილიკებზე
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 23/06/18
    დაბრუნება
    • 23/06/18
დამატებითი ინფორმაცია

,, საქართველოს ბილიკებზე" გთავაზობთ ერთ დღიან ტურს კანიონებზე.

1. მარტვილის კანიონი
2. სალხინო - დადიანების სასახლე
3. გორდის ბაღი
4. ოკაცეს კანიონი (კლდეზე დაკიდებული ბილიკი)

✔ 23 ივნისი, შაბათი.
✔ ტურის ღირებულება: 27 ლარი

ტურის ღირებულებაში შედის:

-  გამყოლი
-  მგზავრობა კომფორტული მიკროავტობუსით
-  ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი)

ტურის ღირებულებაში არ შედის:
1. ოკაცეს კანიონზე შესასვლელი ბილეთი:
ზრდასრული - 8 ლარი, სტუდენტი და სკოლის მოსწავლე 5 ლარი.
2.მარტვილის კანიონის ბილეთები:
ზრდასრული - 9 ლარი, სტუდენტი და სკოლის მოსწავლე - 5 ლარი, ნავით გასეირნება - 1 ადამიანი - 13 ლარი;

კვება მოგვაქვს ინდივიდუალურად.
ერთად ვიპიკნიკებთ ბუნებაში. 

ფეხით სასიარულო არის მარტივი სირთულის. 
- ოკაცეს კანიონამდე მისასვლელი გზა 1,5 კმ. (ვისაც ფეხით ეზარება სიარული ტაქსი შეგიძლიათ იქირაოთ). 
- ოკაცეს კანიონი (კლდეზე დაკიდებული ბილიკი) 720 მეტრი. 

ვიკრიბებით: მეტრო რუსთაველთან. რედისონი - ველოსიპედის ძეგლთან 6:20 სთ-დან.
გავდივართ: 6:40 სთ-ზე.
(დაგვიანებულებს ვერ დაველოდებით, რადგან ტური გათვლილია დროში). 
საკვები, წყალი და ა.შ. რაც ერთი დღისთვის გჭირდებათ შეიძინეთ წინა დღეს, რომ მაღაზიაში დრო არ დავკარგოთ.

ტურზე წამოსვლის მსურველებმა მოგვწერეთ ქვემოთ მითითებულ faecbook გვერდზე https://www.facebook.com/bilikebze 

ან დაგვიკავშირდით ნომერზე  555 40 76 50 ანი.


1. მარტვილის კანიონის ბუნების ძეგლი მარტვილის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. ქვით მოკირწყლული 700 მ-ის სიგრძის წრიული საფეხმავლო ბილიკი ვიზიტორთა ცენტრიდან იწყება და გაივლის დადიანების ისტორიულ ბილიკს. ბილიკზე განლაგებულია 2 ხიდი, 3 გადასახედი პლატფორმა, კირქვის დიდი ლოდებისგან აშენებული 30 საფეხურიანი ისტორიული კიბე.ვიზიტორებს ასევე შესაძლებლობა აქვთ გაისეირნონ ნავით მდ. აბაშის 300 მეტრიან (ერთი გზა) მონაკვეთზე და დატკბნენ მთის მდინარის კანიონის ულამაზესი ხედებით.

2. სალხინო - დადიანების სასახლე
სასახლე ლევან დადიანისეულია. 1825-1826 წლებში აქ ხის უბრალო ოდა მდგარა, მაგრამ მიუხედავად ამისა, სამეგრელოს დედოფალი - ქვრივი ანა ცხოვრობდა. ორსართულიანი ქვის სახლის მშენებლობა აქ არჩილ ბატონიშვილის რჩევით დაიწყო დასაბოლოოდ სალომე მიურატის დროს დასრულდა. სალხინოში მოხვედრილ სტუმარს ხეების დიდი ხეივანი, გაშლილი მინდორი, მოსასვენებელი სკამებით სავსე პარკი და ეკლესია ხვდება. 

3. ოკაცეს კანიონის ბუნების ძეგლი იმერეთის რეგიონში, ხონის მუნიციპალიტეტში, სოფ. გორდის მიდამოებში მდინარე ოკაცეს ხეობაში მდებარეობს. კანიონის სიგანე ზოგან 3–6 მეტრი, ზოგან 15–20 მეტრია, სიღრმე კი 20-დან 100 მეტრამდე მერყეობს. ოკაცეს კანიონის მეტად საინტერესო საფეხმავლო მარშრუტი დადიანების ისტორიულ ტყე-პარკსა და 780 მ სიგრძის კიდულ ბილიკს გაივლის და პანორამული გადასახედით სრულდება, სადაც ვიზიტორებს იქვე დამონტაჟებული სმარტ-სელფის აპარატით სამახსოვრო ფოტოსურათის გადაღება შეუძლიათ. 

p.s. ბედნიერ მოგზაურობას გისურვებთ ❤

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე27.00
საქართველოს ბილიკებზე
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 23/06/18
    დაბრუნება
    • 23/06/18