სათავგადასავლო შემეცნებითი ბანაკი

ფოტო: Yasuhiro Kojima · CC BY-SA 4.0; Yasuhiro Kojima · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons

მიმართულებათიანეთი
ფასიფასი — მოთხოვნით
ID42641

რა შედის

  • კვება
  • ავიაბილეთები
  • ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება

ტურის შესახებ

►თითოეული დღე ეთმობა კონკრეტულ თემატიკას:

1.⛳ სპორტული შეჯიბრებები და პრიზები ჩვენი მეგობარი კომპანიებისგან
2. ????ლაშქრობა და ადგილობრივი კულტურული ძეგლების ახსნა-გაცნობა
3. ⛰ეკოლოგია, ფლორა, ფაუნა
4. ????მხატვრული კონკურსები
5.???? ფილმის ჩვენება, კარაოკე ღია ცის ქვეშ, ცეკვები
6.♫შემეცნებითი საღამოები კოცონთან
7.???? სხვადასხვა ხელსაქმის მასტერკლასები
8. ????ფოტოსესიები
9.???? ბარბიქიუ ფართი
10. ✺ბატიბუტი ფართი
11. ☂ საპნის ბუშტების ფესტივალი
12.????ხინკალფართი ღია ცისქვეშ და ბანაკის მონაწილეთა ჩართულობა ხინკლის კეთების პროცესში.

✖უსაფრთხოება:

მონაწილეთა უსაფრთხოებაზე იზრუნებენ გამოცდილი სალაშქრო და საველე ინსტრუქტორები.
ბანაკში მონაწილეთა ასაკი შეზღუდული არარის.
ბანაკის ტერიტორიაზე მოქმედებს შიდაგანაწესი.

►შეკრების დრო და ადგილი:

►ბანაკში მონაწილეობის საფასური:

1. ერთი ბავშვი
2. ბავშვი მშობელთან ერთად

კლუბის წევრებისთვის:
1. ერთი ბავშვი
2. ბავშვი მშობელთან ერთად

ოჯახური შეღავათები:
1. ოჯახიდან სამი პიროვნება

თანხის ჩარიცხვა:
საქართველოს ბანკი
ანგარიშის ნომერი: GEL
დანიშნულება: სათავგადასავლო ბანაკი, სახელი-გვარი.
პირადი ნომერი აპარატიდან ჩარიცხვის შემთხვევაში გადმოგეგზავნებათ მესიჯით.
ჩარიცხვისთანავე ვატყობინებთ ორგანიზატორებს მესიჯისთ ან ზარით, ვინახავთ ქვითარს ან სქრინს.

►ფასი მოიცავს:
1. ტრანპსორტირებას ორივე გზა, კომფორტული მიკროავტობუსით
2. საბანაკე აღჭურვილობას
3. ბანაკის ყველა აქტივობას
4. გამოცდილი ბანაკის ლიდერების მომსახურებას
5. ბანაკის ბოლო დღეს გემრიელ ხინკალფართის

1. საკვები. ყველას მოაქვს ინდივიდუალურად და იქ ერთიანად მივირთმევთ

►საზაფხულო ბანაკი იქნება ადგილი, სადაც დიდებიც და პატარებიც ზაფხულის დღეებს სახალისოდ და ნაყოფიერად გაატარებენ. სივრცე ახალი გამოცდილებებისა და მეგობრების შესაძენად, დადებითი და ფერადი ემოციებისთვის. შემოგვიერთდით მ გელოდებით ულამაზესი დღეების გასატარებლად ❤

თიანეთი — რა ტურებს გთავაზობთ

თიანეთის მიმართულებით ტური ჩვეულებრივ სიონის წყალსაცავს, უჯარმის ციხესა და ბოჭორმას აერთიანებს — ტრანსპორტით თბილისიდან და გიდით. გინდათ ერთი დღით, გინდათ ღამისთევით — დღეებს თქვენ ირჩევთ, მარშრუტს ჩვენ ვაწყობთ.

როდის წავიდეთ

საუკეთესოა ივნისი–სექტემბერი: დღისით 22–26°, ღამით გრილა — თბილისის სიცხისგან აქ გარბიან.
მაისსა და ოქტომბერში ლამაზი და მშვიდია, მაგრამ საღამოობით ცივა.
ზამთარი თოვლიანია, ზოგჯერ −10°-მდე ყინავს; ბოჭორმისა და სოფლების გრუნტის გზები ამ დროს რთულია.

რა ვნახოთ

  • სიონის წყალსაცავი — დიდი ტბა თიანეთისკენ მიმავალ გზაზე, ზაფხულში ბანაობენ
  • ბოჭორმის ციხე — X–XI საუკუნის ციხე-სიმაგრე მრგვალი ეკლესიით ივრის ხეობაში
  • ერწოს ციხე — სამსართულიანი ციხე-კოშკი სოფელ მელიასხევთან
  • საბადურის ტყე — ფიჭვნარი და წიფლნარი სასეირნო ბილიკებით, თბილისის გზაზე
  • ჯალეთის ბაზილიკა — ძველი ეკლესია ივრის ხეობაში
  • თიანეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი — ფშავისა და ერწო-თიანეთის ყოფა და არქეოლოგია

როგორ მივიდეთ

მანქანით თბილისიდან დაახლოებით 78 კმ-ია უჯარმისა და სიონის წყალსაცავის გავლით, 1,5 საათამდე. მარშრუტკა თიანეთში ისნის (სამგორის) სადგურიდან დადის, მგზავრობა დაახლოებით 2 საათია.

პრაქტიკული ინფორმაცია

გზა: თბილისიდან ვაზიანი–უჯარმა–სიონის გზით; ალტერნატივა — სამხედრო გზა ჟინვალამდე და იქიდან ბაზალეთის გავლით.
სად დავრჩეთ: საოჯახო სასტუმროები და კოტეჯები დაბასა და ახლომდებარე სოფლებში.
რა წავიღოთ: თბილი ტანსაცმელი საღამოსთვის, ზაფხულშიც; ბოჭორმისთვის — მაღალი გამავლობის მანქანა.
კავშირი: დაბაში ინტერნეტი კარგია, შორეულ სოფლებსა და ტყეში — არასტაბილური.

თიანეთი: გზამკვლევი
თიანეთი

ხშირი კითხვები

რამდენი დღე სჭირდება თიანეთს?
სიონი და თიანეთი ერთ დღეში ჯდება. ბოჭორმისა და ერწოს დასამატებლად ერთი ღამე სჯობს.
როგორ მივიდე ბოჭორმის ციხემდე?
ბოლო მონაკვეთი გრუნტის, ადგილ-ადგილ რთული გზაა — სჯობს მაღალი გამავლობის მანქანა ან ადგილობრივი მძღოლი. წვიმის შემდეგ გზა შეიძლება ძნელად სავალი იყოს.
ბავშვებთან ერთად შეიძლება?
კი, ზაფხულში თიანეთი გრილი და მშვიდია: ტყეში სეირნობა, სიონის ტბა და მდინარე ბავშვებს მოსწონთ.
მოითხოვე შეთავაზება

ჩაწერე ქვეყანა, ქალაქი ან სასტუმრო — მაგ. კვიპროსი, ბათუმი, დუბაი.