ზღვა და მთა ერთად - დღე!
ფოტო: Krzysztof Ziarnek, Kenraiz · CC BY-SA 4.0; კოლხი · CC BY-SA 4.0; Philipp Weigell · CC BY 3.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
აჭარა+გურია - იდეალური ტური
ზემო აჭარის კურორტები, შავი ზღვისპირეთი, მთიანი გურია - 5 დღეში
ბეშუმი
გოდერძი
ქობულეთი
ბათუმი
გომის მთა
ბახმარო
მთადა ზღვა ერთად
დილით თბილისიდან გავემგზავრებით ზემო აჭარის მიმართულებით, მესხეთის გავლით, ადიგენის მუნიციპალიტეტიდან ავალთ გოდერძის უღელტეხილზე, მოვინახულებთ კურორტ გოდერძის და კურორტ ბეშუმს, დღის მეორე ნახევარში ჩავალთ ბათუმში, საღამოს კი გავემგზავრებით ქობულეთში და დავბინავდებით ჩვენს სასტუმროში, რომელიც მდებარეობს ზღვის პირას და აქვს ულამაზესი ხედები. ვივახშმებთ და შემდეგ ყველას გექნებათ თავისუფალი დრო.
მთელი დღე გვაქვს ზღვისთვის, შეგვიძლია გავირუჯოთ მზეზე, ვიბანავოთ ზღვაში და დავისვენოთ. სასტუმროში კვება სამჯერადია.
დილით ვისაუზმებთ და გავალთ ზღვაზე, შუა დღის სადილის შემდეგ კი გავემგზავრებით ბახმაროში, რამდენიმე საათს გავატარებთ იქ და დაველოდებით მზის ჩასვლას, საიდანაც ულამაზესი ხედია ფუმფულა ღრუბლებზე. საღამოს დავბრუნდებით სასტუმროში და ვივახშმებთ.
სრული დღე გვაქვს ზღვაზე გასატარებლად და დასასვენებლად.
დილით ვისაუზმებთ და გავემართებით კურორტ გომის მთაზე, სადაც ვნახავ ულამაზეს ხედს ღრუბლებზე. პატარა ხის კოტეჯებს და ნაძვის ტყეებს. შუა დღემდე გავჩერდებით კურორტზე, გვექნება პიკნიკი და საღამოს დავრუნდებით თბილისში.
მოსანახულებელი ობიექტები:
1. ზემო აჭარა
კურორტი ბეშუმი
კურორტი გოდერძი
ხულო
შუახევი
ქედა
2. ზღვისპირეთი
ბათუმი
ქობულეთი
3. გურია
კურორტი ბახმარო
კურორტი გომის მთა
სოფ.ნაბეღლავი (დავაგემოვნებთ ნამდვილ წყალს)
ბახმაროს ხის ეკლესია
შემოქმედის ეკლესია
გასვლის დრო: 07:00 სთ
დაბრუნების დრო: 23:00 სთ
ტრანსპორტირება კომფორტული მიკროავტობუსით
ღამისთევა ქობულეთში სასტუმროში - 4 ღამე ( სასტუმრო მდებარეობს ზღვასთან ახლოს, აღმაშენებლის ქუჩაზე)
3ჯერადი კვება
გამყოლი
გასათვალისწინებელი დეტალები:
◾კვება გვაქვს სამჯერადი, თუმცა სანამ სასტუმროში მივალთ, პირველი დღის ლანჩი უნდა უზრუნველყოთ თავად
◾ჩაიცვით კომფორტული, სპორტული ტანსაცმელი. წამოიღეთ თბილი ჩასაცმელი მთისთვის და საზღვაო ტანსაცმელიც ზღვისთვის
◾თან იქონიეთ მზის დამცავი კრემი, სათვალე, ქუდი.
◾არ ვაგვიანებთ შეკრების ადგილზე
◾არ ვსვამთ და არ ვეწევით ტრანსპორტში
◾არ ვყრით ნაგავს ტრანსპორტში და ბუნებაში
◾ ვემორჩილებით ორგანიზატორს
(მაქს.რაოდენობა-20 ვიზიტორი)
დამატებითი დეტალებისთვის და ადგილების დასაჯავშნად დარეკეთ:
მიშკა
მანო
ან მოგვწერეთ პირად შეტყობინებებში
შეკრების ადგილი: მ.დიდუბის მიმდებარე ტერიტორია. სამთო ქიმიის წინ. ლუკოილის ბენზინგასამართი სადგური.
აჭარა — რა ტურებს გთავაზობთ
ტური აჭარაში — ტრანსპორტი ან მატარებლის ბილეთი, სასტუმრო ზღვასთან და, სურვილისამებრ, ექსკურსიები მთიან აჭარასა და ბოტანიკურ ბაღში; ზამთარში კი გოდერძი თხილამურით. ზაფხულში ნომრები სწრაფად ივსება, ამიტომ თქვენს თარიღებზე ადრევე შეგირჩევთ.
როდის წავიდეთ
საზღვაო სეზონი ივლისიდან სექტემბრამდეა: ჰაერი 27–30°, წყალი 24–26°. სექტემბერში ზღვა ჯერ კიდევ თბილია, ხალხი კი ნაკლები.
მაისი–ივნისი და ოქტომბერი კარგია ბოტანიკური ბაღისა და მთიანი აჭარისთვის, მაგრამ აჭარა საქართველოს ყველაზე წვიმიანი კუთხეა — ქოლგა ყოველთვის გამოგადგებათ.
ზამთარში ბათუმი წყნარია და იაფი (8–12°), გოდერძზე კი დეკემბრიდან მარტამდე თხილამურით სრიალებენ.
რა ვნახოთ
- ბათუმის ბულვარი და ძველი ქალაქი — 7 კმ-იანი სანაპირო ველობილიკით, ევროპის მოედანი, ალი და ნინო, ანბანის კოშკი და არგოს საბაგირო
- ბოტანიკური ბაღი — მწვანე კონცხზე, ბათუმიდან 9 კმ-ში: 100 ჰექტარზე მეტი ბაღი ზღვის თავზე სხვადასხვა კონტინენტის მცენარეებით
- გონიოს ციხე — რომაული და ბიზანტიური ციხე-სიმაგრე, ბათუმიდან 12 კმ-ში; ტრადიციით აქ მოციქულ მატათას საფლავია
- მაჭახელას ხეობა და მახუნცეთის ჩანჩქერი — ბათუმიდან 30 კმ-ში, თამარის თაღოვანი ხიდით და ღვინის მარნებით გზის პირას
- მტირალას ეროვნული პარკი — კოლხური ტყე, ბილიკები ჩანჩქერებამდე, ჩაქვთან
- პეტრას ციხე და ქობულეთის პლაჟი — ბიზანტიური ციხის ნანგრევები ზღვის თავზე ციხისძირში და გრძელი კენჭიანი პლაჟი
როგორ მივიდეთ
თბილისიდან ბათუმამდე Stadler-ის მატარებლით დაახლოებით 5 საათია, მანქანით 360 კმ-მდე და დაახლოებით 5 საათი; ზაფხულში დამატებით რეისებს ნიშნავენ, ამიტომ ბილეთი ადრე იყიდეთ. ქობულეთი ბათუმამდე 25 კმ-ით ადრეა, ხოლო მარშრუტკები და ავტობუსები ბათუმში დიდუბისა და ორთაჭალის სადგურებიდან გადის.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: თბილისიდან რიკოთის ახალი გზით ქუთაისის გავლით, ბოლო მონაკვეთი კობულეთის შემოვლითი ტრასაა; მთიან აჭარაში, ხულოსა და გოდერძისკენ, გზა ვიწრო და დაკლაკნილია.
სად დავრჩეთ: ბათუმში — სასტუმროები და ბინები ბულვართან ან ძველ ქალაქში, ქობულეთსა და გონიოში — უფრო მშვიდი სასტუმროები პლაჟთან, მთაში — საოჯახო გესტჰაუსები.
რა წავიღოთ: საწვიმარი ან ქოლგა ნებისმიერ სეზონზე, სანდლები კენჭიანი პლაჟისთვის.
კავშირი: სანაპიროზე ინტერნეტი ყველგან კარგია, მთიან სოფლებში — ადგილ-ადგილ.