national delicacy

გუდამაყარი - შემოდგომის ფერებში

  • ID: 42094
  • ნახვები: 5371
complogo
საქართველოს ბილიკებზე
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 14/10/18
    დაბრუნება
    • 14/10/18
დამატებითი ინფორმაცია

,,საქართველოს ბილიკებზე" გთავაზობთ ერთ დღიან ტურს გუდამაყარში შემოდგომის ფერებში.

1. ანანური XVI-XVIII ს.ს.
2. ჟინვალის წყალსაცავი
3. თეთრი და შავი არაგვის შესართავი
4. პირიმზის ფუძის ანგელოზის ეკლესია
5. ჩოხის წმ. გიორგი
6. გოდერძის ჩოხელის ნასახლარი
7. სოფელი დუმაცხო

✔ 14 ოქტომბერი, კვირა
✔ ტურის ღირებულება: 20 ლარი

ფეხით სასიარულო ჯამში ანუ მთელი დღის განმავლობაში 
2-3 კმ. სირთულე მარტივი. 

⏰ ვიკრიბებით: მეტრო რუსთაველთან. რედისონი - ველოსიპედის ძეგლთან 7:45 სთ-დან.
გავდივართ: 8:00 სთ-ზე.
(დაგვიანებულებს ვერ დაველოდებით, რადგან ტური გათვლილია დროში).

ტურის ღირებულებაში შედის:
გამყოლი
მგზავრობა მიკროავტობუსით
ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი).

კვება მოგვაქვს ინდივიდუალურად.
ერთად ვიპიკნიკებთ ბუნებაში. 

ტურზე რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში ან დაგვიკავშირდით ნომერზე 555 40 76 50 ანი

ტურის მსვლელობისას ვითვალისწინებთ შემდეგ წესებს:
⌚ არ ვაგვიანებთ
არ ვეწევით მიკროავტობუსში
არ მოვდივართ ტურზე ნასვამ მდგომარეობაში
აკრძალულია ალკოჰოლური სასმლის მიღება ტრანსპორტში.
⚠️ ვემორჩილებით გამყოლს.წინააღმდეგ შემთხვევაში ურჩი მონაწილის წინაშე ვიხსნით ყველანაირ პასუხისმგებლობას.

ტურის გამართვამდე რამდენიმე დღით ადრე დაგიკავშირდებით და მოგაწვდით საბანკო ანგარიშის ნომრებს, რომელზეც უნდა აუცილებლად განახორციელოთ ჩარიცხვა მაქსიმუმ მომდევნო სამუშაო დღის ბოლომდე. ჩარიცხვის შემდეგ, გთხოვთ, აუცილებლად შეგვატყობინოთ სახელი და გვარი, შეტანილი თანხა, ტურის დასახელება და ასევე აუცილებლად შეინახეთ ქვითარი. გაცნობებთ, რომ წამომსვლელთა გარანტირებულ სიაში მოსახვედრად ა-უ-ც-ი-ლ-ე-ბ-ე-ლ-ი-ა მომეცმულ ვადაში განახორციელოთ ჩარიცხვა. წინააღმდეგ შემთხვევაში გადახვალთ სარეზერვო სიაში და შესაძლოა ვერ მოხვდეთ წამომსვლელთა შორის. ჩარიცხული თანხა უკან დაბრუნდება მხოლოდ ისეთ იშვიათ ფორსმაჟორულ სიტუაციაში, როდესაც იძულებული ვიქნებით ტური გავაუქმოთ. თანხასთან დაკავშირებით არ მიიღება პრეტენზიები: "ხელზე მოვიტან", "ბანკში მისვლა მეზარება", "ქუჩაში გასვლა მეზარება", "სამსახურიდან ვერ გამოვალ", "არ ვიცი როგორ დავრიცხო და ვერ მოვახერხებ" და ა.შ. ჩვენი facebook გვერდის მარცხენა მთავარ მენიუში აირჩიეთ სულ ქვედა ღილაკი: ჩანაწერები (Notes) და ნახავთ ჩარიცხვის ძალიან დეტალურ და გასაგებ ინსტრუქციებს სხვადასხვა მეთოდებით. ამასთანავე, თუ ვერ გაერკვიეთ მაინც, მზად ვართ ყველანაირად დაგეხმაროთ გადარიცხვის შესრულებაში.

✔ გუდამაყარი — აღმოსავლეთ საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე, ძირითადად განიხილება როგორც მთიულეთის ერთ-ერთი თემი. მდებარეობს მდინარე გუდამაყრის არაგვის ხეობაში. დასავლეთით მას ესაზღვრება მთიულეთი, ჩრდილოეთით — ხევი, აღმოსავლეთით — ხევსურეთი და ფშავი, სამხრეთით — ხანდო და ჭართალი. გუდამაყარი ხევისგან გამოყოფილია კავკასიონის მთავარი ქედით, ხოლო ფშავ-ხევსურეთისაგან — გუდამაყრის ქედით. ამ ქედზე გადიოდა გვიანდელი ხანის ქართლისა და კახეთის სამეფოთა საზღვარი, გუდამაყრელებს იხსენიებს ლეონტი მროველი (XI ს.) ქართლის გაქრისტიანების ისტორიასთან (IV ს.) დაკავშირებით - ქართველთა განმანათლებელი ნინო სხვა მთიელებთან ერთად წობენში მათ ქრისტიანობას უქადაგებდა. გუდამაყარიდანაა ცნობილი მწერლი და რეჟისორი გოდერძი ჩოხელი. იგი თავის არაერთ ნაწარმოებში იხსენიებს მშობლიურ მხარეს. გუდამაყარში მეურნეობის წამყვანი დარგი იმთავითვე იყო მეცხოველეობა. გუდამაყრის მხარის ისტორიულ ძეგლთა შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადრინდელი ფეოდალური ხანის მახვილის ციხე, რომელიც ბაკურხევის მარჯვენა მხარეზე მდებარეობს, მახვილივით აზიდულ მთაზე, და პირიმზის ფუძის ანგელოზის ეკლესია სოფ. ჩოხში. გუდამაყრის ხეობაზე გადიოდა საქართველოს თანამედროვე სამხედრო გზის ერთ-ერთი განშტოება, რომელიც არაგვის ხეობას ხევთან აკავშირებდა. ფეოდალურ ხანაში გუდამაყარი არაგვის საერისთავოში შედიოდა. XIX საუკუნეში იგი დუშეთის მაზრის შემადგენლობაში იყო. თანამედროვე ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით გუდამაყრის ტერიტორია შედის მცხეთა-მთიანეთის მხარის დუშეთის მუნიციპალიტეტში, გუდამაყრის თემში.

✔ ანანურის კომპლექსი (ტაძარი და ციხე-ქალაქი _ XVI-XVII სს.).მდებარეობს მდინარე არაგვის ხეობაში, ჟინვალის წყალსაცავის ნაპირზე. ანანური იყო არაგვის ერისთავების რეზიდენცია (1743 წ-მდე), შედგებოდა: ზედა (XVII ს.) და ქვედა (XVIII ს.) ციხისაგან და მასში შემავალი საერო და საეკლესიო ნაგებობებისგან: ანანურის ციტადელის ხუთსართულიანი პირამიდული ტიპის კოშკი (XIV-XV სს.), ერთნავიანი ეკლესია `მკურნალი~ (XVI-XVII სს.), ღვთაების გუმბათოვანი ტაძარი (XVII ს. შუახანები) და მთავარი ტაძარი (1689 წელს ბარძიმ არაგვის ერისთავის ბრძანებით ააგო ქაიხოსო ბაღსარაშვილმა). მთავარი ტაძრის ფრესკული მხატვრობა ამჟამად საკმაოდ დაზიანებულია. კარ-ფანჯრებს გარს შემოუყვება ჩუქურთმიანი რელიეფური კომპოზიციები. 
ანანურის ციხის ციტადელი შედგება რამდენიმე კოშკისგან, რომელთაგან მხოლოდ სამხრეთის და დასავლეთის ცენტრალური კოშკებია ოთხკუთხა, ხოლო დანარჩენები ცილინდრული ფორმისაა. ციხის კედლები თავდაპირველად 5-6 მეტრს არ აღემატებოდა, მაგრამ შემდგომში მას დამატებული აქვს 2-3 მეტრი. ციტადელის ყველა კოშკი საბრძოლოა, მაგრამ აღჭურვილია საცხოვრებელი ელემენტებით. ციხის ყველაზე დიდი და გამორჩეული კოშკია `შეუპოვარი~. იგი შვიდსართულიანია. აღჭურვილი იყო სათოფეებით, საზარბაზნეებით და ლოდსატყორცნებით. ანანურის ციხეს ჰქონდა თავისი წყალსადენი, წყალი შემოჰყავდათ დასავლეთის კედლიდან და გროვდებოდა წყალსაცავებში. ანანურის ციხესიმაგრის დიდ სტრატეგიულ მნიშვნელობაზე მეტყველებს ის, რომ 1795 წ. კრწანისის ბრძოლაში დამარცხებულმა მეფე ერეკლემ სწორედ ანანურს შეაფარა თავი. ამჟამად ანანური ერთ-ერთი ყველაზე კარგად შემონახული ისტორიულ-კულტურული ძეგლია.

✔ ჟინვალის წყალსაცავი მდებარეობს მდინარე არაგვის შუა წელში. მოქცეულია ალევის, გუდამაყრისა და ქართლის ქედებს შორის. ფართობი 11,5 კმ². ჟინვალის ჰიდროკომპლექსის მშენებლობის დაწყებისას, წყლის ქვეშ მოექცა XII საუკუნის ჯვარიპატიოსნის სახელობის ეკლესია, რომელიც 6 თვე წყალშია მოქცეული, ხოლო 6 თვე წყლისგან თავისუფლდება.

p.s. ბედნიერ მოგზაურობას გისურვებთ ❤

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე20.00
საქართველოს ბილიკებზე
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 14/10/18
    დაბრუნება
    • 14/10/18