national delicacy

ეკო-ტური ლომისა /ფენიქსი/

  • ID: 41846
  • ნახვები: 5106
complogo
მოლაშქრეთა კლუბი ფენიქსი
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 02/06/18
    დაბრუნება
    • 02/06/18
დამატებითი ინფორმაცია

შაბათს 2 ივნისს ,მოლაშქრეთა კლუბი ფენიქსი ტრადიციულად გთავაზობთ ეკო-ტურს (დასუფთავების აქცია) ლომისის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე. ლაშქრობა+კარგი საქმე ერთად ♥ 
შემოიკრიბეთ ისეთი მეგობრები, რომლებსაც სურთ ქვეყნის მოვლაში საკუთარი მცირე წვლილის შეტანა და შემოგვიერთდით ♥ 

✈ შეკრება: 2 ივნისი , შაბათი, მეტრო რუსთაველი, შოთა რუსთაველის ძეგლთან, მაკდონალდსის წინ 07:00 საათზე

❁ტურის სახეობა: ეკო-ტური, ფეხ-ტური, გარემოს დასუფთავების აქცია

♥ფეხით დასაფარი მანძილი: 7-8 

ტურის სირთულე: საშუალო სირთულის

☼ ამინდი:
შედგება ყველანაირ ამინდში!!!

♕ რა ჩავიცვათ?
სალაშქრო ფეხსაცმელი, ან სქელძირიანი ბოტასი. მსუბუქი და თბილი სალაშქრო ან სპორტული ტანსაცმელი, 

♡ რა წავიღოთ?
პატარა ზურგჩანთა,.ერთი დღის სამყოფი საკვები და წყალი 1 ლიტრი სულ მცირე. 
არაერთჯერადი მოხმარების პირადი ჭურჭელი
გამოსაცვლელი ფეხსაცმელი და წინდები , ასევე ტანისამოსიც ერთი ხელი. მზის ქუდი, ყელსახვევი,საწვიმარი, (გოგონებმა კაბები და მანდილები ) პირადი აფთიაქი საჭიროების შემთხვევაში, კარგი სამუშაო განწყობა და ღიმილი ოფტომ :) 

$ ფინანსური საკითხი:
------------------------------------------------------------------------
მოსაკრებელი: 15 ლარი 
საფასურში შედის: ტრანსპორტირება, ტომრები, ხელთათმანები

▲თანხის ჩარიცხვა:
საქართველოს ბანკი
ანგარიშის ნომერი: 375407600GEL
ინტერნეტ ბანკი: GE48BG0000000375407600GEL
პირადი ნომერი აპარატიდან ჩარიცხვის შემთხვევაში: 
12001090962
დანიშნულება: ლომისა
მიმღები: ლელა წიკლაური

▲ჩარიცხვისთავანავე ვატყობინებთ ორგანიზატორებს 
მობილურზე ტექსტური შეტყობინებით ან ზარით
593 22 57 20 .
▲ჩაწერის და თანხის ჩარიცხვის ბოლო დღე პარასკევი, 31 მაისი

☛ გაითვალისწინეთ:
გასვლის წინ, სამი დღით ადრე ვინც ამოეწერება სიიდან თანხა უკან ვერ დაუბრუნდება. 
✖თანხის ადგილზე გადახდა კატეგორიულად დაუშვებელია!!!

გეგმა: 
გავალთ დილით მლეთამდე ტრანსპორტით, შემდეგ ვიწყებთ ფეხით სვლას ეკლესიისკენ. მოვილოცავთ ლომისას, 10 წუთიანი ინსტრუქტაჟის შემდეგ დავიწყებთ დასუფთავებას. საქმეს რომ მოვრჩებით გადავიღებთ სამახსოვრო ფოტოებს, მივირთმევთ საკვებს ყველა ერთად და გამოვემართებით შინისაკენ. სურვილის შემთხვევაში უკანაგზობისას სახინკლეში შეგვიძლია შევიდეთ, ამისთვის ცალკე მინ. 5 ლარი გეგგდოთ ჯიბეში :) ყველა მონაწილეს მოლაშქრეთა კლუბი ფენიქსი გადასცემს მადლობის სიგელებს ქვეყნის მოვლაში შეტანილი წვლილისთვის ♥ 

❁წესები და პირობები მოწესრიგებული მოგზაურობისთვის, რომელსაც ვიცავთ ყველა!!!

არ მოვდივართ შეკრების ადგილზე ნასვამ/ნაბახუსევ მდგომარეობაში
არ ვიღებთ ალკოჰოლს სიარულისას/მარშირებისას და ტრანსპორტში ! 
ასევე აკრძალულია მოწევა ტრანსპორტში !
საკვებს მივირთმევთ ყველა ერთად(გარდა იმ შემთხვევისა, თუ ვინმე შეუძლოდ გახდა)
არ ვყრით ნაგავს!!! პირიქით, თუ რამეს ვნახავთ შეძლებისდაგვარად ვასუფთავებთ და მოგვაქვს.
არ მოგვყავთ შინაური ცხოველები/ფრინველები(არც გარეული)
არ ვსაუბრობთ პოლიტიკაზე და რელიგიაზე და ისეთ თემებზე რაც კამათს გამოიწვევს.
არ ვბილწსიტყავობთ!
არ ვუხვევთ დაგეგმილ მარშრუტს საკუთარი ნება-სურვილით!
არ ვყოფთ ჯგუფს "კუტოკებად" !
ყველა ერთად ვქმნით მეგობრულ, თბილ იდილიას გუნდში და ვქმომედებთ გუნდურად! ვინაწილებთ ბანაკის საქმეებს !
არ ვჭორაობთ სხვა კლუბებზე ან კონკრეტულ პიროვნებებზე!
ვემორჩილებით ორგანიზატორს ტურის განმავლობაში

✖მოცემული პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში ორგანიზატორი იხსნის ყველანაირ პასუხისმგებლობას/ვალდებულებას მოლაშქრის წინაშე და ურჩი მოლაშქრე გაძევებული იქნება და ვეღარასდროს ვერცერთ ლაშქრობაში ვერ წამოვა........

❁წამოსვლის არასრულწლოვანმა მსურველმა თან უნდა იყოლიოს მშობელი შეკრების ადგილზე...

☎593 22 57 20 ლელა
☎555 94 20 01 თენგო

☛შენიშვნა : აუცილებლად წაიკითხეთ ტურის აღწერა გულდასმით და მათაც წააკითხეთ ვინც თქვენი რეკომენდაციით წამოვა .ნუ წამოხვალთ: უინტერესო ადამიანები, პათოლოგები, განმარტოვებით სმა-ჭამისტები და წუწუნები!!! სხვებს ნუ შეუქმნით დისკომფორტს...ყველამ ერთად ვეცადოთ გავატაროთ პოზიტიური დღე....

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე15.00
მოლაშქრეთა კლუბი ფენიქსი
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 02/06/18
    დაბრუნება
    • 02/06/18