ლაშქრობა ჯუთაში, ჭაუხის მასივი მაისი

ფასიფასი — მოთხოვნით
ID41552

რა შედის

  • კვება
  • ავიაბილეთები
  • ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება

ტურის შესახებ

ადგილი, სადაც უზომოდ ბედნიერი ხარ .....
სადაც ბუნების სილამაზეს ძლიერად და ემოციურად შეიგრძნობ.
სადაც იმხელა მთებია, კისერი გტკივდება ზემოთ ცქერისგან ^_^
შემოიკრიბე მოგზაურობის მოყვარული მეგობრები და შემოგვიერთდით

შეკრების დრო და ადგილი: მეტრო რუსთაველი, შოთა რუსთაველის ძეგლთან, მაკდონალდსის წინ, 07:00 საათი.

საშუალო სირთულე: საშუალოზე მარტივი

ფეხით დასაფარი მანძილი: 10-11 კმ

ამინდი:
ამინდის ღმერთმა საუკეთესოვო :)

რა ჩავიცვათ: სალაშქრო ფეხსაცმელი და ტანისამოსი. მთის და ლაშქრობის შესაფერისად. ნელთბილად

რა წავიღოთ?

ერთი დღის სამყოფი საკვები და მინიმუმ 1 ლიტრი წყალი, საწვიმარი, გამოსაცვლელი ფეხსაცმელი და წინდა, ქუდი, თათმანები, ყელსახვევი, თბილი ქურთუკი. თუ ვინმე უკრავთ ან მღერით წამოიღეთ შესაბამისი მუსიკალური ინსტრუმენტი, ჩვენ მოგისმეთ ^_^

ტურის აღწერა: დილით 07:00 საათზე ზუსტად გავალთ ხევის მიმართულებით, გზად ვნახავთ სნოს ციხეს და ეკლესიას, სიონს . შემდეგ ჩავალთ ჯუთაში და დავიწყებთ ფეხით მარშირებას. დავტკბებით ჭიუხების ულამაზესი მასივით და სუფთა ნოტიო ჰაერით ავივსებთ ფილტვებს ^_^ მივალთ ჭიუხის ძირში, ვნახავთ ჯუთის ჩანჩქერს. ტბას .გადავიღებთ სამახსოვრო ფოტოებს და დავბრუნდებით უკან . სურვილის და დროის ქონის შემთხვევაში უკანგზობას შევალთ ფასანაურის ხინკალზე , ამისთვის დამატებით იქონიეთ მინიმუმ. ...

ფინანსური მხარე
-------------------------
▲თანხის ჩარიცხვა:
საქართველოს ბანკი
ანგარიშის ნომერი: GEL
პირადი ნომერი აპარატიდან ჩარიცხვის შემთხვევაში:
დანიშნულება: ჯუთა
მიმღები: ლელა წიკლაური

▲ჩარიცხვისთავანავე ვატყობინებთ ორგანიზატორებს
მობილურზე ტექსტური შეტყობინებით ან ზარით
.

გაითვალისწინეთ:
გასვლის წინ, სამი დღით ადრე ვინც ამოეწერება სიიდან თანხა უკან ვერ დაუბრუნდება.
თანხის ადგილზე გადახდა კატეგორიულად დაუშვებელია!

საინტერესო და საჭირო ინფო ჩვენი აქციების შესახებ.

2. ოჯახიდან სამი პიროვნება მიიღებს 3 - 1. ანუ სამი კაცი ორის ფასად
3. წამოიყვანე 5 პიროვნება ტურზე და შენ წამოდი უფასოდ.
5. მოლაშქრეთა კლუბ "ფენიქსის" წყვილები, რომლებმაც შექმნეს და კიდევაც შექმნიან ოჯახს,ივლიან ჩვენთან კვლავ, მიიღებენ ორ საგზურს ერთის ფასად. .
ასეთი შემთხვევების მქონენი წინასწარ შეგვეხმიანეთ პირადში ვიდრე ტურზე ჩაეწერებით.

გაითვალისწინეთ:
გასვლის წინ, სამი დღით ადრე ვინც ამოეწერება სიიდან თანხა უკან ვერ დაუბრუნდება.
თანხის ადგილზე გადახდა კატეგორიულად დაუშვებელია:

წესები და პირობები მოწესრიგებული მოგზაურობისთვის, რომელსაც ვიცავთ ყველა!

არ მოვდივართ შეკრების ადგილზე ნასვამ/ნაბახუსევ მდგომარეობაში
არ ვიღებთ ალკოჰოლს სიარულისას/მარშირებისას და ტრანსპორტში !
ასევე აკრძალულია მოწევა ტრანსპორტში !
საკვებს მივირთმევთ ყველა ერთად(გარდა იმ შემთხვევისა, თუ ვინმე შეუძლოდ გახდა)
არ ვყრით ნაგავს!
არ ვანადგურებთ ფლორას და ფაუნას!
არ მოგვყავთ შინაური ცხოველები/ფრინველები(არც გარეული)
არ ვსაუბრობთ პოლიტიკაზე და რელიგიაზე.
არ ვბილწსიტყავობთ!
არ ვუხვევთ დაგეგმილ მარშრუტს საკუთარი ნება-სურვილით!
არ ვყოფთ ჯგუფს "კუტოკებად" !
ყველა ერთად ვქმნით მეგობრულ, თბილ იდილიას გუნდში და ვქმომედებთ გუნდურად! ვინაწილებთ ბანაკის საქმეებს !
არ ვჭორაობთ სხვა კლუბებზე ან კონკრეტულ პიროვნებებზე!
ვემორჩილებით ორგანიზატორს ტურის განმავლობაში

▲მოცემული პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში ორგანიზატორი იხსნის ყველანაირ პასუხისმგებლობას/ვალდებულებას მოლაშქრის წინაშე და ურჩი მოლაშქრე გაძევებული იქნება და ვეღარასდროს ვერცერთ ლაშქრობაში ვერ წამოვა........

▲წამოსვლის არასრულწლოვანმა მსურველმა უნდა თან იყოლიოს მშობელი შეკრების ადგილზე...

დამატებითი ინფორმაციისთვის :

მოითხოვე შეთავაზება

ჩაწერე ქვეყანა, ქალაქი ან სასტუმრო — მაგ. კვიპროსი, ბათუმი, დუბაი.