ჯომარდობა ფასანაურში
ფოტო: Diego Delso · CC BY-SA 4.0; Alexxx1979 · CC BY-SA 4.0; Alexxx1979 · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
მოლაშქრეთა კლუბი "შარაშია" გეგმავს ერთ დღიან საჯომარდო ტურს ფასანაურში.
???? ტურის სირთულე : მარტივი - გასართობი
???? ფეხით გასავლელი მანძილი : 0 / 1 კმ.
???? ტურის სახეობა : ექსტრემალური
???? ტურის ხანგრძლივობა : 1 დღე
შეკრების ადგილი მეტრო დიდუბე,ზედა ამოსასვლელი
???? მგზავრობა კომფორტული მიკროავტობუსით
???? ჯომარდობაში მონაწილეობის საფასური
???? ფოტო და ვიდეო გადაღება
???? გამყოლის მომსახურება
საჯომარდო აღჭურვილობა :
???? სამაშველო ჟილეტი
???? ჩაფხუტი
???? კვება თან იქონიეთ ერთი დღის სამყოფი საკვები
???? ალკოჰოლური სასმელი
???? ტურის დეტალური აღწერა :
???? მიმართულება : სოფ. ქვემო ამირნი - სოფ. გვრიტო
???? მდ. თეთრი არაგვი (მთიულეთის არაგვი) ფასანაური
???? გაბარიტი - ვიწრო (თავიდან) ქვიანი (ტექნიკური ტრასა)
???? გაბარიტი - გრძელი, შავი არაგვის შეერთების შემდეგ ნაკლებად ქვიანი
???? მონაკვეთის სიგრძე - 13 / 14 კმ.
???? მდინარის დინება - საშუალო
???? წყლის სირთულე 3 – 3.5 დონე
???? დაშვების დაახლოებითი დრო - 1 სთ. და 30 წთ.
???? მონაწილის მინიმალური ასაკი - 13 წელი (მშობელთან ერთად)
???? რეკომენდირებულია - 8 ადგილიანი ნავებით დაშვება (მაქსიმუმ)
???? ჯომარდობის დროს ყველა ნავს გამოყვება - 1 ინსტრუქტორი
???? ჯომარდობის დაწყებამდე წინასწარ გავივლით ინსტრუქტაჟს - 30 წთ.
???? მდ. სირთულის შესაბამისად ჯომარდობის დროს ნავებს გაყვება კაიაკი - რომელიც მდინარის საპირისპირო მიმართულებითაც გადაადგილდება.
მცხეთა — რა ტურებს გთავაზობთ
მცხეთა ნახევარ დღეში იოლად ჯდება: ტრანსპორტი თბილისიდან, გიდი სვეტიცხოველში, სამთავროსა და ჯვარზე, თუ გინდათ — სადილი ქართულ რესტორანში. ხშირად ვაერთებთ ანანურთან და ყაზბეგთან; დღეს და მარშრუტს თქვენ აირჩევთ.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა აპრილი–მაისი და სექტემბერი–ოქტომბერი, 18–25°. 14 ოქტომბერს მცხეთობა-სვეტიცხოვლობაა — ქალაქში ხალხმრავალი დღესასწაული და ღამის წირვა.
ივლისი–აგვისტოში 32–34°-მდე ცხელა; ჯვარზე დილით ან საღამოს ადით.
ზამთარი რბილია და ტურისტი ნაკლებია, შაბათ-კვირას კი მაინც ბევრი მლოცველი ჩამოდის.
რა ვნახოთ
- სვეტიცხოველი — XI საუკუნის საკათედრო ტაძარი (არსუკიძე, 1010–1029), აქ ინახება, გადმოცემით, უფლის კვართი; იუნესკოს მემკვიდრეობის ძეგლი
- ჯვრის მონასტერი — VI საუკუნის ბოლოს აგებული ტაძარი მთაზე, საიდანაც მტკვრისა და არაგვის შესართავი და მთელი ქალაქი ჩანს
- სამთავროს მონასტერი — წმინდა ნინოს მაყვლოვანი, მირიან მეფისა და ნანა დედოფლის საფლავები, ბერი გაბრიელის საფლავი
- ბებრის ციხე — შუა საუკუნეების ციხის ნანგრევები არაგვის ხეობის თავზე
- შიომღვიმე — VI საუკუნის სამონასტრო კომპლექსი კლდოვან ხეობაში, მცხეთიდან დაახლოებით 10 კმ-ში
- ძველი ქალაქის ქუჩები — სუვენირების დახლები, ჩურჩხელა და რესტორნები სვეტიცხოვლის გალავანთან
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან 20 კმ-ია, 25–30 წუთი. მარშრუტკები დიდუბის ავტოსადგურიდან ხშირად გადის, მგზავრობა დაახლოებით 30 წუთია; ჯვრის მონასტერზე საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ ადის — ტაქსით ქალაქიდან 15 წუთია.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: თბილისიდან სამხედრო გზის ჩრდილოეთის მიმართულებით, საცობის გარეშე 25–30 წუთი.
სად დავრჩეთ: ძველ ქალაქში — საოჯახო სასტუმროები და გესტჰაუსები სვეტიცხოვლის ხედით.
რა წავიღოთ: ტაძრებისთვის ქალებს — თავსაფარი და ქვედაბოლო, მამაკაცებს — გრძელი შარვალი; ძველ ქალაქში ქვაფენილია, კომფორტული ფეხსაცმელი.
კავშირი: ინტერნეტი ყველგან კარგად მუშაობს.