national delicacy

ჯომარდობა და ზიპ ლაინი რონინისგან 19 მაისს

  • ID: 41493
  • ნახვები: 4604
complogo
მოლაშქრეთა კლუბი რონინი
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 19/05/18
    დაბრუნება
    • 19/05/18
დამატებითი ინფორმაცია

მოლაშქრეთა კლუბი რონინი 19 მაისს გთავაზობთ საჯომარდო ტურს ფასანაურში ზიპ ლაინთან ერთად ♥ 

შეკრების ადგილი და დრო:
დიდუბე (სამთო ქიმიის წინ)
შეკრების დრო: 10:30 სთ. 
გასვლა: 11:00 სთ.


დეტალური აღწერა :

თბილისიდან მივემგზავრებით ფასანაურის საჯომარდო ბანაკში საიდანაც იწყება მომზადება ჯომარდობისათვის (სოფ. ქვემო ამირნი)

მდ. თეთრი არაგვი (მთიულეთის არაგვი) ფასანაური
გაბარიტი - ვიწრო (თავიდან) ქვიანი (ტექნიკური ტრასა)
გაბარიტი - გრძელი,შავი არაგვის შეერთების შემდეგ ნაკლებად ქვიანი
მონაკვეთის სიგრძე - 13/14 კმ.
მდინარის დინება - საშუალო
წყლის სირთულე 3 – 3.5 დონე
დაშვების დაახლოებითი დრო - 1 სთ. და 30 წთ.
მონაწილის მინიმალური ასაკი - 13 წელი (მშობელთან ერთად)
რეკომენდირებულია - 8 ადგილიანი ნავებით დაშვება (მაქსიმუმ)
ჯომარდობის დროს ყველა ნავს გამოყვება - 1 ინსტრუქტორი
ჯომარდობის დაწყებამდე წინასწარ გავივლით ინსტრუქტაჟს - 30 წთ.
მდ. სირთულის შესაბამისად ჯომარდობის დროს ნავებს გაყვება კაიაკი - რომელიც მდინარის საპირისპირო მიმართულებითაც გადაადგილდება.
ჯომარდობის დასრულება (სოფ. გვრიტო)

ზიპ ლაინი: 
ვისაც ჯომარდობიდან გამოწვეული ემოციის გაგრძელება უნდა შესაძლებლობა ექნება არაგვი ცითაც გადაკვეთოს ♥ 

ტურის ღირებულება: 
ჯომარდობა (14 კმ) - 45 ლ. 
ჯომარდობა (7 კმ) - 35 ლ.
ზიპ ლაინი -25 ლ. ყოველი მომდევნო დაშვება 10 ლ.
ჯომარდობა + ზიპ ლაინი 55 ლ. 

თანხის ჩარიცხვა ხდება წინასწარ.
თანხა არ ბრუნდება:
გასვლამდე 96 საათის დარჩენის შემდგომ ამოწერის შემთხვევაში.
ლოდინის მაქსიმალური დრო:
გასვლის დროდან 15 წუთი

ღირებულებაში შედის :

მგზავრობა მიკროავტობუსით
ჯომარდობაში მონაწილეობის საფასური
საჯომარდო აღჭურვილობა :
სამაშველო ჟილეტი
ჩაფხუტი
ზიპ ლაინის საფასური
ზიპ ლაინის აღჭურვილობა
ინსტრუქტორის მომსახურება
გამყოლის მომსახურება
ფოტოგადაღება (არაპროფესიონალური)

ფასში არ შედის:
კვება: მოგაქვთ სახლიდან ან ვჩრდებით მაღაზიაში და ყიდულობთ.
სურვილის შემთხვევაში შეგვიძლია დავაგემოვნოთ ფასანაურის ხინკალი ♥ 
 

თქვენივე კომფორტისთვის გირჩევთ:
სასურველია გეცვათ წყალგაუმტარი ტანსაცმელი და აუცილებლად წამოიღოთ გამოსაცვლელი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, ასევე დაგჭირდებათ პირსახოცი.

გთხოვთ:
ნუ მოხვალთ ნასვამ მდგომარეობაში შეკრების ადგილზე;
ნუ დააბინძურებთ გარემოს;


დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ:
599 15 76 76 გიორგი

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე55.00
მოლაშქრეთა კლუბი რონინი
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 19/05/18
    დაბრუნება
    • 19/05/18
შეიძინე სამოგზაურო დაზღვევა
მსგავსი ტურებიყველა ტურის ნახვა