უკანაფშავი, შუაფხო მაისს
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
For English version please scroll down >>>
ფასი კლუბის წევრებისთვის:
ტრანსპორტირება
გამყოლის მომსახურება.
გიდის მომსახურება
არ შედის კვება, ყველას თავისი საგზალი მოაქვს და მივირთმევთ ყველა ერთად ბუნწიაღში
რას ვნახავთ?
1. კოპალა
2. იახსარი
3.ლაშარი
4.ჩარგალი, ვაჟა-ფშაველას სახლმუზეუმი,
5.კართანის წმინდა გიორგის ეკლესიის ნანგრევები ტყეში.
6.ჟინვალის წყალსაცავში ჩაძირული ტაძარი
მე-12 საუკუნეში აშენებული ჯვარიპატიოსნის სახელობის ეკლესია (თუ ჯერ არ დაფარულა)
8. ხედები მთებზე და ულამაზესი ბუნება
ფეხით გასავლელი მანძილი
5-6 კმ მთლიანობაში
სირთულე:
მარტივი
ამინდი: შედგება მიუხედავად ამინდისა !
საფრთხეები, სირთულეები:
ისეთი არაფერი, მთავარია ნაპირზე ვიაროთ და ძირს ნაყარი არაფერი ვჭამოთ :D
რა ჩავიცვათ?
მოხერხებული სპორტული ტანისამოსი და სალაშქრო ფეხსაცმელი.
რა წავიღოთ?
ერთი დღის სამყოფი საკვები,მინიმუმ 1 ლიტრი წყალი, თბილი მოსაცმელი, ქუდი, სათვალე. საწვიმარი. გამოსაცვლელი ფეხსაცმელი დ ტანსაცმელი. ( გოგონებს ქვედაბოლო და მანდილი)
თუ ვინმე უკრავთ ან მღერით წამოიღეთ ინსტრუმენტი :)
საქართველოს ბანკი
ანგარიშის ნომერი: GEL
პირადი ნომერი აპარატიდან ჩარიცხვის შემთხვევაში:
დანიშნულება: ტური უკანაფშავში. სახელი და გვარი
მიმღები: ლელა წიკლაური
ჩარიცხვისთავანავე ვატყობინებთ ორგანიზატორებს
გაითვალისწინეთ:
გასვლის წინ, სამი დღით ადრე ვინც ამოეწერება სიიდან თანხა უკან ვერ დაუბრუნდება.
თანხის ადგილზე გადახდა კატეგორიულად დაუშვებელია:
საინტერესო და საჭირო ინფო ჩვენი აქციების შესახებ.
2. ოჯახიდან სამი პიროვნება მიიღებს 3 - 1. ანუ სამი კაცი ორის ფასად
3. წამოიყვანე 5 პიროვნება ტურზე და შენ წამოდი უფასოდ.
5. მოლაშქრეთა კლუბ "ფენიქსის" წყვილები, რომლებმაც შექმნეს და კიდევაც შექმნიან ოჯახს,ივლიან ჩვენთან კვლავ, მიიღებენ ორ საგზურს ერთის ფასად. .
ასეთი შემთხვევების მქონენი წინასწარ შეგვეხმიანეთ პირადში ვიდრე ტურზე ჩაეწერებით.
წესები და პირობები მოწესრიგებული მოგზაურობისთვის, რომელსაც ვიცავთ ყველა!
არ მოვდივართ შეკრების ადგილზე ნასვამ/ნაბახუსევ მდგომარეობაში
არ ვიღებთ ალკოჰოლს სიარულისას/მარშირებისას და ტრანსპორტში !
ასევე აკრძალულია მოწევა ტრანსპორტში !
საკვებს მივირთმევთ ყველა ერთად(გარდა იმ შემთხვევისა, თუ ვინმე შეუძლოდ გახდა)
არ ვყრით ნაგავს!
არ ვანადგურებთ ფლორას და ფაუნას!
არ მოგვყავთ შინაური ცხოველები/ფრინველები(არც გარეული)
არ ვსაუბრობთ პოლიტიკაზე და რელიგიაზე.
არ ვბილწსიტყავობთ!
არ ვუხვევთ დაგეგმილ მარშრუტს საკუთარი ნება-სურვილით!
არ ვყოფთ ჯგუფს "კუტოკებად" !
ყველა ერთად ვქმნით მეგობრულ, თბილ იდილიას გუნდში და ვქმომედებთ გუნდურად! ვინაწილებთ ბანაკის საქმეებს !
არ ვჭორაობთ სხვა კლუბებზე ან კონკრეტულ პიროვნებებზე!
ვემორჩილებით ორგანიზატორს ტურის განმავლობაში
▲მოცემული პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში ორგანიზატორი იხსნის ყველანაირ პასუხისმგებლობას/ვალდებულებას მოლაშქრის წინაშე და ურჩი მოლაშქრე გაძევებული იქნება და ვეღარასდროს ვერცერთ ლაშქრობაში ვერ წამოვა........
▲წამოსვლის არასრულწლოვანმა მსურველმა უნდა თან იყოლიოს მშობელი შეკრების ადგილზე...
დამატებითი ინფორმაციისთვის :
▲შენიშვნა : აუცილებლად წაიკითხეთ ტურის აღწერა გულდასმით და მათაც წააკითხეთ ვინც თქვენი რეკომენდაციით წამოვა .ნუ წამოხვალთ: უინტერესო ადამიანები, პათოლოგები, განმარტოვებით სმა-ჭამისტები და წუწუნები! სხვებს ნუ შეუქმნით დისკომფორტს...